კრიმინალური ტალანტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

CC BY 2.0 / Kevin Dooley / Worldსაზოგადოება
საზოგადოება - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2023
გამოწერა
გაინტერესებთ, რას გააკეთებდით, კრიმინალურ სამყაროში რომ ცხოვრობდეთ? გაეცანით ჩვენს სახუმარო ჰოროსკოპს და გაიგეთ, რა კრიმინალური ნიჭით გამოირჩევა ზოდიაქოს თქვენი ნიშანი.
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს თავისი მახასიათებლები აქვთ, რომლებიც, რა თქმა უნდა, უარყოფით მხარეებსაც მოიცავს. თითოეულ ადამიანში იმალება კრიმინალური ნიჭი, ასე რომ, გაიგეთ თქვენი ფარული კრიმინალური ტალანტი და ის, თუ რა პოზიციას დაიკავებდით დანაშაულებრივ სამყაროში.
ვერძი
ვერძი ძალზე გულღია და პირდაპირია, რომ ქურდი იყოს, მაგრამ ხულიგნობა და მთვრალ მდგომარეობაში პარპაში ნამდვილად შეუძლია. ასევე, ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ იარაღი, ამიტომ თავისუფლად შეიძლება, იარაღით ვაჭრობაში იყვნენ ჩართული.
კურო
კურო დიდი სიამოვნებით გაათამაშებდა ერთ დიდ საქმეს, რომ მთელი სიცოცხლე უზრუნველყოფილს ეცხოვრა. თუმცა, თუ ერთ რამე ფასეულს მოიპარავს, იმდენად იტაცებს თავისი „მონაპოვარი“, რომ მის სამახსოვროდ დატოვებას წყვეტს. საერთოდ, კურო ნებისმიერი ბანდის მთავარი ტვინი და სტრატეგია. მისთვის ზედგამოჭრილია მოსახერხებელ სავარძელში ჩაჯდომა და მთელი დანაშაულებრივი პროცესების ხელმძღვანელობა.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი
ტყუპი
ტყუპები შესანიშნავი შულერები და აფერისტები არიან. ისინი წვრილ საქმეებს „აწვებიან“ - ავტომობილის ქურდობა, სპეკულაცია, კონტრაბანდა, აფერა და აზარტული თამაშები. ერთსა და იმავე ადგილას დიდხანს ფიქრი არ შეუძლიათ, ამიტომ მთელ მსოფლიოში დადიან გასტროლებზე.
კირჩხიბი
კირჩხიბი ნიჭიერია კრიმინალური თვალსაზრისით. მას დიდი ფული იზიდავს. ის ჯერ მაღალ თანამდებობას აღწევს და უკვე შემდეგ, იყენებს თავის ძალაუფლებასა და მდგომარეობას და საქმეებს „ატრიალებს“. ორმაგი ბუღალტერია, გადასახადების დამალვა და ასე შემდეგ - ესაა მცირე ჩამონათვალი იმ საქმეებისა, რაც მას შეუძლია, გააკეთოს.
ლომი
ლომი, თუ კრიმინალური ავტორიტეტი გახდება, სწრაფად იპოვის თავის თავს დიდი მასშტაბის თაღლითობაში, მაგალითად, ფინანსურ პირამიდაში. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ადვილად შეუძლიათ უბრალო ადამიანების ნდობის მოპოვება.
ჩიტი ხის ტოტზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2020
ზოდიაქოს ნიშნები და მათი მავნე ჩვევები
ქალწული
ქალწულებს ყველაფერი სერიოზულად აქვთ - ერთდღიანი ფირმები, ოფშორული ანგარიშები. ქალწულის ქმედებების განსაზღვრა და მისი მაქინაციების გამოთვლა ძალიან ჭირს, რადგან ყველაფერი დეტალებში აქვს მოფიქრებული.
სასწორი
სასწორები „ლამაზად“ მუშაობენ. არიან ძალზე არტისტული, ამიტომ ადვილად შეუძლიათ საკუთარი ნიჭის თაღლითობაში რეალიზება. მარტონი არ მუშაობენ, მეწყვილეს ირჩევენ, მაგალითად ტყუპს. მათ საქმეში მომხიბვლელობა და თავაზიანობა მთავარი იარაღია.
მორიელი
მორიელს რამე ერთი განსაზღვრული ნიჭი არა აქვს. ერთნაირი ტალანტი აქვს კრიმინალური საქმიანობის ყველა სფეროში. არის სასტიკი ნიშანი, რომელიც თავისი მოგებისა და მიზნისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. წვრილმანი მაქინაციები თავის შესაფერისად არ მიაჩნია და ფიქრობს, რომ დიდ თამაშში უნდა ჩაერთოს.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2023
ზოდიაქოს ნიშნები და ფლირტი: როგორი არშიყობა იციან თითოეული ნიშნის წარმომადგენლებმა
მშვილდოსანი
მშვილდოსანს არ უყვარს „მრავალსვლიანი“ და ისეთი საქმე, რომელიც მომზადებასა და დიდ დროს მოითხოვს. მას სწრაფი მოქმედება უყვარს. საკმაოდ ადვილად მოიპოვებს ხოლმე ადამიანის ნდობას და ისე, რომ ეს ადამიანი თავადაც ვერ ხვდება ვერაფერს, მშვილდოსანს თავის ფულს აძლევს.
თხის რქა
დაბადებით ქილერია. არის ძალიან ყურადღებიანი, მომთმენი. მარტოხელაა, არ უყვარს გუნდში მუშაობა. მისი თავშეკავებულობა და სიცივე ნებისმიერ რთულ ვითარებაში გადარჩენაში ეხმარება.
მერწყული
მერწყული კრიმინალური იდეების თვალსაზრისით ძალზე ნიჭიერია, თან ამ იდეებს შორის არის აბსოლუტურად აბსურდულიცა და აბსოლუტურად გენიალურიც. მაგრამ მათი ერთმანეთისგან გარჩევა რთულია, ამიტომ შემოწმება პრაქტიკაში ხდება. ჩვეულებრივ, მერწყულის მაქინაციები ახალ ტექნოლოგიებს ეფუძნება. მერწყულს შორის ბევრ ჰაკერს ნახავთ.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2020
ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
თევზები
თევზებს ბევრი სუსტ ნიშნად მიიჩნევს. მაგრამ როდესაც საუბარია კრიმინალურ მიდრეკილებებზე, მათი ნიჭისა ბევრს შეშურდება. თევზი - ესაა მაფიოზური კლანის ბოსი, ბოსთა ბოსი. ადვილად შეუძლიათ მართონ ყველაფერი, რაც მათ ძალაუფლებაშია.
ყველა ახალი ამბავი
0