https://sputnik-georgia.com/20231224/davitasvili-axal-setanxmebas-sua-derefnis-ganvitarebis-sakitxze-2024-wels-gavaformebt-285187363.html
დავითაშვილი: ახალ შეთანხმებას შუა დერეფნის განვითარების საკითხზე 2024 წელს გავაფორმებთ
დავითაშვილი: ახალ შეთანხმებას შუა დერეფნის განვითარების საკითხზე 2024 წელს გავაფორმებთ
Sputnik საქართველო
დღეს „შუა დერეფანი“ არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის, განაცხადა ვიცე-პრემიერმა 24.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-24T15:46+0400
2023-12-24T15:46+0400
2023-12-24T15:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ტრანსპორტი საქართველოში
ჩინეთი
ლევან დავითაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22976/70/229767081_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_27251da2e985cf32a8b151710001ba50.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. 2024 წელს საქართველო გააფორმებს მნიშვნელოვან შეთანხმებას „შუა დერეფანზე“, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნების როლს და ქვეყანას ინვესტიციებს მოუტანს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.მისი თქმით, 2023 წელს ჩინეთმა თავის ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე, „ერთი გზა – ერთი სარტყელის“ ფორუმზე განაცხადა, რომ მათთვის პირველი პრიორიტეტი არის შუა დერეფნის განვითარება, და სწორედ ამიტომ დაიწყო შეთანხმების მომზადება.„სატრანსპორტო მიმართულებით კოვიდის შემდეგ თითქოს გამოსწორდა და აღდგა მიწოდების ჯაჭვები და სატრანსპორტო ნაკადები, თუმცა დავინახეთ, რომ ახალი გამოწვევები გაჩნდა მსოფლიოში. ასე რომ, საქართველო, როგორც ამ დერეფნის კრიტიკული, უმნიშვნელოვანესი ელემენტი და, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა, რომელიც ამ დერეფნის განვითარებას ახდენს, არის საინტერესო ჩინეთისთვისაც“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.მისი თქმით, „შუა დერეფანი“ დღეს არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპა-აზიას შორის.შუა დერეფანიმარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.ჩინეთმა პირველად მიანიჭა მნიშვნელობა „შუა დერეფანს“ – ლევან დავითაშვილი >>2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და „შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს, როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი.საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22976/70/229767081_227:0:2894:2000_1920x0_80_0_0_1f312be3d6e8c51e6c21b34bb950be0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტრანსპორტი საქართველოში, ჩინეთი, ლევან დავითაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტრანსპორტი საქართველოში, ჩინეთი, ლევან დავითაშვილი
დავითაშვილი: ახალ შეთანხმებას შუა დერეფნის განვითარების საკითხზე 2024 წელს გავაფორმებთ
15:46 24.12.2023 (განახლებულია: 15:47 24.12.2023) დღეს „შუა დერეფანი“ არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის, განაცხადა ვიცე-პრემიერმა
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. 2024 წელს საქართველო გააფორმებს მნიშვნელოვან შეთანხმებას „შუა დერეფანზე“, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნების როლს და ქვეყანას ინვესტიციებს მოუტანს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
„გასულ კვირასაც გვყავდა დელეგაცია, სადაც ვიმუშავეთ უკვე შეთანხმების პროექტზე და მომავალი წლის დასაწყისში ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც ამ დერეფნის განვითარებაში ქვეყნების კონკრეტულ როლებს განსაზღვრავს. ეს, რა თქმა უნდა, მოიტანს კონკრეტულ შედეგებს კონკრეტული ინვესტიციების კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, 2023 წელს ჩინეთმა თავის ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე, „ერთი გზა – ერთი სარტყელის“ ფორუმზე განაცხადა, რომ მათთვის პირველი პრიორიტეტი არის შუა დერეფნის განვითარება, და სწორედ ამიტომ დაიწყო შეთანხმების მომზადება.
„სატრანსპორტო მიმართულებით კოვიდის შემდეგ თითქოს გამოსწორდა და აღდგა მიწოდების ჯაჭვები და სატრანსპორტო ნაკადები, თუმცა დავინახეთ, რომ ახალი გამოწვევები გაჩნდა მსოფლიოში. ასე რომ, საქართველო, როგორც ამ დერეფნის კრიტიკული, უმნიშვნელოვანესი ელემენტი და, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა, რომელიც ამ დერეფნის განვითარებას ახდენს, არის საინტერესო ჩინეთისთვისაც“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, „შუა დერეფანი“ დღეს არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპა-აზიას შორის.
მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და „შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს, როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.