https://sputnik-georgia.com/20240124/saqartvelos-israelsi-cinetsi-quveitsa-da-iordaniasi-axali-elcebi-hyavs-285872085.html
საქართველოს ისრაელში, ჩინეთში, ქუვეითსა და იორდანიაში ახალი ელჩები ჰყავს
საქართველოს ისრაელში, ჩინეთში, ქუვეითსა და იორდანიაში ახალი ელჩები ჰყავს
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიურ მისიებში საკადრო გადანაცვლება განახორციელა 24.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-24T19:27+0400
2024-01-24T19:27+0400
2024-01-24T19:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
ისრაელი
ჩინეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/91/234329186_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_f53ef821d2ba573b333c02c9d69985b9.jpg
თბილისი, 24 იანვარი– Sputnik. საქართველოს ისრაელში, ჩინეთში, ქუვეითსა და იორდანიაში ახალი ელჩები ჰყავს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირადად შეხვდა ახალდანიშნულ ელჩებს, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.ისრაელის სახელმწიფოში ელჩად ზაზა კანდელაკი დაინიშნა, რომელიც მანამდე იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩი იყო. ამ პოზიციაზე მან ლაშა ჟვანია ჩაანაცვლა.ქუვეითის სახელმწიფოში კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ნოშრევან ლომთათიძე იქნება.მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, იგი 2021 წლის ივნისიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე. ის აღნიშნულ პოსტზე კონსტანტინე ჟღენტს შეცვლის.რაც შეეხება ჩინეთში ახლადდანიშნულ ელჩს, ის პაატა კალანდაძეა. კალანდაძე ამ პოზიციაზე არჩილ კალანდიას ჩაანაცვლებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ელჩად დანიშვნამდე, პაატა კალანდაძე იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი იქნება. მან ამ პოსტზე ზაზა კანდელაკი შეცვალა. არჩილ ძულიაშვილი იკავებდა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას.
საქართველო
ისრაელი
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/91/234329186_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_dc6edaae1c646f907bde75284c77a555.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს მთავრობა , ისრაელი , ჩინეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს მთავრობა , ისრაელი , ჩინეთი
საქართველოს ისრაელში, ჩინეთში, ქუვეითსა და იორდანიაში ახალი ელჩები ჰყავს
საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიურ მისიებში საკადრო გადანაცვლება განახორციელა
თბილისი, 24 იანვარი– Sputnik. საქართველოს ისრაელში, ჩინეთში, ქუვეითსა და იორდანიაში ახალი ელჩები ჰყავს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირადად შეხვდა ახალდანიშნულ ელჩებს, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
ისრაელის სახელმწიფოში ელჩად ზაზა კანდელაკი დაინიშნა, რომელიც მანამდე იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩი იყო. ამ პოზიციაზე მან ლაშა ჟვანია ჩაანაცვლა.
ქუვეითის სახელმწიფოში კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ნოშრევან ლომთათიძე იქნება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, იგი 2021 წლის ივნისიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე. ის აღნიშნულ პოსტზე კონსტანტინე ჟღენტს შეცვლის.
რაც შეეხება ჩინეთში ახლადდანიშნულ ელჩს, ის პაატა კალანდაძეა. კალანდაძე ამ პოზიციაზე არჩილ კალანდიას ჩაანაცვლებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ელჩად დანიშვნამდე, პაატა კალანდაძე იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი იქნება. მან ამ პოსტზე ზაზა კანდელაკი შეცვალა. არჩილ ძულიაშვილი იკავებდა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას.