კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული კომპანიებით ისევ დაინტერესდა

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2024
გამოწერა
უწყებამ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტს 8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ სწავლობს, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქმე ეხება სამინისტროს მიერ გასული წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტების რეალიზაციას იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ.

„სააგენტო დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი კომპანიების მხრიდან არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების ფიქსირებას”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი უკვე გაავრცელა, რის შემდეგადაც წამლების ფასი შემცირდა.
დეკემბრის შუა რიცხვებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რამდენიმე ქართული ფარმაცევტული კომპანია მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურ გაზრდაში და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობების შეზღუდვაში.
წამლებზე რეფერენტული ფასების რეფორმა ჩავარდა - ვატო სურგულაძის თვალსაზრისი >>
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე საქმის მოკვლევა დეკემბრის ბოლოს დაასრულა. მოკვლევის შედეგად დაადასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ ქმედებასა და კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევას.
სახელმწიფო სწორედ ამით უნდა იყოს დაკავებული - ექსპერტი ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაზე >>
კერძოდ, „პსპ ფარმამ“, „ავერსმა“ „ფარმადეპომ“ „ჯიპისიმ“ და „მერმისმა“ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტური ფასები განსაზღვრეს. კონკურენციის სააგენტომ სამართალდამრღვევი ფარმაცევტული კომპანიები 52.797.934 ლარით დააჯარიმა.
ყველა ახალი ამბავი
0