https://sputnik-georgia.com/20240120/xattan-dakavsirebuli-skandali-ombudsmenma-pirveli-gancxadeba-gaaketa-285762889.html
ხატთან დაკავშირებული სკანდალი - ომბუდსმენმა პირველი განცხადება გააკეთა
ხატთან დაკავშირებული სკანდალი - ომბუდსმენმა პირველი განცხადება გააკეთა
Sputnik საქართველო
როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ფორმები, გამოხატვის თავისუფლებას არ შეიძლება უპასუხო ანგარიშსწორებით, განაცხადა ომბუდსმენმა 20.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-20T10:30+0400
2024-01-20T10:30+0400
2024-01-20T10:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი
საზოგადოება
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_0:8:1750:992_1920x0_80_0_0_89932c9765fabbffe4a4e8bc28d93079.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ფორმები, გამოხატვის თავისუფლებას არ შეიძლება უპასუხო ანგარიშსწორებით, თუმცა ის რაც მოხდა სამებაში მისთვის როგორც ადამიანისთვის და როგორც სახალხო დამცველისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია.ხატის შეურაცხყოფა აბსოლუტურად მიუღებელია, ისევე როგორც ლინჩის წესით ადამიანის გასამართლება, განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.სამების საკათედრო ტაძარში არსებული წმინდა მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებული სკანდალი 6 იანვრიდან არ ცხრება.მისი თქმით, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ფორმები, გამოხატვის თავისუფლებას არ შეიძლება უპასუხო ანგარიშსწორებით, თუმცა ის რაც მოხდა სამებაში მისთვის როგორც ადამიანისთვის და როგორც სახალხო დამცველისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია.ხატთან დაკავშირებული სკანდალისაქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მიერ 6 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო და პოსტი იმის შესახებ, რომ სტალინი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ნგრევის ინიციატორი და ათასობით სასულიერო პირის მკვლელი, ასობით ადამიანმა გაავრცელა. სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი აივსო ამ საკითხთან დაკავშირებული კომენტარებით.შეიძლებოდა თუ არა ხატზე სტალინის გამოსახვა და მით უმეტეს, ასეთი ხატის ქართულ ეკლესიაში გამოფენა - 6 იანვრის შემდეგ საქართველოში ეს თემა ყველაზე მეტად განიხილება. ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსებმა ერთხმად დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს ადასტურებს ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს პრორუსულ განწყობებს, მორწმუნეებმა კი კრიტიკოსები ეკლესიაზე მორიგ თავდასხმაში დაადანაშაულეს.საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს საკითხი საშობაოდ წამოიჭრა და პირველად არ ხდება, როდესაც დღესასწაულის სკანდალით გადაფარვა სურთ.ხატთან დაკავშირებული სკანდალი - სტალინის გამოსახულება შეიცვლება >>წმინდა მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ნაწილში სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც წმინდა მატრონას ხატს ლურჯი საღებავები აქვს მისხმული. ზოგმა მადლობა გადაუხადა მას გაბედული საქციელისთვის, ზოგმა კი დაგმო და დაემუქრა კიდეც. ფერაძემ ვანდალიზმის ფაქტი პირდაპირ არ დაადასტურა, მხოლოდ სოციალურ ქსელში უკმაყოფილო ხალხს მიმართა, რომ შემდეგ ჯერზე საღებავების ფერთა პალიტრას მათთან შეათანხმებდა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში ხატის შეურაცხყოფის ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციამ ფერაძე საკუთარ სახლში გამოკითხა. დეტალები არ გავრცელებულა.პაპუაშვილი: „რადიკალების" ეკლესიაზე თავდასხმები ლიბერალიზმის იდეას აზიანებს >>ამასთან, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხშაბათს და ხუთშაბათს შეეზღუდა მედიის წარმომადგენლების შესვლა სამებაში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე. გადაწყვეტილება ტაძარში შემდგომი გაუგებრობისა და დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს, განმარტეს საპატრიარქოში.ამასობაში ხატის ირგვლივ ატეხილი სკანდალი სულ უფრო მძაფრდებოდა. ოთხშაბათს, 10 იანვარს, ულტრამემარჯვენე, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ფერაძის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან ყველა იმ პირის მკაცრ დასჯას ითხოვდნენ, ვინც ხატების შეურაცხყოფას გაბედავდა. უფრო მეტიც, მათ შემდეგი აქცია შაბათს დააანონსეს.პირველი განცხადება 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა. საპატრიარქოს განმარტებით, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწალებელნიც კი. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს.პროტესტის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა დაუშვებელია: საპატრიარქო აქციაზე შეკრებილებს მიმართავს >>თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრის შესახებ, აუცილებელია ზემოაღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონებთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება. საპატრიარქომ მოუწოდა მათ, ვინც ხატი აჩუქა, ცვლილებები თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.ამის საპასუხოდ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატს სწორედ საკათედრო ტაძარში გადაწერენ. ამავდროულად, მას გაუჭირდა იმის დასახელება, თუ როდის იქნება ხატი ხატწერის კანონების შესაბამისი. დავით თარხან-მოურავის თქმით, წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე საბჭოთა ლიდერის იოსებ სტალინის გამოსახულებას, სავარაუდოდ, ნეტარ მატრონას წყალობით სიმსივნისგან განკურნებული ქალის გამოსახულება ჩაანაცვლებს.შაბათს, 13 იანვარს, ათიათასობით ქართველი შეიკრიბა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მოსკოვის წმინდა მატრონას ხატის შეურაცხყოფის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. აქცია ულტრამემარჯვენე პარტია „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ მოაწყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_59:0:1616:1168_1920x0_80_0_0_f8d03a1b2468e9dcc2507362eeffc566.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, საზოგადოება, რელიგია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, საზოგადოება, რელიგია
ხატთან დაკავშირებული სკანდალი - ომბუდსმენმა პირველი განცხადება გააკეთა
როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ფორმები, გამოხატვის თავისუფლებას არ შეიძლება უპასუხო ანგარიშსწორებით, განაცხადა ომბუდსმენმა
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ფორმები, გამოხატვის თავისუფლებას არ შეიძლება უპასუხო ანგარიშსწორებით, თუმცა ის რაც მოხდა სამებაში მისთვის როგორც ადამიანისთვის და როგორც სახალხო დამცველისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია.
