https://sputnik-georgia.com/20240121/saqartvelos-moqalaqeebis-deportacia-evrokavsiridan-2023-wlis-monacemebi-285791829.html
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან - 2023 წლის მონაცემები
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან - 2023 წლის მონაცემები
Sputnik საქართველო
სამშობლოში ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქის დაბრუნება გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა 21.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-21T09:41+0400
2024-01-21T09:41+0400
2024-01-21T09:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24609/69/246096998_0:147:3116:1900_1920x0_80_0_0_175dec5c440f868fa9fa99a25dd20623.jpg
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. 2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს 4.365 მოქალაქის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს, აქედან 21 პირის მიღებაზე საქართველომ რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში უარი განაცხადა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.სამშობლოში ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქის დაბრუნება გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა (2771 ადამიანი), შემდეგ მოდიან საფრანგეთი (635), საბერძნეთი (175), შვეიცარია (157), პოლონეთი (107), იტალია (97) და ნიდერლანდი (74).შსს-ს ცნობით, იმ 12 პირიდან, რომელთა მიღებაზე საქართველოს ხელისუფლებამ რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში უარი თქვა, რვის დეპორტაცია იგეგმებოდა გერმანიიდან, დანარჩენების – ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, პოლონეთიდან, ნიდერლანდიდან, მონტენეგროდან, ჩეხეთიდან და ავსტრიიდან.ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.გერმანიამ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ზომები გაამკაცრა >>საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან მათი დარღვევა უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის.ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია. კერძოდ, გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ, მაგალითად, რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება.ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.სიახლე ევროკავშირის მხრიდანთავის მხრივ, ევროკომისიამ უკვე დაიწყო მუშაობა უვიზო მიმოსვლის მექანიზმის გამკაცრებაზე.როგორც ბრიუსელში განაცხადეს, ახალი წესების მიღება აუცილებელია უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად.ახალი წესების მიხედვით, ევროკავშირს ექნება მეტი თავისუფლება, რათა საჭიროების შემთხვევაში დროებით შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა.ევროკომისიის წინადადებით, უვიზო რეჟიმი შეიძლება შეჩერდეს, თუ ბრიუსელი ჩათვლის, რომ მესამე ქვეყნების პოლიტიკამ შესაძლოა ევროკავშირში მიგრანტების რაოდენობის ზრდა გამოიწვიოს.ყველას იქ დავაბრუნებთ, საიდანაც მოვიდნენ: ტრამპი მასიურ დეპორტაციას გეგმავს >>როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის სხინასმა განაცხადა, უვიზო რეჟიმს დიდი უპირატესობები აქვს, მაგრამ ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს, რომ ეს პოლიტიკა არ იყოს ბოროტად გამოყენებული, ხოლო თუ ეს მოხდება, ბრიუსელს ექნება საშუალება იმოქმედოს.„გასულ წელს ჩვენ მივიღეთ 150 ათასი განცხადება თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნებიდან. ცხადია, ეს დიდი რიცხვია. უვიზო რეჟიმი არ უნდა იქნას გამოყენებული ამ გზით", – აცხადებენ ევროკომისიაში.ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ უვიზო რეჟიმის მქონე 60 ქვეყნიდან ზოგიერთი შეიძლება გამოიყენებოდეს ევროკავშირში არალეგალური მიგრანტების სატრანზიტო ცენტრად.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24609/69/246096998_193:0:2924:2048_1920x0_80_0_0_0637ec2c2fea78261f75a5a00e407946.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან - 2023 წლის მონაცემები
სამშობლოში ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქის დაბრუნება გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. 2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს 4.365 მოქალაქის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს, აქედან 21 პირის მიღებაზე საქართველომ რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში უარი განაცხადა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
სამშობლოში ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქის დაბრუნება გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა (2771 ადამიანი), შემდეგ მოდიან საფრანგეთი (635), საბერძნეთი (175), შვეიცარია (157), პოლონეთი (107), იტალია (97) და ნიდერლანდი (74).
შსს-ს ცნობით, იმ 12 პირიდან, რომელთა მიღებაზე საქართველოს ხელისუფლებამ რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში უარი თქვა, რვის დეპორტაცია იგეგმებოდა გერმანიიდან, დანარჩენების – ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, პოლონეთიდან, ნიდერლანდიდან, მონტენეგროდან, ჩეხეთიდან და ავსტრიიდან.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან მათი დარღვევა უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის.
ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია. კერძოდ, გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ, მაგალითად, რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება.
ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.
სიახლე ევროკავშირის მხრიდან
თავის მხრივ, ევროკომისიამ უკვე დაიწყო მუშაობა უვიზო მიმოსვლის მექანიზმის გამკაცრებაზე.
როგორც ბრიუსელში განაცხადეს, ახალი წესების მიღება აუცილებელია უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად.
ახალი წესების მიხედვით, ევროკავშირს ექნება მეტი თავისუფლება, რათა საჭიროების შემთხვევაში დროებით შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა.
ევროკომისიის წინადადებით, უვიზო რეჟიმი შეიძლება შეჩერდეს, თუ ბრიუსელი ჩათვლის, რომ მესამე ქვეყნების პოლიტიკამ შესაძლოა ევროკავშირში მიგრანტების რაოდენობის ზრდა გამოიწვიოს.
როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის სხინასმა განაცხადა, უვიზო რეჟიმს დიდი უპირატესობები აქვს, მაგრამ ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს, რომ ეს პოლიტიკა არ იყოს ბოროტად გამოყენებული, ხოლო თუ ეს მოხდება, ბრიუსელს ექნება საშუალება იმოქმედოს.
„გასულ წელს ჩვენ მივიღეთ 150 ათასი განცხადება თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნებიდან. ცხადია, ეს დიდი რიცხვია. უვიზო რეჟიმი არ უნდა იქნას გამოყენებული ამ გზით", – აცხადებენ ევროკომისიაში.
ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ უვიზო რეჟიმის მქონე 60 ქვეყნიდან ზოგიერთი შეიძლება გამოიყენებოდეს ევროკავშირში არალეგალური მიგრანტების სატრანზიტო ცენტრად.