22 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Sputnik / Vladimir Umikashviliზამთარი ფშავში
ზამთარი ფშავში - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2023
გამოწერა
გაეცანით 22 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
22–31 დეკემბერის პერიოდი
22–31 დეკემბერის პერიოდი თხის რქის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას იუპიტერი მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმშვიდესა და გამჭრიახობას ანიჭებს.
მნიშვნელოვანი წლებია: 30, 57.
ამ ადამიანთა სიმბოლოა ედელვაისი.
ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები არიან საიმედონი, მშვიდი, საუკეთესო მეგობრები.
ჯიხვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2020
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება
22 დეკემბერს დაბადებულები
22 დეკემბერს მიზანსწრაფული, ამბიციური, თავიანთი აზრების, იდეალების, პრინციპებისა და იდეების ერთგული ადამიანები იბადებიან; უყვართ სამყაროს კვლევა, ეძებენ ცხოვრების აზრს, ისწრაფვიან მოვლენების არსის ჩაწვდომისკენ, ადვილად ერთვებიან მათთვის საინტერესო სამუშაოში.
ამ დღეს დაბადებულები გამოირჩევიან ფაქიზი ინტუიციით, სიმტკიცით. მათი არჩეული კურსიდან გადაყვანა რთულია, ამასთან, საფრთხეს ბუნებრივი ალღოთი გრძნობენ; შეუძლიათ მოვლენების წინასწარ ამოცნობა, რაც ხშირად ეხმარება მათ სერიოზული უსიამოვნებების თავიდან არიდებაში.
ზოდიაქო: როგორი იქნება 2024 წელი თხის რქისთვის - ზოგადი მიმოხილვა, სიყვარული, ფინანსები>>
22 დეკემბერს დაბადებული თხის რქები, როგორც ერთი ნიშნიდან მეორეში გარდამავალ პერიოდში დაბადებულები, მშვილდოსნის ნიშნებსაც ატარებენ. ისინი არიან მკვლევარები, ისწრაფვიან ახალი ჰორიზონტის აღმოჩენისკენ.
მათი შეჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მათთვის უცხოა ეჭვი – მკაფიოდ იციან, რა უნდათ და როგორ მიაღწიონ ამას.
ადამიანი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
ზოდიაქოს მომიჯნავე ნიშნების პერიოდში დაბადებულები: განსაკუთრებული თვისებები
22 დეკემბერს დაბადებულები სიცოცხლის მოყვარული არიან; არ სჩვევიათ უბრალო რამის გამო ტანჯვა. პიროვნულ ურთიერთობებში უცერემონიო არიან, მათთვის საკუთარი აზრი ყველას აზრზე მნიშვნელოვანია.
მათი გაგება ადვილი არაა. ისინი, შესაძლოა, გარშემომყოფების მიმართ ძალზე მომთხოვნი იყვნენ, მაგრამ გაჭირვების ჟამს მათ ყოველთვის დაეხმარებიან.
ზოდიაქოს ხუთი ნიშანი – დრაკონის ხუთი რჩეული 2024 წელს>>
ამ დღეს დაბადებულები დიდი სტრატეგები არიან, შესანიშნავად გეგმავენ გრძელვადიან პროექტებს, ასევე, ბადალი არ ჰყავთ დასახული გეგმების რეალიზებაში, იციან რა და როგორი თანმიმდევრობით უნდა გააკეთონ, რომ მიიღონ მაქსიმალური შედეგი მინიმალური დანაკარგებით. სამუშაოზე ისინი ზომიერებასა და სტაბილურობას აფასებენ.
ჯანმრთელობა
22 დეკემბერს დაბადებულები ხშირად აწყდებიან ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რასაც მათი საკმაოდ რთული მსოფლაღქმა იწვევს.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
ფიზიკური თვალსაზრისით, მათი სუსტი ადგილებია ძვლოვანი სისტემა და მხედველობის ორგანოები. დაავადებები ასაკთან ერთად მწვავდება. ხშირად აწუხებთ ართრიტები, ოსტეოპოროზი, ოსტეოქონდროზი.
რჩევა:
ამბიციური ხართ, ხოლო კარიერულ კიბეზე ნელა მიიწევთ წინ? იქნებ, რისკისადმი თქვენს დამოკიდებულებას გადახედოთ? განა ყოველთვის გაუმართლებელია ის?
ყველა ახალი ამბავი
0