ახალი წესები მძღოლებისთვის - პარლამენტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიტრანსპორტი ზამთარში
ტრანსპორტი ზამთარში - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2023
გამოწერა
ზამთრის საბურავებისა და ჯაჭვების ყველა პარამეტრი და მათი შესაბამისობის წესები საქართველოს შსს–ს სპეციალური ბრძნებით დადგინდება.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა შესწორებების პაკეტი, რომელიც ზამთრის საბურავებზე აუცილებელ გადასვლას ეხება.
პროექტში „საგზო მოძრაობის შესახებ" შესწორებების თანახმად, საქართველოს მთავრობა 2024 წლის 1–ლი იანვრიდან დაადგენს ზონებსა და გზის მონაკვეთებს, სადაც 1–ლი დეკემბრიდან 1–ლი მარტის ჩათვლით აუცილებელი იქნება ზამთრის საბურავების გამოყენება.
ამასთან, წესების თანახმად, ზამთრის საბურავების გამოყენება შეიძლება შეიცვალოს ამინდის პირობების მიხედვით.
ასევე განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების დროს პოლიციას უფლება აქვს დააწესოს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დაყენება სულ ცოტა ორ წამყვან საბურავზე.
ზამთრის საბურავებისა და ჯაჭვების ყველა პარამეტრი და მათი შესაბამისობის წესები საქართველოს შსს–ს სპეციალური ბრძნებით დადგინდება.
გარდა ამისა, შესწორებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც ითვალისწინებს 100 ლარის ოდენობის ჯარიმის დაწესებას ზამთრის საბურავების გამოყენების წესების დარღვევისთვის. მძღოლი ასევე დაკარგავს მართვის მოწმობაზე დარიცხული 100–დან 5 ქულას.
ამ დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში პოლიციას უფლება აქვს მძღოლს აუკრძალოს გადაადგილება ზონაში ან გზაზე, სადაც აუცილებელია ზამთრის საბურავების გამოყენება.
რამდენი მანქანა მოძრაობს საქართველოში: შსს-ს მონაცემები>>
ამას გარდა, პოლიციას უფლება აქვს სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ ავტოსადგომზე და ამის გადახდა თავად მძღოლს მოუწევს.
კანონპროექტი პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0