პაპუაშვილი: მთელს ოპოზიციას „ნაცმოძრაობა“ აკონტროლებს

© Courtesy of Shalva Papuashviliშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2023
გამოწერა
2024 წელს „ქართული ოცნების“ მეორე მხარეს არჩევანი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ მისი კვაზი დანაყოფების სახით, მიაჩნია სპიკერს
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. არ არსებობს არავითარი სხვა ოპოზიციური ფლანგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, რომელიც მთლიანად აკონტროლებს ოპოზიციურ მედიას და ფინანსურ რესურსებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მანამდე განაცხადა, რომ ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დასრულდეს. მისი თქმით, ამის რეალური ალტერნატივაა - პარტია „ლელო“. „ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს პარტიებს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის".
„არანაირი ოპოზიციური ფლანგები არ არსებობს. არის ერთი ფლანგი, „ნაციონალური მოძრაობის“, რომელიც სრულად აკონტროლებს თავის ფლანგზე მედია და ფინანსურ რესურსებს და ამაში არის მოქცეული მთლიანად ოპოზიციური სპექტრი. ამიტომ, 2024 წელს „ქართული ოცნების“ მეორე მხარეს არჩევანი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ მისი კვაზი დანაყოფების სახით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, საზოგადოება არაერთხელ გამხდარა მსგავსი ლოკალური განხილვების მოწმე.
„ეს ვნახეთ 2016 წელს, სხვა დროსაც გვინახავს... მაგრამ მთავარი ერთი რამეა, კრიტიკულ მომენტში ეს არის ჯგუფი, რომელიც ყოველთვის ერთად დგება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.
სანამ „ნაცმოძრაობაში“ გაურკვევლობაა: „ლელომ“ კოალიცია ჩაიფიქრა >>
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დანარჩენებთან შედარებით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს. კითხვაზე „რომელ პარტიას მისცემდით ხმას, დღეს რომ ყოფილიყო საპარლამენტო არჩევნები?“, გამოკითხულთა 55%-მა დაასახელა „ქართული ოცნება“, შემდეგ მოდის პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ / „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 20%.
მესამე ადგილს 4%-ის მხარდაჭერით ინაწილებენ პარტიების კოალიცია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“, ასევე „ლელო საქართველოსთვის“.
ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, „ქართული ოცნება" 37%-ს აგროვებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი" - 21%-ს. მესამე ადგილზეა პარტია „საქართველოსთვის“ 9%-ით, შემდეგ მოდის „ლელო“ - 5%, „გირჩი“/„დროა“ - 4%.
ასევე, ოთხ-ოთხ პროცენტს აგროვებენ პარტიები „ხალხისთვის“, „ლეიბორისტული პარტია“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
პარტია „ალტ-ინფოს“ აქვს 3%, „ხალხის ძალას“ და „მოქალაქეებს“ - ასევე 3%. „პატრიოტთა ალიანსმა" 2% დააგროვა, ხოლო „ევროპულმა საქართველომ" - 1%. ყველა სხვა პარტიამ ასევე დააგროვა 1%.
ყველა ახალი ამბავი
0