დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 იანვარი

© photo : NASA/JPL-Caltechკოსმოსი
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 12 იანვარია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ასტროლოგები გირჩევენ, არ შეუშინდეთ ცვლილებებს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები უშიშრად მიიღოთ. სინამდვილეში ისინი მხოლოდ პოზიტივსა და გამოცდილებას მოიტანს. კარგი იქნება დაპაუზებული პროექტების დასრულება - ახლა ვარსკვლავები მათ სწრაფად დამთავრებაში დაგეხმარებიან. შემდეგ შეგიძლიათ ახალი საქმეების დაწყებაც.
ვერძი: დღეს მხარდაჭერა გჭირდებათ, თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახლობლების კეთილი სიტყვები. სწორედ მათი წყალობით შეძლებთ ძალების მობილიზებას და წინსვლას თქვენს არცთუ მარტივ გზაზე. წარსულისკენ არ გაიხედოთ - მხოლოდ მომავალზე აიღეთ ორიენტირი, რომელიც ჯერ კიდევ ბუნდოვანია, მაგრამ წინ საოცარი ვითარებები და ყველაფრის შეცვლის შანსები გელოდებათ.
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2023
რითია ზოდიაქოს თქვენი ნიშანი სხვა ნიშანზე უკეთესი
კურო: მოგიწევთ ცვლილებებთან შეგუება - ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. მაგრამ იცოდეთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის და ამიტომ არ ღირს ნერვიულობა. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან, ბევრი რამ გამოგივათ. ასტროლოგები გირჩევენ, არ გარისკოთ, თუნდაც უმნიშვნელო საკითხში - წვრილმანები, სინამდვილეში, მნიშვნელოვანი აღმოჩნდება.
ტყუპი: ცვლილებები გელოდებათ, თანაც - გლობალური, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენთვის სარგებლის მომტანი. აუცილებლად მოუსმინეთ ახალ ამბებს - შეიძლება რაღაც ძალზე ღირებული გაიგოთ, რაც თქვენ ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. ასტროლოგები გირჩევენ, იფიქროთ საკუთარ თავზე და სურვილებზე - არის მათი ასრულების შანსი.
კირჩხიბი: სასურველია, გუნდთან ერთად იმუშაოთ, ასე ნებისმიერ პრობლემას გაუმკლავდებით. მარტოს გაგიჭირდებათ. არ ღირს მთელი ორატორული ნიჭის დღეს დახარჯვა - დუმილი აჯობებს. ასტროლოგები გირჩევენ, წინ იყუროთ, უკან, წარსულისკენ გახედვა კარგ არაფერს მოიტანს. დააწყვეთ გეგმები - ეს მუშაობისა და წინსვლისკენ გიბიძგებთ.
საზოგადოება - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2023
კრიმინალური ტალანტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: სწრაფი ცვლილებების დღეა და ეს სიხარულს მოგანიჭებთ - გაგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები, გაიცნობთ ადამიანებს. ეცადეთ, შემოთავაზებებზე უარი არ თქვათ - დიდია ალბათობა, რომ ამ წინადადებებისგან დიდ სარგებელს მიიღებთ. იარეთ თქვენი მიზნისკენ, რომელთა მიღწევაში ვარსკვლავები და საკუთარი ტავის რწმენა დაგეხმარებათ.
ქალწული: ჯობია, შეჩერდეთ, შეისვენოთ - არის შეცდომების დაშვების რისკი. მოდუნდით, მეტი დრო დაუთმეთ არა სამუშაოს, არამედ საკუთარ თავს, ახლობლებს. საღამოს კი ასტროლოგები ექსპერიმენტების ჩატარებასა და გარისკვას გირჩევენ - ახლა ეს ძალიან დიდ, ფასდაუდებელ გამოცდილებას მოგიტანთ. მოაწესრიგეთ თქვენი ცხოვრება - ზოგიერთ სფეროში სრული ქაოსი გაქვთ.
სასწორი: დღეს შეიძლება შეიცვალოს თქვენი ცხოვრება, შეხედულებები და ეს არაერთ შანსსა და იღბალს მოგიტანთ. გამოიყენეთ ეს დრო და წარმატებებს მიაღწევთ. ექსპერიმენტები შეგიძლიათ ჩაატაროთ როგორც სამუშაოზე, ისე პირად ცხოვრებაში და გაგიკვირდებათ, ისე სწრაფად მოგვარდება ყველაფერი. ასტროლოგები საყიდლებზე წასვლას გირჩევენ - დააფასეთ საკუთარი შრომა.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2023
ჰოროსკოპი: ვინ როგორ იშუშებს ჭრილობებს
მორიელი: შეცვალეთ თქვენი ცხოვრება, მაგრამ აჩქარების გარეშე - წინააღმდეგ შემთხვევაში შეცდომის დაშვების დიდი რისკია. ცვლილებები და ექსპერიმენტები ბევრ შანსს მოგცემთ - გამოიყენეთ ისინი. ასტროლოგები გირჩევენ, თანამოსაუბრესთან ერთად ერთ ტალღაზე აეწყოთ და ასე ბევრ პასუხს იპოვით თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.
მშვილდოსანი: დღეს თქვენ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება და ეს მხოლოდ გაგახარებთ - უკვე დაიღალეთ მოსაწყენი ყოველდღიურობითა და აპათიით. მოგიწევთ ახალ რეალიებში ჩაბმა და შანსების დანახვა და აქტიურად გამოყენება. შეგიძლიათ არაფორმალური ურთიერთობები ხელმძღვანელობასთანაც კი - თქვენ სხვა მხრიდან დაგინახავენ და ეს შესანიშნავად აისახება კარიერაზე და კოლეგებთან ურთიერთობებზე.
თხის რქა: უარი თქვით წარსულ ცხოვრებაზე, ახლა ცვლილებები გელოდებათ, რომლებიც ყველაფერს შეცვლის ირგვლივ. ეძებეთ ახალი შესაძლებლობები. შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა. ასტროლოგები საღამოს მშვიდად - წიგნით ან ტელევიზორთან რამე საინტერესო ფილმის ყურებით გატარებას გირჩევენ. ახლა საჭიროა სხვა სამყაროში გადანაცვლება და მოდუნება.
დაისი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2023
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ - მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...
მერწყული: იგრძნობთ მოახლოებულ ცვლილებებს, მაგრამ არ შეგეშინდეთ - ეს ცვლილებები სასიამოვნო იქნება. განწყობა დადებითი გექნებათ, როდესაც რთულ ამოცანას შეეჭიდებით და ყველაფერი გამოგივათ კარგი განწყობის დამსახურებით. ასტროლოგები გირჩევენ, არ გააკრიტიკოთ ახლობლები, რადგან ამით ბიძგი არ მისცეთ დიდი კონფლიქტის დაწყებას.
თევზები: მარტივი დღე არ გელოდებათ - მეგობრები ძალიან შეიცვლებიან და უნდა დაფიქრდეთ, ვისთან გაქვთ ერთი გზა და ვის უნდა დაშორდეთ. თქვენი ცხოვრებაც შესამჩნევად იცვლება, მაგრამ არ შეშინდეთ - ეს მხოლოდ წაგადგებათ. ასტროლოგები გირჩევენ, თვალი მიადევნოთ სიახლეებს, დიდი ალბათობით თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიტყობთ.
ყველა ახალი ამბავი
0