რამდენი ნავთობი მოიპოვეს საქართველოში - მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშირკინიგზა
რკინიგზა - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2023
გამოწერა
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ნედლი ნავთობის მოპოვებამ 2022 წელს 36,6 ათასი ტონა ნედლი ნავთობი შეადგინა, რაც 3,1%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ კვლევაში.
გასულ წელს ქვეყანაში მოიპოვეს 14,6 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 8,8%-ით ნაკლებია და 146,3 ათასი ტონა ქვანახშირი (1,1%-ით ნაკლები).
„საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში 2022 წელს ელექტროენერგიის წარმოება, წინა წელთან შედარებით, 12,7%-ით გაიზარდა და 14,2 მლრდ კვტ/სთ შეადგინა. კვლევის მიხედვით, შეშის წარმოება 11,4%-ით შემცირდა და 1.113,5 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა.
ენერგორესურსების წარმოების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ელექტროენერგიას უკავია - 78,1%, მეორე ადგილზეა ბიოსაწვავის წარმოება და ნარჩენებისგან (მაგალითად, შეშა) წარმოებული ენერგია - 13,3%.
ელექტროენერგიის მოხმარება
2022 წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ შეადგინა 13,4 მლრდ კვტ/სთ, რაც 2%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
2022 წლის მონაცემებით, ბუნებრივ აირზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 3.361,0 მლნ კუბური მეტრი (20%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით), ხოლო ბუნებრივი აირის მოხმარებამ - 2.528,7 მლნ კუბური მეტრი (13 ,6%-ით მეტი, ვიდრე 2021 წელს).
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ მოიხმარა 1.375,4 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი (1,1%-ით მეტი წინა წელთან შედარებით).
ბუნებრივი აირი ენერგომოხმარების სტრუქტურაში 41,8%-ს იკავებს. შედარებით მაღალი წილი მოდის ნავთობპროდუქტებსა (27,1%) და ელექტროენერგიაზე (22,2%). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 4,5%-ს ქვანახშირი შეადგენს, დანარჩენი 4,4% ბიოსაწვავზე, გეოთერმულ და მზის ენერგიაზე მოდის.
2022 წელს ენერგომოხმარების დარგობრივმა ანალიზმა აჩვენა, რომ ენერგიის უმსხვილესი მომხმარებელია ტრანსპორტისა და საყოფაცხოვრებო სექტორები - მათზე მოდის საერთო მოხმარებული ენერგიის 31,1% და 30,4%.
რაც შეეხება სხვა დარგებს, 18,1% მოდის მორეწველობაზე, 4,3% მშენებლობაზე, 0,6% სასოფლო-სატყეო და თევზჭერის მეურნეობაზე, დანარჩენი 15,6% კი კი მოდის კერძო და სახელმწიფო მომსახურებასა და სხვა მომხმარებლებზე.
ყველა ახალი ამბავი
0