29 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© unsplash/Drew Beamerმინის ბურთი ხელისგულზე
მინის ბურთი ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2023
გამოწერა
გაეცანით 29 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
22–31 დეკემბერის პერიოდი
22–31 დეკემბერის პერიოდი თხის რქის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას იუპიტერი მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმშვიდესა და გამჭრიახობას ანიჭებს.
მნიშვნელოვანი წლებია: 30, 57.
ამ ადამიანთა სიმბოლოა ედელვაისი.
ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები არიან საიმედონი, მშვიდი, საუკეთესო მეგობრები.
ჯიხვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2020
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება
29 დეკემბერს დაბადებულები
29 დეკემბერს დაბადებულებს უყვართ ურთიერთობები - მათთვის ყველაზე საშინელი სასჯელი მარტოობაა. არიან კომუნიკაბელური, სოციალურად მოტივირებული.
გარეგნულად ამ ადამიანებმა შეიძლება სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება მოახდინონ - მოჩანან გარიყულ, თავის თავში ჩაძირულ ადამიანებად. ეს მდგომარეობა ურთიერთობების წყურვილს მოსდევს ხოლმე. ამ დროს ისინი მსმენელის როლს ირგებენ.
რას ფიქრობენ ირგვლივ მყოფნი თქვენზე და როგორი ხართ სინამდვილეში – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
29 დეკემბერს დაბადებულების წინააღმდეგობრივი პიროვნება არაორდინარული და საინტერესოა. მათი საიდუმლოს ამოცნობას ბევრი ცდილობს. მათი ბოლომდე გაგება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამით იზიდავენ ადამიანებს.
29 დეკემბერს დაბადებულები არაორდინარული პიროვნებები არიან. აქტიური, პრაქტიკული, ზომიერად ამბიციური ადამიანები ამასთან, ძალზე მგრძნობიარე არიან. თავად ენამჭევრებს უყვართ და შეუძლიათ სხვების მოსმენა.
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2023
ზოდიაქო: როგორი იქნება 2024 წელი თხის რქისთვის - ზოგადი მიმოხილვა, სიყვარული, ფინანსები
29 დეკემბერს დაბადებულები აქტიურ საქმიან ცხოვრებას ეწევიან. ამასთან უკანა პლანზე არ გადააქვთ თავიანთი მოთხოვნილებები კულტურის, ხელოვნებისა თუ საზოგადოებრივ სფეროებში. ეს ადამიანები სამუშაოში მთელი თავით არ ეშვებიან, ყოველთვის იტოვებენ დროს საკუთარი თავისთვის.
29 დეკემბერს დაბადებულები კარიერას ხშირად სწრაფად იკეთებენ, მაგრამ ლიდერის როლს იძულებით თამაშობენ. ხელმძღვანელი პოზიციებისკენ არ ისწრაფვიან. უპირატესობას ანიჭებენ მშვიდ, ზომიერ მუშაობას. მაგრამ ბედის ნებით, მართვის სადავეების საკუთარ ხელში აღება უწევთ.
ზოდიაქოს ხუთი ნიშანი – დრაკონის ხუთი რჩეული 2024 წელს>>
ამ სარბიელზე ისინი დიდ წარმატებებს აღწევენ, თუმცა, იძულებითი ლიდერის როლი მათ უმრავლესობას ამძიმებს. პასუხისმგებლობით გადაღლილებმა, შესაძლოა, სამუშაო მიატოვონ და თავი ჰობის, საყვარელ საქმიანობას მიუძღვნან.
ჯანმრთელობა
29 დეკემბერს დაბადებულებს თვითგვემა სჩვევიათ, რასაც კარგი არაფერი მოაქვს მათთვის. ისინი ასევე უნდა ერიდონ დამღუპველ ჩვევა-დამოკიდებულებებს, როგორიცაა, მაგალითად, ალკოჰოლი.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
რჩევა:
თქვენ დახვეწილი, მაგრამ თავისებური იუმორის გრძნობა გაქვთ. ამ ხუმრობების შეფასება ბევრს არ შეუძლია. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ თქვენს ოხუნჯობას სწორად გაიგებენ, ნუ იჩქარებთ ხუმრობას.
ყველა ახალი ამბავი
0