https://sputnik-georgia.com/20240117/xattan-dakavshirebuli-skalndali-stalinis-gamosaxuleba-sheicvleba-285705928.html
ხატთან დაკავშირებული სკანდალი - სტალინის გამოსახულება შეიცვლება
ხატთან დაკავშირებული სკანდალი - სტალინის გამოსახულება შეიცვლება
Sputnik საქართველო
წმინდა მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ნაწილში სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით... 17.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-17T16:02+0400
2024-01-17T16:02+0400
2024-01-17T16:02+0400
საქართველო
საზოგადოება
რელიგია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/17/280158909_0:195:3099:1938_1920x0_80_0_0_ee8612127045290c15484e50cb3eeb8a.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. თბილისის სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე საბჭოთა ლიდერის იოსებ სტალინის გამოსახულებას, სავარაუდოდ, ნეტარ მატრონას წყალობით სიმსივნისგან განკურნებული ქალის გამოსახულება ჩაანაცვლებს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა.13 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ ხატის გადაწერის რეკომენდაცია გასცა, რადგანაც წმინდა მატრონას ცხოვრებაში სტალინთან შეხვედრის ეპიზოდი არ ყოფილა და ხატი არ შეესაბამება კანონებს. ეს გადაწყვეტილება საზოგადოების ულტრამემარჯვენე ნაწილმა გააკრიტიკა. საპატრიარქომ მოუწოდა ხატის შემწირველებს - „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებს ირმა ინაშვილს და დავით თარხან-მოურავს, თავად განახორციელონ ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს..თარხან-მოურავის თქმით, მის გადასაწყვეტილ რომ ყოფილიყო, ხატში არაფერს შეცვლიდა.„ეს ფრაგმენტი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთი უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი უღმერთო რეჟიმი ან მისი ლიდერი. ჩემი აზრით, აქ არაფერია წასაშლელი“, - განაცხადა თარხან-მოურავმა.ამასთან, როგორც მან აღნიშნა, იგი ეთანხმება საპატრიარქოს გადაწყვეტილებას და გამოსახულება შეიცვლება.როგორც პოლიტიკოსმა განმარტა, ხატი ქართველმა ხატმწერმა თავის აღმსარებელთან ერთად დაწერა.. ესკიზები ჯერ კიდევ 2018 წელს შეიქმნა და მათი ნახვა ინტერნეტში იყო შესაძლებელი.პაპუაშვილი: „რადიკალების" ეკლესიაზე თავდასხმები ლიბერალიზმის იდეას აზიანებს>>>პოლიტიკოსმა სტალინის გამოსახულებაზე საზოგადოების ნაწილის რეაქცია განათლების დონის დაცემით და იმით ახსნა, რომ ხალხი ვერ აცნობიერებს, რომ ხატებზე მხოლოდ წმინდანები არ არის გამოსახული.„პილატემ ჯვარს აცვა ქრისტე - პილატე სკამზე ზის, ქრისტე კი დგას, როგორც ტყვე. და რა ვქნათ, ეს ხატები წავშალოთ?“ - აღშფოთდა თარხან-მოურავი.ხატთან დაკავშირებული სკანდალიშეიძლებოდა თუ არა ხატზე სტალინის გამოსახვა და მით უმეტეს, ასეთი ხატის ქართულ ეკლესიაში გამოფენა - 6 იანვრის შემდეგ საქართველოში ეს თემა ყველაზე მეტად განიხილება. ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსებმა ერთხმად დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს ადასტურებს ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს პრორუსულ განწყობებს, მორწმუნეებმა კი კრიტიკოსები ეკლესიაზე მორიგ თავდასხმაში დაადანაშაულეს.საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მიერ 6 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო და პოსტი იმის შესახებ, რომ სტალინი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ნგრევის ინიციატორი და ათასობით სასულიერო პირის მკვლელი, ასობით ადამიანმა გაავრცელა. სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი აივსო ამ საკითხთან დაკავშირებული კომენტარებით.საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს საკითხი საშობაოდ წამოიჭრა და პირველად არ ხდება, როდესაც დღესასწაულის სკანდალით გადაფარვა სურთ.წმინდა მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ნაწილში სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა სურთ – ვოლსკი შობის თარიღის ირგვლივ კამათზე>>>სამშაბათს, 9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც წმინდა მატრონას ხატს ლურჯი საღებავები აქვს მისხმული. ზოგმა მადლობა გადაუხადა მას გაბედული საქციელისთვის, ზოგმა კი დაგმო და დაემუქრა კიდეც. ფერაძემ ვანდალიზმის ფაქტი პირდაპირ არ დაადასტურა, მხოლოდ სოციალურ ქსელში უკმაყოფილო ხალხს მიმართა, რომ შემდეგ ჯერზე საღებავების ფერთა პალიტრას მათთან შეათანხმებდა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში ხატის შეურაცხყოფის ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციამ ფერაძე საკუთარ სახლში გამოკითხა. დეტალები არ გავრცელებულა.ამასთან, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხშაბათს და ხუთშაბათს შეეზღუდა მედიის წარმომადგენლების შესვლა სამებაში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე. გადაწყვეტილება ტაძარში შემდგომი გაუგებრობისა და დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს, განმარტეს საპატრიარქოში.ამასობაში ხატის ირგვლივ ატეხილი სკანდალი სულ უფრო მძაფრდებოდა. ოთხშაბათს, 10 იანვარს, ულტრამემარჯვენე, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ფერაძის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან ყველა იმ პირის მკაცრ დასჯას ითხოვდნენ, ვინც ხატების შეურაცხყოფას გაბედავდა. უფრო მეტიც, მათ შემდეგი აქცია შაბათს დააანონსეს.პირველი განცხადება 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა. საპატრიარქოს განმარტებით, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწალებელნიც კი. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს.თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრის შესახებ, აუცილებელია ზემოაღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონებთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება. საპატრიარქომ მოუწოდა მათ, ვინც ხატი აჩუქა, ცვლილებები თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.ამის საპასუხოდ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატს სწორედ საკათედრო ტაძარში გადაწერენ. ამავდროულად, მას გაუჭირდა იმის დასახელება, თუ როდის იქნება ხატი ხატწერის კანონების შესაბამისი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/17/280158909_368:0:3099:2048_1920x0_80_0_0_045bf1a591f153a26786a000b7d71f06.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, რელიგია, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, რელიგია, ახალი ამბები
ხატთან დაკავშირებული სკანდალი - სტალინის გამოსახულება შეიცვლება
წმინდა მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ნაწილში სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. თბილისის სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე საბჭოთა ლიდერის იოსებ სტალინის გამოსახულებას, სავარაუდოდ, ნეტარ მატრონას წყალობით სიმსივნისგან განკურნებული ქალის გამოსახულება ჩაანაცვლებს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა.
13 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ ხატის გადაწერის რეკომენდაცია გასცა, რადგანაც წმინდა მატრონას ცხოვრებაში სტალინთან შეხვედრის ეპიზოდი არ ყოფილა და ხატი არ შეესაბამება კანონებს. ეს გადაწყვეტილება საზოგადოების ულტრამემარჯვენე ნაწილმა გააკრიტიკა. საპატრიარქომ მოუწოდა ხატის შემწირველებს - „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებს ირმა ინაშვილს და დავით თარხან-მოურავს, თავად განახორციელონ ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
„ეს გამოსახულება შეიცვლება - მაგალითად, სიმსივნით დაავადებული ქალით, რომელიც მატრონამ განკურნა - ეს არის 10-სანტიმეტრიანი ფიგურა, მის ჩანაცვლებას დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდება“, - განაცხადა პოლიტიკოსმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
.თარხან-მოურავის თქმით, მის გადასაწყვეტილ რომ ყოფილიყო, ხატში არაფერს შეცვლიდა.
„ეს ფრაგმენტი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთი უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი უღმერთო რეჟიმი ან მისი ლიდერი. ჩემი აზრით, აქ არაფერია წასაშლელი“, - განაცხადა თარხან-მოურავმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, იგი ეთანხმება საპატრიარქოს გადაწყვეტილებას და გამოსახულება შეიცვლება.
