https://sputnik-georgia.com/20240110/saqartvelosi-siwmindeebis-seuracxyofistvis-sasjelis-gamkacreba-surt-285564042.html
საქართველოში სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრება სურთ
საქართველოში სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრება სურთ
Sputnik საქართველო
საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც უცნობმა პირებმა წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული... 10.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-10T20:48+0400
2024-01-10T20:48+0400
2024-01-10T22:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
რელიგია
საქართველოს საპატრიარქო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/09/285527751_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_02ca2196ba4da5468892be48e5606f68.jpg
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას რელიგიური ნაგებობებისა და რელიგიური ატრიბუტიკის შეურაცხყოფისთვის, განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.აღნიშნული საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სამშაბათს, 9 იანვარს უცნობმა პირებმა წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი გადაასხეს. ამასთან საღებავით მხოლოდ ხატის ცენტრალური ადგილი დაზიანდა, სტალინის გამოსახულება კი მარცხენა მხარესაა. ამჟამად მსგავსი შეურაცხყოფისთვის საქართველოში სასჯელი არ არსებობს.მისი თქმით, დეპუტატებიაღნიშნულ საკითხზე უკვე სწავლობენ საერთაშორისო და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას, სტრასბურგის სასამართლოს მიდგომებს.„პირველადი მოკვლევით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფა და სხვა მსგავსი ქმედებები სისხლისსამართლებრივად დასჯადია და თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს (მაგალითად, გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, საბერძნეთი, იტალია და ა.შ.)“, - განაცხადა ოხანაშვილმა.ხატთან დაკავშირებული სკანდალისაზოგადოებაში მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შობის წინა დღეს გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც ხატის ერთ-ერთ სიუჟეტურ ფრაგმენტზე გამოსახულია სტალინი. თავის პოსტში ოპოზიციონერმა სტალინს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორი, ათასობით სამღვდელო პირის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი უწოდა.როგორც აღმოჩნდა, წმინდა მატრონას ხატი სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს.ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.ინფორმაციამ ფართო რეზონანსი გამოიწვია არა მხოლოდ სოციალურ ქსელში, არამედ ოპოზიციურ მასმედიაშიც. თუმცა, ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე საპატრიარქოს მხრიდან ჯერჯერობით არ ყოფილა. მაგრამ ეს საკითხი განმარტა მხოლოდ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. როგორც მან აღნიშნა, საკითხი შობის დღესასწაულზე შემთხვევით არ წამოწიეს და ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დღესასწაულის გადაფარვა უნდათ სკანდალით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/09/285527751_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_6cc9a7b92eb8b276bfe7db123c512e9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, რელიგია, საქართველოს საპატრიარქო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, რელიგია, საქართველოს საპატრიარქო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
საქართველოში სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრება სურთ
20:48 10.01.2024 (განახლებულია: 22:50 10.01.2024) საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც უცნობმა პირებმა წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი გადაასხეს.
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას რელიგიური ნაგებობებისა და რელიგიური ატრიბუტიკის შეურაცხყოფისთვის, განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
აღნიშნული საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სამშაბათს, 9 იანვარს უცნობმა პირებმა წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი გადაასხეს. ამასთან საღებავით მხოლოდ ხატის ცენტრალური ადგილი დაზიანდა, სტალინის გამოსახულება კი მარცხენა მხარესაა. ამჟამად მსგავსი შეურაცხყოფისთვის საქართველოში სასჯელი არ არსებობს.
„ჩვენი გუნდი უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის! ეს შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს - მეჩეთს, სინაგოგას, კათოლიკურ თუ სხვა ტაძრებს)“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, დეპუტატებიაღნიშნულ საკითხზე უკვე სწავლობენ საერთაშორისო და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას, სტრასბურგის სასამართლოს მიდგომებს.
„პირველადი მოკვლევით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფა და სხვა მსგავსი ქმედებები სისხლისსამართლებრივად დასჯადია და თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს (მაგალითად, გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, საბერძნეთი, იტალია და ა.შ.)“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ხატთან დაკავშირებული სკანდალი
საზოგადოებაში მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შობის წინა დღეს გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც ხატის ერთ-ერთ სიუჟეტურ ფრაგმენტზე გამოსახულია სტალინი. თავის პოსტში ოპოზიციონერმა სტალინს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორი, ათასობით სამღვდელო პირის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი უწოდა.
როგორც აღმოჩნდა, წმინდა მატრონას ხატი სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს.ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.
ინფორმაციამ ფართო რეზონანსი გამოიწვია არა მხოლოდ სოციალურ ქსელში, არამედ ოპოზიციურ მასმედიაშიც. თუმცა, ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე საპატრიარქოს მხრიდან ჯერჯერობით არ ყოფილა. მაგრამ ეს საკითხი განმარტა მხოლოდ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. როგორც მან აღნიშნა, საკითხი შობის დღესასწაულზე შემთხვევით არ წამოწიეს და ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დღესასწაულის გადაფარვა უნდათ სკანდალით.