https://sputnik-georgia.com/20240116/papuashvili-radikalebis-eklesiaze-tavdasxma-liberalizmis-ideas-azianebs-285685378.html
პაპუაშვილი: „რადიკალების" ეკლესიაზე თავდასხმები ლიბერალიზმის იდეას აზიანებს
პაპუაშვილი: „რადიკალების" ეკლესიაზე თავდასხმები ლიბერალიზმის იდეას აზიანებს
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლო, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის საზიანოა. 16.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-16T16:52+0400
2024-01-16T16:52+0400
2024-01-16T16:52+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284693569_35:253:2014:1366_1920x0_80_0_0_542e6fdaa1da8440fda1416323a67954.jpg
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. „ევროპული“, „ლიბერალური“ და „დასავლური“ კვარცხლბეკიდან „რადიკალური ოპოზიციის“ თავდასხმები ეკლესიაზე აზიანებს არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც ლიბერალიზმის იდეას და თავად დასავლეთს, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის სპიკერის თქმით, „რადიკალური ოპოზიციის", პოლიტიკური მედიასაშუალებებისა და „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების" სატელიტების მხრიდან ეკლესიაზე ბოლო თავდასხმა განსაკუთრებით ცინიკური აღმოჩნდა. საუბარია შობის აღნიშნვის თარიღზე და აჟიოტაჟზე, რომელიც წარმოიშვა სამების ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული.გარდა ამისა, ქართველმა მწერალმა და დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ შობის 7 იანვარს აღნიშვნას „რუსული შობა" უწოდა და აღნიშნა, რომ ყველა ქრისტიანმა ეს დღე ორი კვირით ადრე - 25 დეკემბერს აღნიშნა. ამის შემდეგ მალევე ატყდა სკანდალი წმინდა მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით, რომელსაც სამების საკათედრო ტაძარში საღებავი შეასხეს. ხატის შეურაცხყოფას საპროტესტო აქციები მოჰყვა.ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა სურთ – ვოლსკი შობის თარიღის ირგვლივ კამათზე>>>ეს ორი საკითხი, პაპუაშვილის თქმით, „რადიკალებმა“ გამოიყენეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე თავდასხმისთვის.როგორც სპიკერმა აღნიშნა, ამ მტრული კამპანიით ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული ადამიანები ცდილობდნენ პატრიარქის, ეკლესიისა და ხელისუფლების რუსეთთან დაკავშირებას.პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, „რადიკალური ოპოზიციის" მცდელობები, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის გაგრძელებად წარმოაჩინონ, არა მარტო არასწორი, არამედ დასაგმობია, ვინაიდან ეს მცდელობები საზოგადოების გახლეჩას იწვევს, დასავლელ პარტნიორებში კი საეჭვო „აღქმებს“ წარმოშობს.მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" უწოდებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის თანამოაზრეებს, მათ შორის არიან პარტიები „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“.როგორც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ აღნიშნა, გასაკვირი არაა, რომ რადიკალებს ხალხში ნეობოლშევიკებს ეძახიან.„ამგვარ ანტისაეკლესიო რიტორიკას საზოგადოება სულაც არ აღიქვამს, როგორც დრომოჭმული ტრადიციების კრიტიკას პროგრესული ძალების მხრიდან. პირიქით, ქართველების უმრავლესობას ეს კამპანია ეკლესიაზე ბოლშევიკების თავდასხმას აგონებს, რომელმაც ქართული სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის დიდი ნაწილი გაანადგურა", - დაწერა პაპუაშვილმა.მისი თქმით, აუცილებელია, რომ საზოგადოებამ არ გააიგივოს ეს რადიკალები დასავლურ ლიბერალიზმთან, როგორც ისინი თავს წარმოაჩენენ. ამგვარი აღქმები პოტენციურად დამაზიანებელია ქართველების უდიდესი ნაწილის სურვილისათვის, მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაცია.თბილისში ხატის შეურაცხყოფის წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა>>>ამავდროულად, როგორც უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ იზიარებს ქართული ეკლესიის ღირებულებებს, თუმცა ხელისუფლება და ეკლესია გამიჯნულია.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლო, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის საზიანოა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ასეთი მტრული თავდასხმები არის შეთანხმებული, მავნე კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს იმ სიმბოლოებისა და ღირებულებების დაკნინებას, რომელთა გარშემოც ქართველები ისტორიულად გაერთიანდნენ.„ამ ხალხის მტრული რიტორიკა გულისხმობს, რომ ეროვნული და რელიგიური ღირებულებები შეუთავსებელია დასავლურ, ევროპულ ღირებულებებთან. სიმართლე ის არის, რომ ქართული და ევროპული ღირებულებები ერთმანეთს ავსებს და აძლიერებს“, - დაწერა პაპუაშვილმა.