როგორც პოლიტიკოსმა განმარტა, ხატი ქართველმა ხატმწერმა თავის აღმსარებელთან ერთად დაწერა.. ესკიზები ჯერ კიდევ 2018 წელს შეიქმნა და მათი ნახვა ინტერნეტში იყო შესაძლებელი.
პოლიტიკოსმა სტალინის გამოსახულებაზე საზოგადოების ნაწილის რეაქცია განათლების დონის დაცემით და იმით ახსნა, რომ ხალხი ვერ აცნობიერებს, რომ ხატებზე მხოლოდ წმინდანები არ არის გამოსახული.
„პილატემ ჯვარს აცვა ქრისტე - პილატე სკამზე ზის, ქრისტე კი დგას, როგორც ტყვე. და რა ვქნათ, ეს ხატები წავშალოთ?“ - აღშფოთდა თარხან-მოურავი.
ხატთან დაკავშირებული სკანდალი
შეიძლებოდა თუ არა ხატზე სტალინის გამოსახვა და მით უმეტეს, ასეთი ხატის ქართულ ეკლესიაში გამოფენა - 6 იანვრის შემდეგ საქართველოში ეს თემა ყველაზე მეტად განიხილება. ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსებმა ერთხმად დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს ადასტურებს ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს პრორუსულ განწყობებს, მორწმუნეებმა კი კრიტიკოსები ეკლესიაზე მორიგ თავდასხმაში დაადანაშაულეს.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მიერ 6 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო და პოსტი იმის შესახებ, რომ სტალინი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ნგრევის ინიციატორი და ათასობით სასულიერო პირის მკვლელი, ასობით ადამიანმა გაავრცელა. სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი აივსო ამ საკითხთან დაკავშირებული კომენტარებით.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს საკითხი საშობაოდ წამოიჭრა და პირველად არ ხდება, როდესაც დღესასწაულის სკანდალით გადაფარვა სურთ.
წმინდა მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ნაწილში სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.
სამშაბათს, 9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც წმინდა მატრონას ხატს ლურჯი საღებავები აქვს მისხმული. ზოგმა მადლობა გადაუხადა მას გაბედული საქციელისთვის, ზოგმა კი დაგმო და დაემუქრა კიდეც. ფერაძემ ვანდალიზმის ფაქტი პირდაპირ არ დაადასტურა, მხოლოდ სოციალურ ქსელში უკმაყოფილო ხალხს მიმართა, რომ შემდეგ ჯერზე საღებავების ფერთა პალიტრას მათთან შეათანხმებდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში ხატის შეურაცხყოფის ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციამ ფერაძე საკუთარ სახლში გამოკითხა. დეტალები არ გავრცელებულა.
ამასთან, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხშაბათს და ხუთშაბათს შეეზღუდა მედიის წარმომადგენლების შესვლა სამებაში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე. გადაწყვეტილება ტაძარში შემდგომი გაუგებრობისა და დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს, განმარტეს საპატრიარქოში.
ამასობაში ხატის ირგვლივ ატეხილი სკანდალი სულ უფრო მძაფრდებოდა. ოთხშაბათს, 10 იანვარს, ულტრამემარჯვენე, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ფერაძის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან ყველა იმ პირის მკაცრ დასჯას ითხოვდნენ, ვინც ხატების შეურაცხყოფას გაბედავდა. უფრო მეტიც, მათ შემდეგი აქცია შაბათს დააანონსეს.
პირველი განცხადება 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა. საპატრიარქოს განმარტებით, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწალებელნიც კი. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრის შესახებ, აუცილებელია ზემოაღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონებთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება. საპატრიარქომ მოუწოდა მათ, ვინც ხატი აჩუქა, ცვლილებები თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
ამის საპასუხოდ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატს სწორედ საკათედრო ტაძარში გადაწერენ. ამავდროულად, მას გაუჭირდა იმის დასახელება, თუ როდის იქნება ხატი ხატწერის კანონების შესაბამისი.