https://sputnik-georgia.com/20230630/-----279139720.html
განახლებადი ენერგეტიკა: პრემიერმა გეგმებზე ისაუბრა
განახლებადი ენერგეტიკა: პრემიერმა გეგმებზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. განახლებადი ენერგეტიკის სფეროს მხარდაჭერის ახალი სქემა ხელს შეუწყობს ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობასთან... 30.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-30T19:21+0400
2023-06-30T19:21+0400
2023-06-30T22:31+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24600/61/246006153_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_1f0d65b4c959adde999c07a813681706.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. განახლებადი ენერგეტიკის სფეროს მხარდაჭერის ახალი სქემა ხელს შეუწყობს ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით პირველი აუქციონის გამარჯვებულ 27 პროექტს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას. მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.ენერგეტიკის განვითარებაზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ 2022 წელს ექსპლუატაციაში შევიდა შვიდი ჰიდროელექტროსადგური, მიმდინარეობს მუშაობა ოთხი დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების თაობაზე. ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე 3 ათას მგვტ-ს, სავარაუდო გამომუშავება კი დაახლოებით 13 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს.პრემიერის თქმით, ასევე დაგეგმილია 350-430 მგვტ კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგური „გარდაბანი 3“-ის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოსადგური იქნება საქართველოში.ახალი ელექტროსადგური გარდაბნის მუნიციპალიტეტში რიგით მესამე თბოელექტროსადგური იქნება. დღეისათვის გარდაბანში ორი თბოელექტროსადგური – „გარდაბანი-1" და „გარდაბანი-2" ფუნქციონირებს, შესაბამისად, 237 და 230 მეგავატი სიმძლავრით.ენერგეტიკის განვითარებაენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს სექტორი უნდა განვითარდეს მზარდი მოხმარების ფონზე.მინისტრი: საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის განსაკუთრებული პოტენციალი აქვს>>>ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მოიხმარა 14,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,8%-ით მეტია.გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2021 წლის მონაცემზე 12,7%-ით მეტია.გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24600/61/246006153_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_3888b3155801920f91c2e881d565eb3c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. განახლებადი ენერგეტიკის სფეროს მხარდაჭერის ახალი სქემა ხელს შეუწყობს ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით პირველი აუქციონის გამარჯვებულ 27 პროექტს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.
ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას. მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.
„დაინერგა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომლითაც მხარდაჭერას მიიღებს 15 ჰიდრო, ორი ქარისა და ათი მზის ელექტროსადგურის პროექტი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
ენერგეტიკის განვითარებაზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ 2022 წელს ექსპლუატაციაში შევიდა შვიდი ჰიდროელექტროსადგური, მიმდინარეობს მუშაობა ოთხი დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების თაობაზე. ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე 3 ათას მგვტ-ს, სავარაუდო გამომუშავება კი დაახლოებით 13 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს.
პრემიერის თქმით, ასევე დაგეგმილია 350-430 მგვტ კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგური „გარდაბანი 3“-ის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოსადგური იქნება საქართველოში.
ახალი ელექტროსადგური გარდაბნის მუნიციპალიტეტში რიგით მესამე თბოელექტროსადგური იქნება. დღეისათვის გარდაბანში ორი თბოელექტროსადგური – „გარდაბანი-1" და „გარდაბანი-2" ფუნქციონირებს, შესაბამისად, 237 და 230 მეგავატი სიმძლავრით.
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს სექტორი უნდა განვითარდეს მზარდი მოხმარების ფონზე.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მოიხმარა 14,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,8%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2021 წლის მონაცემზე 12,7%-ით მეტია.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.