https://sputnik-georgia.com/20240120/arc-tvali-ugavs-da-arc-cxviri-xattan-dakavsirebuli-skandalis-axali-detalebi-285767490.html
„არც თვალი უგავს და არც წარბი“ - ხატთან დაკავშირებული სკანდალის ახალი დეტალები
„არც თვალი უგავს და არც წარბი“ - ხატთან დაკავშირებული სკანდალის ახალი დეტალები
Sputnik საქართველო
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ხატზე დაინახეს სახეები, რომლებიც ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავს მიამსგავსეს 20.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-20T19:20+0400
2024-01-20T19:20+0400
2024-01-20T19:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/09/285521155_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_94c2671a81abbff7a3ffb9c3fc200cc9.jpg
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. წმინდა მატრონას ხატი კვლავ ყურადღების ცენტრშია - ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე ზოგიერთმა ადამიანმა დაინახა სახეები, რომლებიც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს მიამსგავსა.ხატი, რომელიც სამების ტაძარს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა შესწირეს, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ერთ-ერთი ფრაგმენტის გამო, სადაც ასახულია საბჭოთა ბელადის იოსებ სტალინის შეხვედრა წმინდა მატრონასთან. იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრის შესახებ, აუცილებელია ზემოაღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონებთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება, განაცხადეს საპატრიარქოში.მომხმარებლები სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ იმას, რომ ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე მომლოცველებს შორის არის სახეები, რომლებიც გვანან ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავს. თავად თარხან-მოურავმა მსგავსი რამ უარყო.მან ასევე აღნიშნა, რომ ქალს, რომელსაც ინაშვილს ამსგავსებენ, ქერა თმა აქვს, განსხვავებით თავად ინაშვილისგან, ხოლო მამაკაცს, რომელსაც ის შეადარეს, ჭაღარა თმა აქვს, მაშინ როდესაც თავად უკვე 10 წელია რაც მელოტია.ამასთან, ხატწერის კანონიკა კრძალავს გადახრას მხოლოდ წმინდანის ცხოვრებისგან, რაც არ ეხება მორწმუნეების ან სხვა პირების გამოსახულებებს. კანონიკის დაცვის მკაცრი მოთხოვნა უშუალოდ წმინდანებს ეხება.ხატთან დაკავშირებული სკანდალისაქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მიერ 6 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო და პოსტი იმის შესახებ, რომ სტალინი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ნგრევის ინიციატორი და ათასობით სასულიერო პირის მკვლელი, ასობით ადამიანმა გაავრცელა. სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი აივსო ამ საკითხთან დაკავშირებული კომენტარებით.შეიძლებოდა თუ არა ხატზე სტალინის გამოსახვა და მით უმეტეს, ასეთი ხატის ქართულ ეკლესიაში გამოფენა - 6 იანვრის შემდეგ საქართველოში ეს თემა ყველაზე მეტად განიხილება. ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსებმა ერთხმად დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს ადასტურებს ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს პრორუსულ განწყობებს, მორწმუნეებმა კი კრიტიკოსები ეკლესიაზე მორიგ თავდასხმაში დაადანაშაულეს.საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს საკითხი საშობაოდ წამოიჭრა და პირველად არ ხდება, როდესაც დღესასწაულის სკანდალით გადაფარვა სურთ.ხატთან დაკავშირებული სკანდალი - სტალინის გამოსახულება შეიცვლება >>წმინდა მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ნაწილში სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც წმინდა მატრონას ხატს ლურჯი საღებავები აქვს მისხმული. ზოგმა მადლობა გადაუხადა მას გაბედული საქციელისთვის, ზოგმა კი დაგმო და დაემუქრა კიდეც. ფერაძემ ვანდალიზმის ფაქტი პირდაპირ არ დაადასტურა, მხოლოდ სოციალურ ქსელში უკმაყოფილო ხალხს მიმართა, რომ შემდეგ ჯერზე საღებავების ფერთა პალიტრას მათთან შეათანხმებდა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში ხატის შეურაცხყოფის ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციამ ფერაძე საკუთარ სახლში გამოკითხა. დეტალები არ გავრცელებულა.პაპუაშვილი: „რადიკალების" ეკლესიაზე თავდასხმები ლიბერალიზმის იდეას აზიანებს >>ამასთან, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხშაბათს და ხუთშაბათს შეეზღუდა მედიის წარმომადგენლების შესვლა სამებაში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე. გადაწყვეტილება ტაძარში შემდგომი გაუგებრობისა და დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს, განმარტეს საპატრიარქოში.ამასობაში ხატის ირგვლივ ატეხილი სკანდალი სულ უფრო მძაფრდებოდა. ოთხშაბათს, 10 იანვარს, ულტრამემარჯვენე, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ფერაძის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან ყველა იმ პირის მკაცრ დასჯას ითხოვდნენ, ვინც ხატების შეურაცხყოფას გაბედავდა. უფრო მეტიც, მათ შემდეგი აქცია შაბათს დააანონსეს.პირველი განცხადება 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა. საპატრიარქოს განმარტებით, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწალებელნიც კი. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს.პროტესტის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა დაუშვებელია: საპატრიარქო აქციაზე შეკრებილებს მიმართავს >>თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრის შესახებ, აუცილებელია ზემოაღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონებთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება. საპატრიარქომ მოუწოდა მათ, ვინც ხატი აჩუქა, ცვლილებები თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.ამის საპასუხოდ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატს სწორედ საკათედრო ტაძარში გადაწერენ. ამავდროულად, მას გაუჭირდა იმის დასახელება, თუ როდის იქნება ხატი ხატწერის კანონების შესაბამისი. დავით თარხან-მოურავის თქმით, წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე საბჭოთა ლიდერის იოსებ სტალინის გამოსახულებას, სავარაუდოდ, ნეტარ მატრონას წყალობით სიმსივნისგან განკურნებული ქალის გამოსახულება ჩაანაცვლებს.შაბათს, 13 იანვარს, ათიათასობით ქართველი შეიკრიბა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მოსკოვის წმინდა მატრონას ხატის შეურაცხყოფის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. აქცია ულტრამემარჯვენე პარტია „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ მოაწყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/09/285521155_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_92bd5f05b09b199636ecfc6db8a1f819.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, რელიგია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, რელიგია
„არც თვალი უგავს და არც წარბი“ - ხატთან დაკავშირებული სკანდალის ახალი დეტალები
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ხატზე დაინახეს სახეები, რომლებიც ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავს მიამსგავსეს
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. წმინდა მატრონას ხატი კვლავ ყურადღების ცენტრშია - ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე ზოგიერთმა ადამიანმა დაინახა სახეები, რომლებიც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს მიამსგავსა.
ხატი, რომელიც სამების ტაძარს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა შესწირეს, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ერთ-ერთი ფრაგმენტის გამო, სადაც ასახულია საბჭოთა ბელადის იოსებ სტალინის შეხვედრა წმინდა მატრონასთან. იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრის შესახებ, აუცილებელია ზემოაღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონებთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება, განაცხადეს საპატრიარქოში.
მომხმარებლები სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ იმას, რომ ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე მომლოცველებს შორის არის სახეები, რომლებიც გვანან ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავს. თავად თარხან-მოურავმა მსგავსი რამ უარყო.
„მორიგი რაღაც ტყუილებია. გავაფრენ, ამდენი ტყუილის ატანა აღარ შემიძლია. ეს არ არის რომ ჩვენ ვართ, რატომაა ცუდი, თუ ვიღაც სადღაც მუხლებზე სადმე დგას, ამას ვერ ვიგებ“, - განაცხადა თარხან-მოურავმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქალს, რომელსაც ინაშვილს ამსგავსებენ, ქერა თმა აქვს, განსხვავებით თავად ინაშვილისგან, ხოლო მამაკაცს, რომელსაც ის შეადარეს, ჭაღარა თმა აქვს, მაშინ როდესაც თავად უკვე 10 წელია რაც მელოტია.
„არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი. თმაც შავი მაქვს და სახის ფერიც უფრო მუქი... დავით თარხან-მოურავი საერთოდ რვა წელია მელოტია და არც ცხვირი აქვს ჩაზნექილი, არც თვალი უგავს და არც წარბი,“ - განაცხადა ინაშვილმა.
ამასთან, ხატწერის კანონიკა კრძალავს გადახრას მხოლოდ წმინდანის ცხოვრებისგან, რაც არ ეხება მორწმუნეების ან სხვა პირების გამოსახულებებს. კანონიკის დაცვის მკაცრი მოთხოვნა უშუალოდ წმინდანებს ეხება.
ხატთან დაკავშირებული სკანდალი
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მიერ 6 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო და პოსტი იმის შესახებ, რომ სტალინი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ნგრევის ინიციატორი და ათასობით სასულიერო პირის მკვლელი, ასობით ადამიანმა გაავრცელა. სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი აივსო ამ საკითხთან დაკავშირებული კომენტარებით.
შეიძლებოდა თუ არა ხატზე სტალინის გამოსახვა და მით უმეტეს, ასეთი ხატის ქართულ ეკლესიაში გამოფენა - 6 იანვრის შემდეგ საქართველოში ეს თემა ყველაზე მეტად განიხილება. ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსებმა ერთხმად დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს ადასტურებს ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს პრორუსულ განწყობებს, მორწმუნეებმა კი კრიტიკოსები ეკლესიაზე მორიგ თავდასხმაში დაადანაშაულეს.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს საკითხი საშობაოდ წამოიჭრა და პირველად არ ხდება, როდესაც დღესასწაულის სკანდალით გადაფარვა სურთ.
წმინდა მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ნაწილში სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.
9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც წმინდა მატრონას ხატს ლურჯი საღებავები აქვს მისხმული. ზოგმა მადლობა გადაუხადა მას გაბედული საქციელისთვის, ზოგმა კი დაგმო და დაემუქრა კიდეც. ფერაძემ ვანდალიზმის ფაქტი პირდაპირ არ დაადასტურა, მხოლოდ სოციალურ ქსელში უკმაყოფილო ხალხს მიმართა, რომ შემდეგ ჯერზე საღებავების ფერთა პალიტრას მათთან შეათანხმებდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში ხატის შეურაცხყოფის ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციამ ფერაძე საკუთარ სახლში გამოკითხა. დეტალები არ გავრცელებულა.
ამასთან, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხშაბათს და ხუთშაბათს შეეზღუდა მედიის წარმომადგენლების შესვლა სამებაში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე. გადაწყვეტილება ტაძარში შემდგომი გაუგებრობისა და დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს, განმარტეს საპატრიარქოში.
ამასობაში ხატის ირგვლივ ატეხილი სკანდალი სულ უფრო მძაფრდებოდა. ოთხშაბათს, 10 იანვარს, ულტრამემარჯვენე, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ფერაძის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან ყველა იმ პირის მკაცრ დასჯას ითხოვდნენ, ვინც ხატების შეურაცხყოფას გაბედავდა. უფრო მეტიც, მათ შემდეგი აქცია შაბათს დააანონსეს.
პირველი განცხადება 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა. საპატრიარქოს განმარტებით, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწალებელნიც კი. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრის შესახებ, აუცილებელია ზემოაღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონებთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება. საპატრიარქომ მოუწოდა მათ, ვინც ხატი აჩუქა, ცვლილებები თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
ამის საპასუხოდ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატს სწორედ საკათედრო ტაძარში გადაწერენ. ამავდროულად, მას გაუჭირდა იმის დასახელება, თუ როდის იქნება ხატი ხატწერის კანონების შესაბამისი. დავით თარხან-მოურავის თქმით, წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე საბჭოთა ლიდერის იოსებ სტალინის გამოსახულებას, სავარაუდოდ, ნეტარ მატრონას წყალობით სიმსივნისგან განკურნებული ქალის გამოსახულება ჩაანაცვლებს.
შაბათს, 13 იანვარს, ათიათასობით ქართველი შეიკრიბა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მოსკოვის წმინდა მატრონას ხატის შეურაცხყოფის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. აქცია ულტრამემარჯვენე პარტია „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ მოაწყო.