ხატის შეურაცხყოფა აბსოლუტურად მიუღებელია, ისევე როგორც ლინჩის წესით ადამიანის გასამართლება, განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.
სამების საკათედრო ტაძარში არსებული წმინდა მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებული სკანდალი 6 იანვრიდან არ ცხრება.
„უნდა გვესმოდეს, როდესაც რელიგიას, სარწმუნოებას ეხება საკითხი, ბევრ ადამიანს ეხება ჩვენისთანა ქვეყანაში, რომელიც რელიგიური ქვეყანაა, განსაკუთრებული სიფრთხილე არის გამოსაჩენი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს არ მოჰყვეს შურისძიება, ლინჩის წესით ვიღაცების გასამართლება, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია“, – განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ფორმები, გამოხატვის თავისუფლებას არ შეიძლება უპასუხო ანგარიშსწორებით, თუმცა ის რაც მოხდა სამებაში მისთვის როგორც ადამიანისთვის და როგორც სახალხო დამცველისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია.
ხატთან დაკავშირებული სკანდალი
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მიერ 6 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო და პოსტი იმის შესახებ, რომ სტალინი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ნგრევის ინიციატორი და ათასობით სასულიერო პირის მკვლელი, ასობით ადამიანმა გაავრცელა. სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი აივსო ამ საკითხთან დაკავშირებული კომენტარებით.
შეიძლებოდა თუ არა ხატზე სტალინის გამოსახვა და მით უმეტეს, ასეთი ხატის ქართულ ეკლესიაში გამოფენა - 6 იანვრის შემდეგ საქართველოში ეს თემა ყველაზე მეტად განიხილება. ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსებმა ერთხმად დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს ადასტურებს ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს პრორუსულ განწყობებს, მორწმუნეებმა კი კრიტიკოსები ეკლესიაზე მორიგ თავდასხმაში დაადანაშაულეს.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს საკითხი საშობაოდ წამოიჭრა და პირველად არ ხდება, როდესაც დღესასწაულის სკანდალით გადაფარვა სურთ.
წმინდა მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ნაწილში სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.
9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც წმინდა მატრონას ხატს ლურჯი საღებავები აქვს მისხმული. ზოგმა მადლობა გადაუხადა მას გაბედული საქციელისთვის, ზოგმა კი დაგმო და დაემუქრა კიდეც. ფერაძემ ვანდალიზმის ფაქტი პირდაპირ არ დაადასტურა, მხოლოდ სოციალურ ქსელში უკმაყოფილო ხალხს მიმართა, რომ შემდეგ ჯერზე საღებავების ფერთა პალიტრას მათთან შეათანხმებდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში ხატის შეურაცხყოფის ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციამ ფერაძე საკუთარ სახლში გამოკითხა. დეტალები არ გავრცელებულა.
ამასთან, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხშაბათს და ხუთშაბათს შეეზღუდა მედიის წარმომადგენლების შესვლა სამებაში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე. გადაწყვეტილება ტაძარში შემდგომი გაუგებრობისა და დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს, განმარტეს საპატრიარქოში.
ამასობაში ხატის ირგვლივ ატეხილი სკანდალი სულ უფრო მძაფრდებოდა. ოთხშაბათს, 10 იანვარს, ულტრამემარჯვენე, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ფერაძის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან ყველა იმ პირის მკაცრ დასჯას ითხოვდნენ, ვინც ხატების შეურაცხყოფას გაბედავდა. უფრო მეტიც, მათ შემდეგი აქცია შაბათს დააანონსეს.
პირველი განცხადება 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა. საპატრიარქოს განმარტებით, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწალებელნიც კი. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრის შესახებ, აუცილებელია ზემოაღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონებთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება. საპატრიარქომ მოუწოდა მათ, ვინც ხატი აჩუქა, ცვლილებები თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
ამის საპასუხოდ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატს სწორედ საკათედრო ტაძარში გადაწერენ. ამავდროულად, მას გაუჭირდა იმის დასახელება, თუ როდის იქნება ხატი ხატწერის კანონების შესაბამისი. დავით თარხან-მოურავის თქმით, წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე საბჭოთა ლიდერის იოსებ სტალინის გამოსახულებას, სავარაუდოდ, ნეტარ მატრონას წყალობით სიმსივნისგან განკურნებული ქალის გამოსახულება ჩაანაცვლებს.
შაბათს, 13 იანვარს, ათიათასობით ქართველი შეიკრიბა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მოსკოვის წმინდა მატრონას ხატის შეურაცხყოფის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. აქცია ულტრამემარჯვენე პარტია „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ მოაწყო.