https://sputnik-georgia.com/20231219/pezeri-germania-saqartvelodan-kvalipiciuri-mushaxelis-mozidvitaa-dainteresebuli-285067540.html
ფეზერი: გერმანია საქართველოდან კვალიფიციური მუშახელის მოზიდვითაა დაინტერესებული
ფეზერი: გერმანია საქართველოდან კვალიფიციური მუშახელის მოზიდვითაა დაინტერესებული
Sputnik საქართველო
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ შეთანხმება გერმანიიდან საქართველოს... 19.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-19T18:00+0400
2023-12-19T18:00+0400
2023-12-19T18:00+0400
საქართველო
გერმანია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/13/285066324_105:269:1522:1066_1920x0_80_0_0_92694e32e17ffafe4a0edac7aeb3276f.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეების მიერ გერმანიაში თავშესაფრის მიღების შანსები არცთუ მაღალია, ამასთან, მუშახელისა და სპეციალისტების მოზიდვის პროცესი გაგრძელდება, განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.ფეზერმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 19 დეკემბერს ხელი მოაწერეს „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმებას. ამის შემდეგ მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოითქვა ვარაუდი, რომ აღნიშნული დოკუმენტი გერმანიიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას გულისხმობს.მისი თქმით, გერმანიას მაღალკვალიფიციური მუშახელი სჭირდება, ასევე მნიშვნელოვანია განათლებისა და მეცნიერების სფეროში გაცვლითი პროგრამების გააქტიურება.გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს თანამშრომლობისა და „მიგრაციისა და მობილობის შესახებ" შეთანხმებაზე მუშაობისთვის, რაც ორივე ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.„მიგრაციისა და მობილობის შესახებ" შეთანხმების თანახმად, მხარეები მოახდენენ უკანონო მიგრაციისა და მისი ხელშეწყობის, ადამიანის ვაჭრობის, ტრეფიკინგის, დოკუმენტებისა და ვიზების ბოროტად გამოყენების პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/13/285066324_169:238:1272:1066_1920x0_80_0_0_821c5913c335d3a39b22001d65c14f8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
ფეზერი: გერმანია საქართველოდან კვალიფიციური მუშახელის მოზიდვითაა დაინტერესებული
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ შეთანხმება გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას არ ნიშნავს
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეების მიერ გერმანიაში თავშესაფრის მიღების შანსები არცთუ მაღალია, ამასთან, მუშახელისა და სპეციალისტების მოზიდვის პროცესი გაგრძელდება, განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.
ფეზერმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 19 დეკემბერს ხელი მოაწერეს „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმებას. ამის შემდეგ მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოითქვა ვარაუდი, რომ აღნიშნული დოკუმენტი გერმანიიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას გულისხმობს.
„საინფორმაციო კამპანია ჩატარდება, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რა დაბალი შანსებია თავშესაფრის მოპოვებისა გერმანიაში, თუმცა გაგრძელდება მუშახელის, სპეციალისტების მიზიდვის პროცესი. ცირკულარულ მიგრაციას გავაძლიერებთ და ვიზრუნებთ იმაზე, რათა დასაქმების უკეთესი შესაძლებლობები გაჩნდეს გერმანულ ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებისათვის", - განაცხადა ფეზერმა.
მისი თქმით, გერმანიას მაღალკვალიფიციური მუშახელი სჭირდება, ასევე მნიშვნელოვანია განათლებისა და მეცნიერების სფეროში გაცვლითი პროგრამების გააქტიურება.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს თანამშრომლობისა და „მიგრაციისა და მობილობის შესახებ" შეთანხმებაზე მუშაობისთვის, რაც ორივე ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.
„დღევანდელმა დღემ გვიჩვენა, რომ მიგრაციის შეთანხმების გაფორმებას სჭირდებოდა დრო. ეს იყო ორმხრივი, პატივისცემაზე დაფუძნებული პროცესი და იგი მართლაც შედეგიანი, წარმატებული პროექტია“, – განაცხადა ფეზერმა.
„მიგრაციისა და მობილობის შესახებ" შეთანხმების თანახმად, მხარეები მოახდენენ უკანონო მიგრაციისა და მისი ხელშეწყობის, ადამიანის ვაჭრობის, ტრეფიკინგის, დოკუმენტებისა და ვიზების ბოროტად გამოყენების პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას.