https://sputnik-georgia.com/20240102/ramden-eletqtroenergias-gamoimusavebs-saqartvelo-2024-wels-axali-wlis-balansi-285397357.html
რამდენ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს საქართველო 2024 წელს - ახალი წლის ბალანსი
რამდენ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს საქართველო 2024 წელს - ახალი წლის ბალანსი
Sputnik საქართველო
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება და, სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე შეიძლება... 02.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-02T16:46+0400
2024-01-02T16:46+0400
2024-01-02T16:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/19/263881027_0:296:2047:1447_1920x0_80_0_0_1a3b06463ec4446d3e9a4b397b8c4402.jpg
თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 2024 წელს 14,3 მილიარდ კვტ სთ იქნება, ნათქვამია 2024 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში, რომელიც „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.პროგნოზების მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში 2024 წლის იანვარ-დეკემბერში 14,5 მილიარდი კტ სთ იქნება.გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ტრადიციულად ჰიდროელექტროსადგურებზე მოვა - 11,2 მილიარდი კილოვატ/საათი. თბოელექტროსადგურები გამოიმუშავებენ 3 მილიარდ კვტ სთ-ზე მეტს, ხოლო ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 85,8 მილიონ კვტ სთ გამოიმუშავებს.თურნავა: საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს შესაძლოა 6%-ზე მეტი იყოს >>გარდა ამისა, 2024 წელს ექსპორტი შეადგენს 774,1 მლნ კვტ სთ, ხოლო იმპორტი - 990,7 კვტ სთ.საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 2022 წლის 11 თვის მონაცემებთან შედარებით 7,7%-ით შემცირდა და 12,4 მლრდ კვტ სთ შეადგინა. საანგარიშო პერიოდში საქართველოს გენერაციამ 13,2 მილიარდი კვტ სთ შეადგინა - 0,7%-ით მეტი 2022 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით.საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.გარდაბანში მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგური აშენდება >>მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები, ასევე განახორციელოს მნიშვნელოვანი რეფორმებიენერგეტიკის სფეროში, მათ შორის ახალი ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების მიმართულებით. ახალი ენერგეტიკული ბირჟა 2023 წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, მისი გახსნა ექვსჯერ გადაიდო და ახლა მოსალოდნელია, რომ ის 2024 წელს ამოქმედდება.თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრის დანერგვა არის იმ რეფორმის ნაწილი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების ფარგლებში. ბირჟის გახსნა საქართველოს საშუალებას მისცემს, მეტი ინვესტიცია მოიზიდოს ენერგეტიკის სფეროში. მეტიც, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.რამდენი ნავთობი მოიპოვეს საქართველოში - მონაცემები განახლდა >>სიახლის თანახმად, მომხმარებლებს შეუძლიათ წინა დღეს გააკეთონ განაცხადი მომდევნო დღის ენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. ბაზარზე იქნებიან ელექტროენერგიის მიმწოდებლები – ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები, იმპორტიორები, რომელთაც ექნებათ ენერგია გასაყიდი, და საბაზრო ფასი მოთხოვნა–მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე ჩამოყალიბდება.საქართველოში პირველი ენერგეტიკული ბირჟა 2019 წელს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მონაწილეობით დაფუძნდა. თითოეულის წილი 50%-ია.ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობის დანერგვასა და ოპერირებას საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით განახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/19/263881027_0:424:2047:1959_1920x0_80_0_0_8752b9364c8abcb5dd040ea348ae0844.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა
რამდენ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს საქართველო 2024 წელს - ახალი წლის ბალანსი
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება და, სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს
თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 2024 წელს 14,3 მილიარდ კვტ სთ იქნება, ნათქვამია 2024 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში, რომელიც „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პროგნოზების მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში 2024 წლის იანვარ-დეკემბერში 14,5 მილიარდი კტ სთ იქნება.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ტრადიციულად ჰიდროელექტროსადგურებზე მოვა - 11,2 მილიარდი კილოვატ/საათი. თბოელექტროსადგურები გამოიმუშავებენ 3 მილიარდ კვტ სთ-ზე მეტს, ხოლო ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 85,8 მილიონ კვტ სთ გამოიმუშავებს.
გარდა ამისა, 2024 წელს ექსპორტი შეადგენს 774,1 მლნ კვტ სთ, ხოლო იმპორტი - 990,7 კვტ სთ.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 2022 წლის 11 თვის მონაცემებთან შედარებით 7,7%-ით შემცირდა და 12,4 მლრდ კვტ სთ შეადგინა. საანგარიშო პერიოდში საქართველოს გენერაციამ 13,2 მილიარდი კვტ სთ შეადგინა - 0,7%-ით მეტი 2022 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები, ასევე განახორციელოს მნიშვნელოვანი რეფორმებიენერგეტიკის სფეროში, მათ შორის ახალი ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების მიმართულებით. ახალი ენერგეტიკული ბირჟა 2023 წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, მისი გახსნა ექვსჯერ გადაიდო და ახლა მოსალოდნელია, რომ ის 2024 წელს ამოქმედდება.
თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრის დანერგვა არის იმ რეფორმის ნაწილი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების ფარგლებში. ბირჟის გახსნა საქართველოს საშუალებას მისცემს, მეტი ინვესტიცია მოიზიდოს ენერგეტიკის სფეროში. მეტიც, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.
სიახლის თანახმად, მომხმარებლებს შეუძლიათ წინა დღეს გააკეთონ განაცხადი მომდევნო დღის ენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. ბაზარზე იქნებიან ელექტროენერგიის მიმწოდებლები – ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები, იმპორტიორები, რომელთაც ექნებათ ენერგია გასაყიდი, და საბაზრო ფასი მოთხოვნა–მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე ჩამოყალიბდება.
საქართველოში პირველი ენერგეტიკული ბირჟა 2019 წელს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მონაწილეობით დაფუძნდა. თითოეულის წილი 50%-ია.
ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობის დანერგვასა და ოპერირებას საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით განახორციელებს.