ხატთან დაკავშირებული სკანდალიშეიძლებოდა თუ არა ხატზე სტალინის გამოსახვა და მით უმეტეს, ასეთი ხატის ქართულ ეკლესიაში გამოფენა - 6 იანვრის შემდეგ საქართველოში ეს თემა ყველაზე მეტად განიხილება. ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსებმა ერთხმად დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს ადასტურებს ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს პრორუსულ განწყობებს, მორწმუნეებმა კი კრიტიკოსები ეკლესიაზე მორიგ თავდასხმაში დაადანაშაულეს.საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მიერ 6 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო და პოსტი იმის შესახებ, რომ სტალინი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ნგრევის ინიციატორი და ათასობით სასულიერო პირის მკვლელი, ასობით ადამიანმა გაავრცელა. სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი აივსო ამ საკითხთან დაკავშირებული კომენტარებით.საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს საკითხი საშობაოდ წამოიჭრა და პირველად არ ხდება, როდესაც დღესასწაულის სკანდალით გადაფარვა სურთ.პროტესტის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა დაუშვებელია: საპატრიარქო აქციაზე შეკრებილებს მიმართავს>>>წმინდა მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ნაწილში სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.სამშაბათს, 9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც წმინდა მატრონას ხატს ლურჯი საღებავები აქვს მისხმული. ზოგმა მადლობა გადაუხადა მას გაბედული საქციელისთვის, ზოგმა კი დაგმო და დაემუქრა კიდეც. ფერაძემ ვანდალიზმის ფაქტი პირდაპირ არ დაადასტურა, მხოლოდ სოციალურ ქსელში უკმაყოფილო ხალხს მიმართა, რომ შემდეგ ჯერზე საღებავების ფერთა პალიტრას მათთან შეათანხმებდა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში ხატის შეურაცხყოფის ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციამ ფერაძე საკუთარ სახლში გამოკითხა. დეტალები არ გავრცელებულა.ამასთან, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხშაბათს და ხუთშაბათს შეეზღუდა მედიის წარმომადგენლების შესვლა სამებაში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე. გადაწყვეტილება ტაძარში შემდგომი გაუგებრობისა და დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს, განმარტეს საპატრიარქოში.ამასობაში ხატის ირგვლივ ატეხილი სკანდალი სულ უფრო მძაფრდებოდა. ოთხშაბათს, 10 იანვარს, ულტრამემარჯვენე, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ფერაძის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან ყველა იმ პირის მკაცრ დასჯას ითხოვდნენ, ვინც ხატების შეურაცხყოფას გაბედავდა. უფრო მეტიც, მათ შემდეგი აქცია შაბათს დააანონსეს.პირველი განცხადება 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა. საპატრიარქოს განმარტებით, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწალებელნიც კი. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს.თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრის შესახებ, აუცილებელია ზემოაღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონებთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება. საპატრიარქომ მოუწოდა მათ, ვინც ხატი აჩუქა, ცვლილებები თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.ამის საპასუხოდ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატს სწორედ საკათედრო ტაძარში გადაწერენ. ამავდროულად, მას გაუჭირდა იმის დასახელება, თუ როდის იქნება ხატი ხატწერის კანონების შესაბამისი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284693569_279:260:1754:1366_1920x0_80_0_0_b89dfb6361209afdc7571caa5d2c946f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საზოგადოება, ახალი ამბები
პაპუაშვილი: „რადიკალების" ეკლესიაზე თავდასხმები ლიბერალიზმის იდეას აზიანებს
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლო, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის საზიანოა.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. „ევროპული“, „ლიბერალური“ და „დასავლური“ კვარცხლბეკიდან „რადიკალური ოპოზიციის“ თავდასხმები ეკლესიაზე აზიანებს არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც ლიბერალიზმის იდეას და თავად დასავლეთს, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, „რადიკალური ოპოზიციის", პოლიტიკური მედიასაშუალებებისა და „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების" სატელიტების მხრიდან ეკლესიაზე ბოლო თავდასხმა განსაკუთრებით ცინიკური აღმოჩნდა. საუბარია შობის აღნიშნვის თარიღზე და აჟიოტაჟზე, რომელიც წარმოიშვა სამების ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული.
