https://sputnik-georgia.com/20231114/pegasus-qitaisis-aeroportsi-mgzavrtnakadis-gazrdas-daexmareba-qvrivisvili-284198103.html
Pegasus–ი ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის გაზრდას დაეხმარება – მინისტრის მოადგილე
Pegasus–ი ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის გაზრდას დაეხმარება – მინისტრის მოადგილე
Sputnik საქართველო
ქუთაისში თურქული ავიაგადამზიდის მუშაობა ასევე ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას, განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 14.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-14T12:13+0400
2023-11-14T12:13+0400
2023-11-14T12:13+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
ქუთაისი
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275689801_0:0:1600:900_1920x0_80_0_0_6f5022e9cfb023490a2d9a8c5d3361d5.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. თურქული ავიაკომპანია Pegasus–ის გადაწყვეტილება დეკემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბულში ფრენების დაწყების შესახებ ხელს შეუწყობს აეროპორტის მგზავრთნაკადის გაზრდას, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას თურქული ავიაკომპანია Pegasus 22 დეკემბრიდან დაიწყებს. ავიაკომპანია კვირაში სამი სიხშირით სტამბულის მიმართულებით იფრენს. საბოლოო გადაწყვეტილება ავიაკომპანია Pegasus-მა სტამბულში, საავიაციო ფორუმ Routes World-ის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე დაიწყო.როგორც მან აღნიშნა, ქუთაისში თურქული ავიაგადამზიდის მუშაობა ასევე ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას, რაც განსაკუთრებით წაადგება იმერეთის რეგიონს.მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტი კვლავ ერთ–ერთი სწრაფად მზარდი აეროპორტია და 2023 წელი მისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია.„მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კვლავ განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტი - წელს იანვარ-სექტემბერში აეროპორტის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 93%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რეალურად, ეს შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის საუკეთესო წელი“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას ავიაკომპანია Pegasus იწყებს>>მან აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, უახლოეს მომავალში საქართველოში მეტი ავიაკომპანია გამოჩნდება. კერძოდ, მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვან მოლაპარაკებას მართავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეისების გაზრდასთან დაკავშირებით ქვეყნისთვის სტრატეგიული მიზნობრივი მიმართულებებით – ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.აეროპორტის წარმატებებიმიმდინარე წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 107%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის ათი თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტით 1.4 მილიონამდე მგზავრმა ისარგებლა. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში აეროპორტი 665,7ათას მგზავრს მოემსახურა.მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. წლის დასაწყისიდან შესრულდა 4,1 ათასამდე რეისი, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეისების რაოდენობა 55%-ით გაიზარდაამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ქუთაისი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275689801_51:0:1472:1066_1920x0_80_0_0_120e97f7f7e9c20d7d1413103d82fae9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, ქუთაისი , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში, ქუთაისი , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო
Pegasus–ი ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის გაზრდას დაეხმარება – მინისტრის მოადგილე
ქუთაისში თურქული ავიაგადამზიდის მუშაობა ასევე ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. თურქული ავიაკომპანია Pegasus–ის გადაწყვეტილება დეკემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბულში ფრენების დაწყების შესახებ ხელს შეუწყობს აეროპორტის მგზავრთნაკადის გაზრდას, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას თურქული ავიაკომპანია Pegasus 22 დეკემბრიდან დაიწყებს. ავიაკომპანია კვირაში სამი სიხშირით სტამბულის მიმართულებით იფრენს. საბოლოო გადაწყვეტილება ავიაკომპანია Pegasus-მა სტამბულში, საავიაციო ფორუმ Routes World-ის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე დაიწყო.
„ეს, რა თქმა უნდა, დამატებით სტიმულს მისცემს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კიდევ უფრო გაძლიერებას და მგზავრთნაკადის ზრდას“, – განუცხადა ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს.
როგორც მან აღნიშნა, ქუთაისში თურქული ავიაგადამზიდის მუშაობა ასევე ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას, რაც განსაკუთრებით წაადგება იმერეთის რეგიონს.
მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტი კვლავ ერთ–ერთი სწრაფად მზარდი აეროპორტია და 2023 წელი მისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია.
„მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კვლავ განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტი - წელს იანვარ-სექტემბერში აეროპორტის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 93%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რეალურად, ეს შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის საუკეთესო წელი“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, უახლოეს მომავალში საქართველოში მეტი ავიაკომპანია გამოჩნდება. კერძოდ, მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვან მოლაპარაკებას მართავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეისების გაზრდასთან დაკავშირებით ქვეყნისთვის სტრატეგიული მიზნობრივი მიმართულებებით – ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.
მიმდინარე წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 107%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის ათი თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტით 1.4 მილიონამდე მგზავრმა ისარგებლა. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში აეროპორტი 665,7ათას მგზავრს მოემსახურა.
მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. წლის დასაწყისიდან შესრულდა 4,1 ათასამდე რეისი, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეისების რაოდენობა 55%-ით გაიზარდა
ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.