სანამ „ნაცმოძრაობაში“ გაურკვევლობაა: „ლელომ“ კოალიცია ჩაიფიქრა

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2023
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ოპოზიციურ პარტიებს კოალიციის, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატიული ძალის შექმნა შესთავაზა.
„ნაცმოძრაობა“ განხეთქილების ზღვარზეა. ორშაბათს ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ პარტიის რიგებიდან მისი ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია გარიცხეს. ამას წინ უძღოდა მელიასა და მისი მომხრეების უარი, ხელი მოეწერათ „ნაცმოძრაობის" ე.წ. ერთიანობის მანიფესტზე. მანიფესტი ექს–პრეზიდენტის, პარტიის დამფუძნებლის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ინიციტივა იყო.
„უნდა შევიკრათ ერთად, რომ დავამარცხოთ ეს ორი პოლუსი, ეს ჩაკეტილი წრე, ქვეყანას უნდა მივცეთ ახალი პერსპექტივა ახალი კოალიციური მთავრობით, სადაც „ლელო“ ითამაშებს გადამწყვეტ როლს, ლოკომოტივის როლს შეასრულებს“, – განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
მას შემდეგ, რაც 2023 წლის იანვარში მელიამ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები წააგო, პარტია „ლელო“ ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც ამ პარტიასთან კოალიცია მისი ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის გამო გამორიცხა. მელიამ და მისი მომხრეებმა უარი თქვეს ხაბეიშვილის ლიდერობის აღიარებაზე.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში"
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ რღვევა გარდაუვალია – დეპუტატი>>
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ხატია დეკანოიძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადატრიალება მოხდა>>
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0