გარდა ამისა, ქართველმა მწერალმა და დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ შობის 7 იანვარს აღნიშვნას „რუსული შობა" უწოდა და აღნიშნა, რომ ყველა ქრისტიანმა ეს დღე ორი კვირით ადრე - 25 დეკემბერს აღნიშნა. ამის შემდეგ მალევე ატყდა სკანდალი წმინდა მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით, რომელსაც სამების საკათედრო ტაძარში საღებავი შეასხეს. ხატის შეურაცხყოფას საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ეს ორი საკითხი, პაპუაშვილის თქმით, „რადიკალებმა“ გამოიყენეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე თავდასხმისთვის.როგორც სპიკერმა აღნიშნა, ამ მტრული კამპანიით ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული ადამიანები ცდილობდნენ პატრიარქის, ეკლესიისა და ხელისუფლების რუსეთთან დაკავშირებას.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, „რადიკალური ოპოზიციის" მცდელობები, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის გაგრძელებად წარმოაჩინონ, არა მარტო არასწორი, არამედ დასაგმობია, ვინაიდან ეს მცდელობები საზოგადოების გახლეჩას იწვევს, დასავლელ პარტნიორებში კი საეჭვო „აღქმებს“ წარმოშობს.
„ყველასათვის ცხადია, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და მისი წინამძღოლი ხალხის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ამიტომ, რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“ და „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს", - დაწერა პაპუაშვილმა.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" უწოდებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის თანამოაზრეებს, მათ შორის არიან პარტიები „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“.
როგორც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ აღნიშნა, გასაკვირი არაა, რომ რადიკალებს ხალხში ნეობოლშევიკებს ეძახიან.
„ამგვარ ანტისაეკლესიო რიტორიკას საზოგადოება სულაც არ აღიქვამს, როგორც დრომოჭმული ტრადიციების კრიტიკას პროგრესული ძალების მხრიდან. პირიქით, ქართველების უმრავლესობას ეს კამპანია ეკლესიაზე ბოლშევიკების თავდასხმას აგონებს, რომელმაც ქართული სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის დიდი ნაწილი გაანადგურა", - დაწერა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ საზოგადოებამ არ გააიგივოს ეს რადიკალები დასავლურ ლიბერალიზმთან, როგორც ისინი თავს წარმოაჩენენ. ამგვარი აღქმები პოტენციურად დამაზიანებელია ქართველების უდიდესი ნაწილის სურვილისათვის, მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაცია.
ამავდროულად, როგორც უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ იზიარებს ქართული ეკლესიის ღირებულებებს, თუმცა ხელისუფლება და ეკლესია გამიჯნულია.
