ანკარაში შუა დერეფნის პერსპექტივები და პრობლემები განიხილეს

© photo: Sputnik / Stringerრკინიგზის სადგური სამტრედიაში
რკინიგზის სადგური სამტრედიაში - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2024
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანიის „Middle coridore Multimodal LTD” -ის მმართველობის პირველი საერთო კრება.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) საერთაშორისო ასოციაციის კრებაზე 2024 წლის გეგმები განიხილეს და 2023 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამეს, იუწყება „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახური.
საქართველოს რკინიგზის დელეგაცია გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით, ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) მმართველი და საერთო კრების შეხვედრებს დაესწრო.
შეხვედრაზე ახლად დაფუძნებული კომპანიის მიერ უახლოეს თვეებში განსახორციელებელი ორგანიზაციული და საოპერაციო საქმიანობები განიხილეს. გარდა ამისა, მიმოიხილეს გასული წლის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლები.
დავითაშვილი: ახალ შეთანხმებას შუა დერეფნის განვითარების საკითხზე 2024 წელს გავაფორმებთ >>
შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციების, საპორტო ინფრასტრუქტურის და საზღვაო გადამზიდავების ხელმძღვანელებმა 2023 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და შედეგები წარადგინეს, ასევე 2024 წლის გეგმებზე ისაუბრეს. ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტისადმი მიძღვნილი ე.წ. „მრგვალი მაგიდაც“ გაიმართა.
დისკუსიებში, რომელიც შუა დერეფანში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს ეხებოდა, საერთაშორისო ინსტიტუტების ექსპერტები, ტვირთმფლობელები, ფორვარდერები, თურქეთის და შუა დერეფნის ქვეყნების ბიზნესწრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანიის „Middle coridore Multimodal LTD” -ის მმართველობის პირველი საერთო კრება.
ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანამ ხიდის როლი შეასრულოს ევროპასა და აზიას შორის >>
შუა დერეფანი არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს შუა დერეფანი არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
ყველა ახალი ამბავი
0