https://sputnik-georgia.com/20240209/qucis-protestis-resursi-ar-arsebobs-kobaxize-286228716.html
ქუჩის პროტესტის რესურსი არ არსებობს – საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ქუჩის პროტესტის რესურსი არ არსებობს – საქართველოს პრემიერ–მინისტრი
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის ახალი პლატფორმა სალომე ზურაბიშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ღია კავშირია, მიიჩნევს პრემიერი. 09.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-09T22:16+0400
2024-02-09T22:16+0400
2024-02-09T22:16+0400
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/16/282572208_0:0:3137:1765_1920x0_80_0_0_f452d881a3f96fb748793db9cf7cb029.jpg
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციას პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანის რესურსი არა აქვს, რადგანაც მთავრობა სტაბილურობას ინარჩუნებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ქვეყნის მსჯავრდებულმა ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციურ პარტიებთან ადმინისტრაციაში პლატფორმის ფარგლებში შეხვედრების ნაცვლად, ხალხის ქუჩაში გამოყვანა შესთავაზა.მისი თქმით, პრეზიდენტის ახალი პლატფორმა („ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“) სალომე ზურაბიშვილისა და „ნაციონალური მორაობის“ ღია ალიანსია.„ზურაბიშვილმა პრაქტიკულად დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და ალიანსი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი. არც ასე, არც ისე ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების შანსები არ აქვს. ეს არის ჩემიპოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.მწვავედ ყველა თემაზე - პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბოლო გამოსვლა საქართველოს პარლამენტში>>ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ერთი იდეის – ევროკავშირში გაწევრიანების გარშემო გაერთიანებისკენს მოუწოდა. ამ მიზნით ის „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნას და პრეზიდენტის აპარატთან საკოორდინაციო ცენტრის გახსნას აპირებს. ცენტრი შეაგროვებს იდეებს საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რათა შემდგომში ერთობლივი დოკუმენტი შემუშავდეს.კობახიძე: პრეზიდენტი სიცრუეს ტირაჟირებს>>საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით. გამსვლელი ბარიერი პარტიებისთვის იქნება 5%. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის პერიოდისთვის.ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგებმა აჩვენა, რომ პარლამენტში მოხვედრის შანსი ორიდან ხუთ პარტიამდე აქვს, ამასთან, „ქართული ოცნება“ ლიდერის პოზიციას დამაჯერებლად ინარჩუნებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/16/282572208_406:0:3137:2048_1920x0_80_0_0_b2723a81aa5d6134e46a25983ecdd337.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია
ქუჩის პროტესტის რესურსი არ არსებობს – საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პრეზიდენტის ახალი პლატფორმა სალომე ზურაბიშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ღია კავშირია, მიიჩნევს პრემიერი.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციას პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანის რესურსი არა აქვს, რადგანაც მთავრობა სტაბილურობას ინარჩუნებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ქვეყნის მსჯავრდებულმა ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციურ პარტიებთან ადმინისტრაციაში პლატფორმის ფარგლებში შეხვედრების ნაცვლად, ხალხის ქუჩაში გამოყვანა შესთავაზა.
„ამ წლების განმავლობაში ბევრად უფრო რთულ პერიოდში მოვახერხეთ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება. ვპირდებით საზოგადოებას, რომ არავის მივცემთ სხვა სცენარით ქვეყანაში პროცესების განვითარების შესაძლებლობას“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტის ახალი პლატფორმა („ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“) სალომე ზურაბიშვილისა და „ნაციონალური მორაობის“ ღია ალიანსია.
„ზურაბიშვილმა პრაქტიკულად დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და ალიანსი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი. არც ასე, არც ისე ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების შანსები არ აქვს. ეს არის ჩემიპოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.
ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ერთი იდეის – ევროკავშირში გაწევრიანების გარშემო გაერთიანებისკენს მოუწოდა. ამ მიზნით ის „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნას და პრეზიდენტის აპარატთან საკოორდინაციო ცენტრის გახსნას აპირებს. ცენტრი შეაგროვებს იდეებს საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რათა შემდგომში ერთობლივი დოკუმენტი შემუშავდეს.
საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით. გამსვლელი ბარიერი პარტიებისთვის იქნება 5%. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის პერიოდისთვის.
ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგებმა აჩვენა, რომ პარლამენტში მოხვედრის შანსი ორიდან ხუთ პარტიამდე აქვს, ამასთან, „ქართული ოცნება“ ლიდერის პოზიციას დამაჯერებლად ინარჩუნებს.