https://sputnik-georgia.com/20231229/ganisazrvra-gzebi-da-parametrebi-zamtris-saburavebis-gamoyenebistvis-285321280.html
განისაზღვრა გზები და პარამეტრები ზამთრის საბურავების გამოყენებისთვის
განისაზღვრა გზები და პარამეტრები ზამთრის საბურავების გამოყენებისთვის
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ზამთრის საბურავების გამოყენება 2024 წლის 2 იანვრიდან საქართველოს როგორც საერთაშორისო, ისე სახელმწიფო მნიშვნელობის გზების... 29.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-29T11:31+0400
2023-12-29T11:31+0400
2023-12-29T11:31+0400
საქართველოს მთავრობა
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს რეგიონები
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23837/17/238371795_0:159:3077:1889_1920x0_80_0_0_f8ab468def51c73cd1db27db9dba4d10.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ზამთრის საბურავების გამოყენება 2024 წლის 2 იანვრიდან საქართველოს როგორც საერთაშორისო, ისე სახელმწიფო მნიშვნელობის გზების გარკვეულ მონაკვეთებზე სავალდებულო იქნება.მთავრობის დადგენილებით, პოლიცია აღნიშნულ პერიოდში არ გაატარებს ავტომობილს ზაფხულის საბურავებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის ოსიაურის კვანძი-სურამის კვანძის, რიკოთის გვირაბი-წევას მონაკვეთებზე.გარდა ამისა, კატეგორიულად აიკრძალება ზამთრის საბურავებით გადაადგილება მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის მლეთა–კობის მონაკვეთზე.ასეთივე შეზღუდვები იმოქმედებს ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზის დმანისის გადასახვევი- გუგუთის მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის ქვიშხეთი-ვალეს მონაკვეთზე, ასევე ზაჰესი-რუსთავის, ახალციხე–ნინოწმინდის მონაკვეთებზე.ზაფხულის საბურავების მქონე ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალება ახალქალაქი- თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე.ახალი წესები მძღოლებისთვის ზამთრის პერიოდში – როდის უნდა გამოიცვალოს საბურავები>>რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებს, მსგავსი შეზღუდვები დაწესდება შემდეგი გზების გარკვეულ უბნებზე (მთლიანობაში 1,3 კმ): ბათუმი (ანგისა)-ახალციხე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი, ქუთაისი–ალპანა–მამისონი, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი, თბილისი–თიანეთი, თბილისი–მანგლისი, ვაზიანი–გომბორი–თელავი, ბაკურიანში, ჩოხატაური–ბახმარო და სხვ.როგორი უნდა იყოს ზამთრის საბურავიმოთხოვნების თანახმად, მთავრობის განსაზღვრული დადგენილებით, საბურავების დამზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი, დამზადების წელი უნდა ჩანდეს, საბურავის სარბენი ბილიკის ღარის (პროტექტორის) სიღრმე უნდა იყოს – არანაკლებ 3 მმ-ისა − M1, N1, N2, N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის; არანაკლებ 4 მმ-ისა − M2, M3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის; საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი.მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.ახალი წესები მძღოლებისთვის - პარლამენტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა>>პოლიციის უფლებებიპოლიციელებს უფლება ექნებათ, შეამოწმონ ავტომობილის საბურავები ნორმებთან შესაბამისობაზე და ამისთვის შეუძლიათ ავტომობილის სავალი ნაწილიდან გადაყვანა მოითხოვონ. დათვალიერება მოხდება ვიზუალურად. პროტექტორის სიღრმის გასაზომად პოლიციის თანამშრომლებს უფლება აქვთ, გამოიყენონ სპეციალური მოწყობილობა.თუ ავტომობილი მოთხოვნებს არ შეესაბამება, უფლება აქვთ, დააჯარიმონ მფლობელი, აუკრძალონ გამგზავრება და ჩამოართვან კიდეც ავტომობილი, თუ ის პოტენციურ საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.ჯარიმა შეადგენს 100 ლარს. ამასთან, მძღოლს დარიცხული 100–დან 5 ქულა ჩამოეჭრება.პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ადმინისტრაციული დარღვევაა, ხოლო პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა – სისხლის სამართლის დანაშაული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23837/17/238371795_173:0:2902:2047_1920x0_80_0_0_f8bac12c12700fc047913c279c99863e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს მთავრობა , ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს რეგიონები, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს მთავრობა , ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს რეგიონები, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ზამთრის საბურავების გამოყენება 2024 წლის 2 იანვრიდან საქართველოს როგორც საერთაშორისო, ისე სახელმწიფო მნიშვნელობის გზების გარკვეულ მონაკვეთებზე სავალდებულო იქნება.
მთავრობის
დადგენილებით, პოლიცია აღნიშნულ პერიოდში არ გაატარებს ავტომობილს ზაფხულის საბურავებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის ოსიაურის კვანძი-სურამის კვანძის, რიკოთის გვირაბი-წევას მონაკვეთებზე.
გარდა ამისა, კატეგორიულად აიკრძალება ზამთრის საბურავებით გადაადგილება მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის მლეთა–კობის მონაკვეთზე.
ასეთივე შეზღუდვები იმოქმედებს ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზის დმანისის გადასახვევი- გუგუთის მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის ქვიშხეთი-ვალეს მონაკვეთზე, ასევე ზაჰესი-რუსთავის, ახალციხე–ნინოწმინდის მონაკვეთებზე.
ზაფხულის საბურავების მქონე ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალება ახალქალაქი- თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე.
რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებს, მსგავსი შეზღუდვები დაწესდება შემდეგი გზების გარკვეულ უბნებზე (მთლიანობაში 1,3 კმ): ბათუმი (ანგისა)-ახალციხე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი, ქუთაისი–ალპანა–მამისონი, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი, თბილისი–თიანეთი, თბილისი–მანგლისი, ვაზიანი–გომბორი–თელავი, ბაკურიანში, ჩოხატაური–ბახმარო და სხვ.
როგორი უნდა იყოს ზამთრის საბურავი
მოთხოვნების თანახმად, მთავრობის განსაზღვრული დადგენილებით, საბურავების დამზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი, დამზადების წელი უნდა ჩანდეს, საბურავის სარბენი ბილიკის ღარის (პროტექტორის) სიღრმე უნდა იყოს – არანაკლებ 3 მმ-ისა − M1, N1, N2, N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის; არანაკლებ 4 მმ-ისა − M2, M3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის; საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი.
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.
პოლიციელებს უფლება ექნებათ, შეამოწმონ ავტომობილის საბურავები ნორმებთან შესაბამისობაზე და ამისთვის შეუძლიათ ავტომობილის სავალი ნაწილიდან გადაყვანა მოითხოვონ. დათვალიერება მოხდება ვიზუალურად. პროტექტორის სიღრმის გასაზომად პოლიციის თანამშრომლებს უფლება აქვთ, გამოიყენონ სპეციალური მოწყობილობა.
თუ ავტომობილი მოთხოვნებს არ შეესაბამება, უფლება აქვთ, დააჯარიმონ მფლობელი, აუკრძალონ გამგზავრება და ჩამოართვან კიდეც ავტომობილი, თუ ის პოტენციურ საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.
ჯარიმა შეადგენს 100 ლარს. ამასთან, მძღოლს დარიცხული 100–დან 5 ქულა ჩამოეჭრება.
პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ადმინისტრაციული დარღვევაა, ხოლო პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა – სისხლის სამართლის დანაშაული.