https://sputnik-georgia.com/20240111/kanoni-religiuri-grznobebis-selaxvistvis-mkacri-unda-iyos-davituliani-285586763.html
კანონი რელიგიური გრძნობების შელახვის შესახებ მკაცრი უნდა იყოს – დეპუტატი
კანონი რელიგიური გრძნობების შელახვის შესახებ მკაცრი უნდა იყოს – დეპუტატი
Sputnik საქართველო
კანონი უნდა იყოს სამართლიანი და პასუხისმგებლობა - ზომიერი, აღნიშნა დეპუტატმა. 11.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-11T19:59+0400
2024-01-11T19:59+0400
2024-01-11T19:59+0400
პოლიტიკა საქართველოში
რელიგია
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/283000743_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_6b3cfe1d8a305d9d7476b9085782bffa.jpg
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე შესაბამისად მკაცრი უნდა იყოს, რათა ადგილი არ ჰქონდეს ასეთი კანონდარღვევის წინააღმდეგ მიმართულ ქუჩის პროტესტს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან ბექა დავითულიანმა.გუშინ ულტრამემარჯვენე პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" მომხრეები საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ აქტივისტი ნატა ფერაძის სახლთან, რომელმაც რამდენიმე დღის წინ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ფრაგმენტზეც იოსებ სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში საღებავი შეასხა. ამის შემდეგ მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ მუშაობა დაიწყეს ახალ ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას რელიგიური ნაგებობებისა და რელიგიური ატრიბუტიკის შეურაცხყოფისთვისამისთვის საჭიროა, რომ კანონი იყოს სამართლიანი და პასუხისმგებლობა - ზომიერი, აღნიშნა დეპუტატმა.ამჟამად მსგავსი შეურაცხყოფისთვის საქართველოში ცალკე სასჯელი არ არსებობს.საზოგადოებაში მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შობის წინა დღეს გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც ხატის ერთ-ერთ სიუჟეტურ ფრაგმენტზე გამოსახულია სტალინი. თავის პოსტში ოპოზიციონერმა სტალინს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორი, ათასობით სამღვდელო პირის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი უწოდა.საპატრიარქო: მივმართავთ შემომწირველთ, შეიტანონ ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ>>წმინდა მატრონას ხატი სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.დღეს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს მიმართა, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.აღუწერელი და აუხსნელია - ანრი ოხანაშვილი ხატთან დაკავშირებულ ინციდენტზე>>საპატრიარქოს განმარტებით, რადგან სტალინის შეხვედრა წმინდა მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/283000743_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_50f01181f9174c774370faae83375b8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, რელიგია, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში, რელიგია, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
კანონი რელიგიური გრძნობების შელახვის შესახებ მკაცრი უნდა იყოს – დეპუტატი
კანონი უნდა იყოს სამართლიანი და პასუხისმგებლობა - ზომიერი, აღნიშნა დეპუტატმა.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე შესაბამისად მკაცრი უნდა იყოს, რათა ადგილი არ ჰქონდეს ასეთი კანონდარღვევის წინააღმდეგ მიმართულ ქუჩის პროტესტს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან ბექა დავითულიანმა.
გუშინ ულტრამემარჯვენე პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" მომხრეები საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ აქტივისტი ნატა ფერაძის სახლთან, რომელმაც რამდენიმე დღის წინ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ფრაგმენტზეც იოსებ სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში საღებავი შეასხა. ამის შემდეგ მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ მუშაობა დაიწყეს ახალ ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას რელიგიური ნაგებობებისა და რელიგიური ატრიბუტიკის შეურაცხყოფისთვის
„ვიღაცის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა როცა ხდება, რაც ძალიან სენსიტიური საკითხია, რეაქცია რომ ადეკვატური და სამართლიანი იყოს, მსგავსს ფაქტებზე კანონიც სათანადოდ მკაცრი უნდა იყოს. კანონის გამკაცრებაა საჭირო, რათა მსგავსი სამართალდარღვევის ჩამდენი პირების მიმართ ადგილი არ ჰქონდეს ქუჩაში ანგარიშსწორებებს და ქუჩის პროტესტს“, – განაცხადა დავითულიანმა.
ამისთვის საჭიროა, რომ კანონი იყოს სამართლიანი და პასუხისმგებლობა - ზომიერი, აღნიშნა დეპუტატმა.
ამჟამად მსგავსი შეურაცხყოფისთვის საქართველოში ცალკე სასჯელი არ არსებობს.
საზოგადოებაში მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შობის წინა დღეს გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც ხატის ერთ-ერთ სიუჟეტურ ფრაგმენტზე გამოსახულია სტალინი. თავის პოსტში ოპოზიციონერმა სტალინს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორი, ათასობით სამღვდელო პირის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი უწოდა.
წმინდა მატრონას ხატი სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.
დღეს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს მიმართა, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
საპატრიარქოს განმარტებით, რადგან სტალინის შეხვედრა წმინდა მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა.