https://sputnik-georgia.com/20231219/pegasus--qutaisis-mimartulebit-prenebi-daiwyo-285063760.html
Pegasus-მა სტამბულიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენები დაიწყო
Pegasus-მა სტამბულიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენები დაიწყო
Sputnik საქართველო
პირდაპირი ავიარეისები კვირაში სამჯერ შესრულდება 19.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-19T16:19+0400
2023-12-19T16:19+0400
2023-12-19T16:19+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
თურქეთი
ტურიზმი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/03/264133646_177:560:2823:2048_1920x0_80_0_0_0f1780b28f05dfd61fb76aafd388977e.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო და სტამბული-ქუთაისი-სტამბულის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების განცხადებაში.PEGASUS-მა პირველი რეისი სტამბოლიდან გვიან ღამით Boeing 737 შეასრულა და ქუთაისში 142 მგზავრი ჩამოიყვანა. ქუთაისის აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში სამი სიხშირით განხორციელდება.მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის კუთხით ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და მიმდინარე წელს 1მილიონი მგზავრი უკვე მიიღო. წლის ბოლომდე კი 1,7 მილიონამდე მგზავრის მომსახურება იგეგმება.როგორც ადრე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, თურქული ავიაკომპანია Pegasus–ის გადაწყვეტილება დეკემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბულში ფრენების დაწყების შესახებ ხელს შეუწყობს აეროპორტის მგზავრთნაკადის გაზრდას.Pegasus–ი ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის გაზრდას დაეხმარება – მინისტრის მოადგილე>>>საბოლოო გადაწყვეტილება ავიაკომპანია Pegasus-მა სტამბულში, საავიაციო ფორუმ Routes World-ის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე დაიწყო.აეროპორტის წარმატებებიმიმდინარე წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 105%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტით 1,5 მილიონამდე მგზავრმა ისარგებლა. მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. წლის დასაწყისიდან შესრულდა 4,5 ათასამდე რეისი, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეისების რაოდენობა 55%-ით გაიზარდაამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/03/264133646_287:343:2560:2048_1920x0_80_0_0_35522e6ca3502d84402859d3e59dd545.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, თურქეთი , ტურიზმი, ახალი ამბები
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, თურქეთი , ტურიზმი, ახალი ამბები
Pegasus-მა სტამბულიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენები დაიწყო
პირდაპირი ავიარეისები კვირაში სამჯერ შესრულდება
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო და სტამბული-ქუთაისი-სტამბულის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების განცხადებაში.
PEGASUS-მა პირველი რეისი სტამბოლიდან გვიან ღამით Boeing 737 შეასრულა და ქუთაისში 142 მგზავრი ჩამოიყვანა. ქუთაისის აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში სამი სიხშირით განხორციელდება.
„სტამბოული ახალი მიმართულებაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მგზავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველივე რეისზე მაღალი დატვირთულობა გამოიკვეთა. იმედი გვაქვს, რომ ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება", - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების კომერციული დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან მჭედლიშვილმა.
მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის კუთხით ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და მიმდინარე წელს 1მილიონი მგზავრი უკვე მიიღო. წლის ბოლომდე კი 1,7 მილიონამდე მგზავრის მომსახურება იგეგმება.
როგორც ადრე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, თურქული ავიაკომპანია Pegasus–ის გადაწყვეტილება დეკემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბულში ფრენების დაწყების შესახებ ხელს შეუწყობს აეროპორტის მგზავრთნაკადის გაზრდას.
საბოლოო გადაწყვეტილება ავიაკომპანია Pegasus-მა სტამბულში, საავიაციო ფორუმ Routes World-ის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე დაიწყო.
მიმდინარე წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 105%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტით 1,5 მილიონამდე მგზავრმა ისარგებლა.
მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. წლის დასაწყისიდან შესრულდა 4,5 ათასამდე რეისი, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეისების რაოდენობა 55%-ით გაიზარდა
ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.