https://sputnik-georgia.com/20240119/germaniam-mograntebis-deportaciis-zomebi-gaamkacra-285746123.html
გერმანიამ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ზომები გაამკაცრა
გერმანიამ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ზომები გაამკაცრა
Sputnik საქართველო
გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონით, გამონაკლისი მხოლოდ იმ ოჯახებისთვის დაიშვება, რომლებშიც 12 წლამდე ბავშვები არიან. 19.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-19T14:58+0400
2024-01-19T14:58+0400
2024-01-19T14:58+0400
საქართველო
გერმანია
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274776520_0:0:3035:1708_1920x0_80_0_0_c4bfa7bdbaf3dcc6b8dc7600bb71613e.jpg
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. გერმანია იმ უცხოელების დეპორტაციისთვის, რომლებსაც ქვეყანაში დარჩენის სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, ზომებს ამკაცრებს, იუწყება „პირველი არხი" გამოცემა „დოიჩე ველე"-ზე დაყრდნობით.გამოცემის ცნობით, ახალი კანონის მიზანია, რომ მიგრანტებმა, რომლებსაც უარი ეთქვათ ლტოლვილის სტატუსზე, დატოვონ გერმანია და დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში. ის ასევე ითვალისწინებს უფრო მკაცრ ჯარიმებს ადამიანების კონტრაბანდაში მონაწილე პირებისთვის.გერმანიაში არალეგალურად მყოფი პირებისთვის, რომლებიც დეპორტაციას ელოდებიან, პატიმრობის მაქსიმალური ვადა 10-დან 28 დღემდე გაიზარდა. ასევე, ქვეყნიდან გასაძევებელი უცხოელების გამოსავლენად, პოლიციას მიეცა უფლება, ჩხრეკა არა მხოლოდ ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლებში, არამედ სხვა შენობებშიც ჩაატარონ, მათ შორის ღამით. ასევე, არალეგალურად მყოფ უცხოელებს დეპორტაციის შესახებ წინასწარ აღარ გააფრთხილებენ - გამონაკლისი გათვალისწინებულია მხოლოდ 12-წლამდე ბავშვების მქონე ოჯახებისთვის.„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ დარჩენის უფლების არმქონე ადამიანებს უფრო სწრაფად მოუხდეთ ჩვენი ქვეყნის დატოვება“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.მისი თქმით, კანონი ასევე დაეხმარება ხელისუფლებას ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში.საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან - 9 თვის მონაცემები>>>დღეისათვის საქართველოსა და გერმანიას შორის მოქმედებს შეთანხმება არალეგალი მოქალაქეების რეადმისიის შესახებ. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს, ქვეყნიდან არალეგალური იმიგრანტების დეპორტაციის 16.430 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 27%-ით მეტია.2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოკლევადიანი მოგზაურობის უფლება (ჯამში 90 დღე 180 დღის განმავლობაში) ტურისტული, საქმიანი და ახლობლების მონახულების მიზნით.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან მათი დარღვევა უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის.ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია. კერძოდ, გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ, მაგალითად, რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება.გარდა ამისა, გამკაცრდა გვარის შეცვლის პროცედურა, დაწესდა სისხლის სამართლის სასჯელი არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობისთვის.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274776520_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_569545157cd193bac4ee45ecf1eb120c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საზოგადოება, ახალი ამბები
გერმანიამ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ზომები გაამკაცრა
გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონით, გამონაკლისი მხოლოდ იმ ოჯახებისთვის დაიშვება, რომლებშიც 12 წლამდე ბავშვები არიან.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. გერმანია იმ უცხოელების დეპორტაციისთვის, რომლებსაც ქვეყანაში დარჩენის სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, ზომებს ამკაცრებს, იუწყება „პირველი არხი" გამოცემა „დოიჩე ველე"-ზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ახალი კანონის მიზანია, რომ მიგრანტებმა, რომლებსაც უარი ეთქვათ ლტოლვილის სტატუსზე, დატოვონ გერმანია და დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში. ის ასევე ითვალისწინებს უფრო მკაცრ ჯარიმებს ადამიანების კონტრაბანდაში მონაწილე პირებისთვის.
გერმანიაში არალეგალურად მყოფი პირებისთვის, რომლებიც დეპორტაციას ელოდებიან, პატიმრობის მაქსიმალური ვადა 10-დან 28 დღემდე გაიზარდა. ასევე, ქვეყნიდან გასაძევებელი უცხოელების გამოსავლენად, პოლიციას მიეცა უფლება, ჩხრეკა არა მხოლოდ ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლებში, არამედ სხვა შენობებშიც ჩაატარონ, მათ შორის ღამით. ასევე, არალეგალურად მყოფ უცხოელებს დეპორტაციის შესახებ წინასწარ აღარ გააფრთხილებენ - გამონაკლისი გათვალისწინებულია მხოლოდ 12-წლამდე ბავშვების მქონე ოჯახებისთვის.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ დარჩენის უფლების არმქონე ადამიანებს უფრო სწრაფად მოუხდეთ ჩვენი ქვეყნის დატოვება“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.
მისი თქმით, კანონი ასევე დაეხმარება ხელისუფლებას ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დღეისათვის საქართველოსა და გერმანიას შორის მოქმედებს შეთანხმება არალეგალი მოქალაქეების რეადმისიის შესახებ. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს, ქვეყნიდან არალეგალური იმიგრანტების დეპორტაციის 16.430 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 27%-ით მეტია.
2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოკლევადიანი მოგზაურობის უფლება (ჯამში 90 დღე 180 დღის განმავლობაში) ტურისტული, საქმიანი და ახლობლების მონახულების მიზნით.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან მათი დარღვევა უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის.
ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია. კერძოდ, გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ, მაგალითად, რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება.
გარდა ამისა, გამკაცრდა გვარის შეცვლის პროცედურა, დაწესდა სისხლის სამართლის სასჯელი არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობისთვის.