https://sputnik-georgia.com/20231228/damoukideblad-tu-koaliciasi-rogor-miirebs-arcevnebsi-monawileobas-gaxarias-partia-285307092.html
დამოუკიდებლად თუ კოალიციაში? როგორ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას გახარიას პარტია
დამოუკიდებლად თუ კოალიციაში? როგორ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას გახარიას პარტია
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს პარტიებს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია... 28.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-28T19:29+0400
2023-12-28T19:29+0400
2023-12-28T19:29+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1b/283703260_0:104:1280:825_1920x0_80_0_0_1451f9be7594411391c9b663d2af2796.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ექს–პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ გეგმავს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, როგორც დამოუკიდებელი ძალა, განაცხადა დეპუტატმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ მიხეილ დაუშვილმა.მანამდე პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ლიდერთან, ნიკა მელიასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განზრახვა დაადასტურა. მანამდე მელიამ პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ უახლოეს დროში ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსებაზე დაიწყებს მუშაობას. ამასთან, ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ საკუთარ პარტიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ალტერნატივა უწოდა.„ჩვენი მიზანია, ყველაფერი გავაკეთოთ „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასაყვანად“, – აღნიშნა მან.„მათი საქმეა, ითანამშრომლონ, ვინ უშლით? რა შედეგზე გავლენ, ვნახავთ“, – განაცხადა მან.მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერი კახა კალაძემ მელიასა და ხაზარაძის მომავალ სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს პოლიტიკოსები ყოველთვის ერთი ფარის - „ნაციონალური მოძრაობის" ქვეშ იყვნენ გაერთიანებული.ერთი პატრონი ჰყავთ - კალაძე მელიას და „ლელოს“ პარტნიორობაზე>>„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს პარტიებს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის".„ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ისინი ამ ქვეყნის ინტერესებს არ ატარებენ, მათ სხვა ინტერესები აქვთ - არა ქვეყნის და არა სამშობლოსი. შესაბამისად, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება ყველაფერს და 2024 წლის არჩევნებზე ყველას მიუჩენს შესაბამის ადგილს”, - აღნიშნა კახა კალაძემ.პარტია „ლელო“პარტია „ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.პაპუაშვილი: მთელს ოპოზიციას „ნაცმოძრაობა“ აკონტროლებს>>2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.არჩევნები 2024საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების“ სასარგებლოდ.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პარტიების რეიტინგებში ლიდერობას „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ინარჩუნებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1b/283703260_260:100:1262:852_1920x0_80_0_0_bc28e9312448f149322f0cdc2ccbe817.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება
დამოუკიდებლად თუ კოალიციაში? როგორ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას გახარიას პარტია
„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს პარტიებს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის".
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ექს–პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ გეგმავს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, როგორც დამოუკიდებელი ძალა, განაცხადა დეპუტატმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ მიხეილ დაუშვილმა.
მანამდე პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ლიდერთან, ნიკა მელიასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განზრახვა დაადასტურა. მანამდე მელიამ პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ უახლოეს დროში ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსებაზე დაიწყებს მუშაობას. ამასთან, ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ საკუთარ პარტიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ალტერნატივა უწოდა.
„ხაზარაძე მელიასთან თანამშრომლობას როგორ გეგმავს, არ ვიცი, მაგრამ ეს თანამშრომლობა გუშინ არ დაწყებულა და არც ხვალ დაიწყება... ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გავერთიანდებით და არჩევნებზე გავალთ, როგორც დამოუკიდებელი ძალა. ვის მეორე, ვის მესამე და მეხუთე ადგილი უნდა, ეს არ გვაინტერესებს“, – განუცხადა დაუშვილმა ჟურნალისტებს.
„ჩვენი მიზანია, ყველაფერი გავაკეთოთ „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასაყვანად“, – აღნიშნა მან.
„მათი საქმეა, ითანამშრომლონ, ვინ უშლით? რა შედეგზე გავლენ, ვნახავთ“, – განაცხადა მან.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერი კახა კალაძემ მელიასა და ხაზარაძის მომავალ სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს პოლიტიკოსები ყოველთვის ერთი ფარის - „ნაციონალური მოძრაობის" ქვეშ იყვნენ გაერთიანებული.
„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს პარტიებს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის".
„ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ისინი ამ ქვეყნის ინტერესებს არ ატარებენ, მათ სხვა ინტერესები აქვთ - არა ქვეყნის და არა სამშობლოსი. შესაბამისად, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება ყველაფერს და 2024 წლის არჩევნებზე ყველას მიუჩენს შესაბამის ადგილს”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
პარტია „ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების“ სასარგებლოდ.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პარტიების რეიტინგებში ლიდერობას „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ინარჩუნებენ.