„ქრისტიანულ ღირებულებებს, რომლებმაც სამ ათწლეულზე მეტი ხნის წინ საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა, ახლა ჩვენი ისტორიის ახალი დიდი ეტაპისკენ, ევროკავშირის წევრობისაკენ მივყავართ. რადიკალების ცილისმწამებლური კამპანიის ნამდვილი მიზანი არა ეკლესიაზე გულწრფელი ზრუნვა, არამედ ეკლესიისა და ხელისუფლების დაზიანება და ჩვენი საერთო ისტორიული ძალისხმევისთვის ხელის შეშლაა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლო, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის საზიანოა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ასეთი მტრული თავდასხმები არის შეთანხმებული, მავნე კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს იმ სიმბოლოებისა და ღირებულებების დაკნინებას, რომელთა გარშემოც ქართველები ისტორიულად გაერთიანდნენ.
„ამ ხალხის მტრული რიტორიკა გულისხმობს, რომ ეროვნული და რელიგიური ღირებულებები შეუთავსებელია დასავლურ, ევროპულ ღირებულებებთან. სიმართლე ის არის, რომ ქართული და ევროპული ღირებულებები ერთმანეთს ავსებს და აძლიერებს“, - დაწერა პაპუაშვილმა.
ხატთან დაკავშირებული სკანდალი
შეიძლებოდა თუ არა ხატზე სტალინის გამოსახვა და მით უმეტეს, ასეთი ხატის ქართულ ეკლესიაში გამოფენა - 6 იანვრის შემდეგ საქართველოში ეს თემა ყველაზე მეტად განიხილება. ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსებმა ერთხმად დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს ადასტურებს ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს პრორუსულ განწყობებს, მორწმუნეებმა კი კრიტიკოსები ეკლესიაზე მორიგ თავდასხმაში დაადანაშაულეს.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მიერ 6 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო და პოსტი იმის შესახებ, რომ სტალინი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ნგრევის ინიციატორი და ათასობით სასულიერო პირის მკვლელი, ასობით ადამიანმა გაავრცელა. სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი აივსო ამ საკითხთან დაკავშირებული კომენტარებით.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს საკითხი საშობაოდ წამოიჭრა და პირველად არ ხდება, როდესაც დღესასწაულის სკანდალით გადაფარვა სურთ.
წმინდა მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ნაწილში სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.
სამშაბათს, 9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც წმინდა მატრონას ხატს ლურჯი საღებავები აქვს მისხმული. ზოგმა მადლობა გადაუხადა მას გაბედული საქციელისთვის, ზოგმა კი დაგმო და დაემუქრა კიდეც. ფერაძემ ვანდალიზმის ფაქტი პირდაპირ არ დაადასტურა, მხოლოდ სოციალურ ქსელში უკმაყოფილო ხალხს მიმართა, რომ შემდეგ ჯერზე საღებავების ფერთა პალიტრას მათთან შეათანხმებდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში ხატის შეურაცხყოფის ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციამ ფერაძე საკუთარ სახლში გამოკითხა. დეტალები არ გავრცელებულა.
ამასთან, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხშაბათს და ხუთშაბათს შეეზღუდა მედიის წარმომადგენლების შესვლა სამებაში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე. გადაწყვეტილება ტაძარში შემდგომი გაუგებრობისა და დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს, განმარტეს საპატრიარქოში.
ამასობაში ხატის ირგვლივ ატეხილი სკანდალი სულ უფრო მძაფრდებოდა. ოთხშაბათს, 10 იანვარს, ულტრამემარჯვენე, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ფერაძის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან ყველა იმ პირის მკაცრ დასჯას ითხოვდნენ, ვინც ხატების შეურაცხყოფას გაბედავდა. უფრო მეტიც, მათ შემდეგი აქცია შაბათს დააანონსეს.
პირველი განცხადება 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა. საპატრიარქოს განმარტებით, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწალებელნიც კი. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრის შესახებ, აუცილებელია ზემოაღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონებთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება. საპატრიარქომ მოუწოდა მათ, ვინც ხატი აჩუქა, ცვლილებები თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
ამის საპასუხოდ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატს სწორედ საკათედრო ტაძარში გადაწერენ. ამავდროულად, მას გაუჭირდა იმის დასახელება, თუ როდის იქნება ხატი ხატწერის კანონების შესაბამისი.