https://sputnik-georgia.com/20240117/saxelwmifo-swored-amit-unda-iyos-dakavebuli-eqsperti-jandacvis-saministros-programaze-285693802.html
სახელმწიფო სწორედ ამით უნდა იყოს დაკავებული - ექსპერტი ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაზე
სახელმწიფო სწორედ ამით უნდა იყოს დაკავებული - ექსპერტი ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაზე
Sputnik საქართველო
სახელმწიფო სწორედ ასეთი პროექტებით უნდა იყოს დაკავებული, ნაცვლად იმისა, რომ იტრაბახოს როგორ დააჯარიმა 58 მილიონით ფარმაცევტული კომპანიები, მიაჩნია ექსპერტს 17.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-17T10:06+0400
2024-01-17T10:06+0400
2024-01-17T10:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24172/10/241721029_0:6:2000:1131_1920x0_80_0_0_ccacdac5f8ccf5d3f925d320aedcc942.jpg
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვის უფასო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში, ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ვატო სურგულაძემ Sputnik-საქართველოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.საქართველოს მთავრობამ ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის უფასო მედიკამენტების პროგრამა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. მედიკამენტები მთელი წლის განმავლობაში უფასოდ გაიცემა.სურგულაძე დარწმუნებულია, რომ მთავრობა უნდა დაეხმაროს მძიმე დაავადების მქონე მოქალაქეებს - ეს არის ონკოდაავადებები, ბეხტერევის დაავადება, სკლეროდერმია, წითელი მგლურა და ყველა სისტემური დაავადება, რომლის მკურნალობა ძვირი ჯდება.„სახელმწიფო სწორედ ასეთი პროექტებით უნდა იყოს დაკავებული, ნაცვლად იმისა, რომ იტრაბახოს როგორ დააჯარიმა 58 მილიონით ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც ამ ფულს ჩვენივე ჯიბეებიდან აინაზღაურებენ“, - განაცხადა სურგულაძემ.საქართველოში ქრონიკული დაავადებების მქონე 400 ათასი პენსიონერია. ეს პროექტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.წამლებზე რეფერენტული ფასების რეფორმა ჩავარდა - ვატო სურგულაძის თვალსაზრისი >>ამასთან, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს მთელი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტის (ტიპი 2); პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები.მთელი წლის განმავლობაში საჭირო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათასს, პენსიონერები, ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, აგრეთვე საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა (გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის , დუშეთის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის რაიონებში).მედიკამენტების მისაღებად პაციენტებმა ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24172/10/241721029_212:0:1989:1333_1920x0_80_0_0_135d5cf728884c723677de5ac487e9cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში
სახელმწიფო სწორედ ამით უნდა იყოს დაკავებული - ექსპერტი ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაზე
სახელმწიფო სწორედ ასეთი პროექტებით უნდა იყოს დაკავებული, ნაცვლად იმისა, რომ იტრაბახოს როგორ დააჯარიმა 58 მილიონით ფარმაცევტული კომპანიები, მიაჩნია ექსპერტს
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვის უფასო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში, ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ვატო სურგულაძემ Sputnik-საქართველოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს მთავრობამ ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის უფასო მედიკამენტების პროგრამა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. მედიკამენტები მთელი წლის განმავლობაში უფასოდ გაიცემა.
„ძალიან კარგი ნაბიჯია, კარგია, რომ მთავრობამ დაიწყო ამ პროგრამის განხორციელება. ახლახან მომმართა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ბეხტერევის სინდრომით იყო დაავადებული, თვეში ერთ აბში ათას ლარს იხდიდა. ევროპული წამალი გაქრა ბაზრიდან, შემოვიდა თურქული, ახლა თვეში სამი აბი სჭირდება, და სამი ათასი ლარი უჯდება. ეს პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანებისთვის“, - განაცხადა სურგულაძემ.
სურგულაძე დარწმუნებულია, რომ მთავრობა უნდა დაეხმაროს მძიმე დაავადების მქონე მოქალაქეებს - ეს არის ონკოდაავადებები, ბეხტერევის დაავადება, სკლეროდერმია, წითელი მგლურა და ყველა სისტემური დაავადება, რომლის მკურნალობა ძვირი ჯდება.
„სახელმწიფო სწორედ ასეთი პროექტებით უნდა იყოს დაკავებული, ნაცვლად იმისა, რომ იტრაბახოს როგორ დააჯარიმა 58 მილიონით ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც ამ ფულს ჩვენივე ჯიბეებიდან აინაზღაურებენ“, - განაცხადა სურგულაძემ.
საქართველოში ქრონიკული დაავადებების მქონე 400 ათასი პენსიონერია. ეს პროექტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ამასთან, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს მთელი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტის (ტიპი 2); პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები.
მთელი წლის განმავლობაში საჭირო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათასს, პენსიონერები, ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, აგრეთვე საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა (გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის , დუშეთის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის რაიონებში).
მედიკამენტების მისაღებად პაციენტებმა ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ.