https://sputnik-georgia.com/20240112/ratom-mkacrdeba-kanoni-wmindanebis-seuracxyofaze-papuasvili-285601608.html
რატომ მკაცრდება კანონი წმინდანების შეურაცხყოფაზე – პაპუაშვილის პასუხი
რატომ მკაცრდება კანონი წმინდანების შეურაცხყოფაზე – პაპუაშვილის პასუხი
Sputnik საქართველო
რელიგიური შენობების, ნივთების შეურაცხყოფის შედეგი სამოქალაქო მშვიდობის დარღვევაა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 12.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-12T16:13+0400
2024-01-12T16:13+0400
2024-01-12T16:13+0400
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
რელიგია
საზოგადოება
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284695721_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_22c0479d04f3f6a02afc71f74ae53abe.jpg
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. რელიგიური დანიშნულების შენობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრება მიმართულია სამოქალაქო დაპირისპირების პრევენციისკენ, რაც მსგავს ქმედებებს შეიძოლება მოჰყვეს, განაცხადა საქართველოს პრლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.ულტრამემარჯვენე პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ შეურაცხყოფილმა წევრებმა და მომხრეებმა 10 იანვარს სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძის სახლთან, რომელმაც, მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ფრაგმენტზეც იოსებ სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში საღებავი შეასხა, საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ამის შემდეგ მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ მუშაობა დაიწყეს ახალ ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას რელიგიური ნაგებობებისა და რელიგიური ატრიბუტიკის შეურაცხყოფისთვის.მისი თქმით, ამ ვითარებაში მთავარია, რომ ყველა თანხმდება იმაზე, რომ რელიგიური დანიშნულების შენობები და ნივთები არ უნდა იყოს შეურაცხყოფილი.მისი თქმით, სანქციები, რომლებიც ამგვარ ქმედებებს მოსდევს, არასაკმარისად მკაცრია, მათ შორის, იმისთვის, რომ პრევენციულ მიზანს ემსახურებოდეს.საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს>>„ამიტომ ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ მოხდეს ახლებური რეგულაცია იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი... ეს იქნება საჯარო დისკუსიის საკითხიც, მგონი საზოგადოება, მათ შორის ყველა ფლანგი თანხმდება იმაზე, რომ არ უნდა მოხდეს რელიგიური შენობების თუ ნივთების შეურაცხყოფა და მთავარია, ჩვენ შევთანხმდეთ, როგორ მოვახდინოთ ამის პრევენცია“, – აღნიშნა მან.ხატთან დაკავშირებული სკანდალიშეიძლებოდა თუ არა ხატზე სტალინის გამოსახვა და მით უმეტეს, ასეთი ხატის ქართულ ეკლესიაში გამოფენა - 6 იანვრის შემდეგ საქართველოში ეს თემა ყველაზე მეტად განიხილება. ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსებმა ერთხმად დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს ადასტურებს ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს პრორუსულ განწყობებს, მორწმუნეებმა კი კრიტიკოსები ეკლესიაზე მორიგ თავდასხმაში დაადანაშაულეს.ანდრია ჯაღმაიძე: ქართული ეკლესია დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია>>საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მიერ 6 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო და პოსტი იმის შესახებ, რომ სტალინი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ნგრევის ინიციატორი და ათასობით სასულიერო პირის მკვლელი, ასობით ადამიანმა გაავრცელა. სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი აივსო ამ საკითხთან დაკავშირებული კომენტარებით.დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს საკითხი საშობაოდ წამოიჭრა და პირველად არ ხდება, როდესაც დღესასწაულის სკანდალით გადაფარვა სურთ.წმინდა მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ნაწილში სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.კანონი რელიგიური გრძნობების შელახვის შესახებ მკაცრი უნდა იყოს – დეპუტატი>>სამშაბათს, 9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც წმინდა მატრონას ხატს ლურჯი საღებავები აქვს მისხმული. ზოგმა მადლობა გადაუხადა მას გაბედული საქციელისთვის, ზოგმა კი დაგმო და დაემუქრა კიდეც. ფერაძემ ვანდალიზმის ფაქტი პირდაპირ არ დაადასტურა, მხოლოდ სოციალურ ქსელში უკმაყოფილო ხალხს მიმართა, რომ შემდეგ ჯერზე საღებავების ფერთა პალიტრას მათთან შეათანხმებდა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში ხატის შეურაცხყოფის ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციამ ფერაძე საკუთარ სახლში გამოკითხა. დეტალები არ გავრცელებულა.ამასობაში, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხშაბათს და ხუთშაბათს შეეზღუდა მედიის წარმომადგენლების შესვლა სამებაში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე. გადაწყვეტილება ტაძარში შემდგომი გაუგებრობისა და დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს, განმარტეს საპატრიარქოში.აღუწერელი და აუხსნელია - ანრი ოხანაშვილი ხატთან დაკავშირებულ ინციდენტზე >>პირველი განცხადება 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა. საპატრიარქოს განმარტებით, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწალებელნიც კი. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს.თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრის შესახებ, აუცილებელია ზემოაღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონებთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება. საპატრიარქომ მოუწოდა მათ, ვინც ხატი აჩუქა, ცვლილებები თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284695721_0:0:1822:1366_1920x0_80_0_0_ce730aca1e269ca35ad2d71f6d199e39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , რელიგია, საზოგადოება, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , რელიგია, საზოგადოება, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
რატომ მკაცრდება კანონი წმინდანების შეურაცხყოფაზე – პაპუაშვილის პასუხი
რელიგიური შენობების, ნივთების შეურაცხყოფის შედეგი სამოქალაქო მშვიდობის დარღვევაა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. რელიგიური დანიშნულების შენობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრება მიმართულია სამოქალაქო დაპირისპირების პრევენციისკენ, რაც მსგავს ქმედებებს შეიძოლება მოჰყვეს, განაცხადა საქართველოს პრლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ულტრამემარჯვენე პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ შეურაცხყოფილმა წევრებმა და მომხრეებმა 10 იანვარს სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძის სახლთან, რომელმაც, მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ფრაგმენტზეც იოსებ სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში საღებავი შეასხა, საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ამის შემდეგ მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ მუშაობა დაიწყეს ახალ ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას რელიგიური ნაგებობებისა და რელიგიური ატრიბუტიკის შეურაცხყოფისთვის.
„როდესაც ხდება რელიგიური დანიშნულების შენობების, ნივთების შეურაცხყოფა, ამის შედეგი არის სამოქალაქო მშვიდობის დარღვევა და ეს არის გარკვეული ინსპირაცია სამოქალაქო დაპირისპირების. ამის აღსაკვეთად არის გამიზნული ასეთი რეგულაცია“, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ამ ვითარებაში მთავარია, რომ ყველა თანხმდება იმაზე, რომ რელიგიური დანიშნულების შენობები და ნივთები არ უნდა იყოს შეურაცხყოფილი.
„ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. თუ ამაზე ვთანხმდებით, რომ არ უნდა მოხდეს შეურაცხყოფა რელიგიური შენობების თუ ნივთების, შესაბამისად, ამაზე უნდა არსებობდეს სანქცია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სანქციები, რომლებიც ამგვარ ქმედებებს მოსდევს, არასაკმარისად მკაცრია, მათ შორის, იმისთვის, რომ პრევენციულ მიზანს ემსახურებოდეს.
„ამიტომ ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ მოხდეს ახლებური რეგულაცია იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი... ეს იქნება საჯარო დისკუსიის საკითხიც, მგონი საზოგადოება, მათ შორის ყველა ფლანგი თანხმდება იმაზე, რომ არ უნდა მოხდეს რელიგიური შენობების თუ ნივთების შეურაცხყოფა და მთავარია, ჩვენ შევთანხმდეთ, როგორ მოვახდინოთ ამის პრევენცია“, – აღნიშნა მან.
ხატთან დაკავშირებული სკანდალი
შეიძლებოდა თუ არა ხატზე სტალინის გამოსახვა და მით უმეტეს, ასეთი ხატის ქართულ ეკლესიაში გამოფენა - 6 იანვრის შემდეგ საქართველოში ეს თემა ყველაზე მეტად განიხილება. ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსებმა ერთხმად დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს ადასტურებს ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს პრორუსულ განწყობებს, მორწმუნეებმა კი კრიტიკოსები ეკლესიაზე მორიგ თავდასხმაში დაადანაშაულეს.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მიერ 6 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო და პოსტი იმის შესახებ, რომ სტალინი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ნგრევის ინიციატორი და ათასობით სასულიერო პირის მკვლელი, ასობით ადამიანმა გაავრცელა. სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი აივსო ამ საკითხთან დაკავშირებული კომენტარებით.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს საკითხი საშობაოდ წამოიჭრა და პირველად არ ხდება, როდესაც დღესასწაულის სკანდალით გადაფარვა სურთ.
წმინდა მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ნაწილში სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.
სამშაბათს, 9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც წმინდა მატრონას ხატს ლურჯი საღებავები აქვს მისხმული. ზოგმა მადლობა გადაუხადა მას გაბედული საქციელისთვის, ზოგმა კი დაგმო და დაემუქრა კიდეც. ფერაძემ ვანდალიზმის ფაქტი პირდაპირ არ დაადასტურა, მხოლოდ სოციალურ ქსელში უკმაყოფილო ხალხს მიმართა, რომ შემდეგ ჯერზე საღებავების ფერთა პალიტრას მათთან შეათანხმებდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში ხატის შეურაცხყოფის ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციამ ფერაძე საკუთარ სახლში გამოკითხა. დეტალები არ გავრცელებულა.
ამასობაში, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხშაბათს და ხუთშაბათს შეეზღუდა მედიის წარმომადგენლების შესვლა სამებაში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე. გადაწყვეტილება ტაძარში შემდგომი გაუგებრობისა და დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს, განმარტეს საპატრიარქოში.
პირველი განცხადება 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა. საპატრიარქოს განმარტებით, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწალებელნიც კი. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრის შესახებ, აუცილებელია ზემოაღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონებთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება. საპატრიარქომ მოუწოდა მათ, ვინც ხატი აჩუქა, ცვლილებები თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.