https://sputnik-georgia.com/20240111/sapatriarqo-mivmartavt-semomwirvelt-seitanon-cvlilebebi-xatsi-an-amas-cven-gavaketebt-285578927.html
საპატრიარქო: მივმართავთ შემომწირველთ, შეიტანონ ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ
საპატრიარქო: მივმართავთ შემომწირველთ, შეიტანონ ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ
Sputnik საქართველო
საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული... 11.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-11T14:17+0400
2024-01-11T14:17+0400
2024-01-11T14:18+0400
საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23486/24/234862495_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_2f1f74442d63dba9da1642a815e2bd34.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული. აღნიშნული საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სამშაბათს, 9 იანვარს წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი გადაასხეს. ამასთან საღებავით მხოლოდ ხატის ცენტრალური ადგილი დაზიანდა, სტალინის გამოსახულება კი მარცხენა მხარესაა. ამჟამად მსგავსი შეურაცხყოფისთვის საქართველოში სასჯელი არ არსებობს. საპატრიარქოს განმარტებით, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწამებელნიც კი. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს ან რაიმე ღირსებას განუკუთვნებს, არამედ ასეთი დეტალები წარმოადგენს წმინდანთან დაკავშირებული უტყუარი ფაქტების ასახვას. აღუწერელი და აუხსნელია - ანრი ოხანაშვილი ხატთან დაკავშირებულ ინციდენტზე>>საპატრიარქო აუცილებლად მიიჩნევს სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის შეცვლას, ასევე სხვა დეტალების გათვალისწინებასაც. წმინდა მატრონას ხატი სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა. საზოგადოებაში მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შობის წინა დღეს გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც ხატის ერთ-ერთ სიუჟეტურ ფრაგმენტზე გამოსახულია სტალინი. თავის პოსტში ოპოზიციონერმა სტალინს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორი, ათასობით სამღვდელო პირის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი უწოდა. საქართველოში სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრება სურთ>>მმართველმმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დაიწყო მუშაობა ახალ ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას რელიგიური ნაგებობებისა და რელიგიური ატრიბუტიკის შეურაცხყოფისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23486/24/234862495_161:0:1494:1000_1920x0_80_0_0_450dc80c3c3db9ed7b9bbf0675f7a586.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
საპატრიარქო: მივმართავთ შემომწირველთ, შეიტანონ ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ
14:17 11.01.2024 (განახლებულია: 14:18 11.01.2024) საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი გადაასხეს.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.
აღნიშნული საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სამშაბათს, 9 იანვარს წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი გადაასხეს. ამასთან საღებავით მხოლოდ ხატის ცენტრალური ადგილი დაზიანდა, სტალინის გამოსახულება კი მარცხენა მხარესაა. ამჟამად მსგავსი შეურაცხყოფისთვის საქართველოში სასჯელი არ არსებობს.
საპატრიარქოს განმარტებით, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწამებელნიც კი. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს ან რაიმე ღირსებას განუკუთვნებს, არამედ ასეთი დეტალები წარმოადგენს წმინდანთან დაკავშირებული უტყუარი ფაქტების ასახვას.
საპატრიარქო აუცილებლად მიიჩნევს სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის შეცვლას, ასევე სხვა დეტალების გათვალისწინებასაც.
„ვინაიდან სტალინის შეხვედრა წმინდა მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წმინდა მატრონას ხატი სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.
საზოგადოებაში მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შობის წინა დღეს გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც ხატის ერთ-ერთ სიუჟეტურ ფრაგმენტზე გამოსახულია სტალინი. თავის პოსტში ოპოზიციონერმა სტალინს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორი, ათასობით სამღვდელო პირის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი უწოდა.
მმართველმმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დაიწყო მუშაობა ახალ ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას რელიგიური ნაგებობებისა და რელიგიური ატრიბუტიკის შეურაცხყოფისთვის.