https://sputnik-georgia.com/20231112/----pegasus--284158364.html
ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას ავიაკომპანია Pegasus იწყებს
ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას ავიაკომპანია Pegasus იწყებს
Sputnik საქართველო
Pegasus ფრენებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან წლებია ასრულებს. 12.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-12T14:22+0400
2023-11-12T14:22+0400
2023-11-12T14:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
თურქეთი
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0a/263509778_0:269:3163:2048_1920x0_80_0_0_d88786aa1692b3759e5905440b716656.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 22 დეკემბრიდან თურქული ავიაკომპანია Pegasus დაიწყებს.ავიაკომპანია Pegasus დეკემბრის ბოლოდან, კვირაში 3 სიხშირით სტამბულის მიმართულებით იფრენს.როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.თურქული ავიაკომპანია Pegasus ბაზარზე 1990 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვის ფრენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებით ახორციელებს. Pegasus ფრენებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან წლებია ასრულებს.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0a/263509778_710:209:3163:2048_1920x0_80_0_0_a732ee6f7b964cb02f64dc4e21ac574e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, თურქეთი , საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, თურქეთი , საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას ავიაკომპანია Pegasus იწყებს
Pegasus ფრენებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან წლებია ასრულებს.
თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 22 დეკემბრიდან თურქული ავიაკომპანია Pegasus დაიწყებს.
ავიაკომპანია Pegasus დეკემბრის ბოლოდან, კვირაში 3 სიხშირით სტამბულის მიმართულებით იფრენს.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.
„საბოლოო გადაწყვეტილება ავიაკომპანია Pegasus-მა სტამბულში, საავიაციო ფორუმ Routes World-ის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. სტამბული არის ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მგზავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ქარქაშაძემ.
ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.
თურქული ავიაკომპანია Pegasus ბაზარზე 1990 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვის ფრენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებით ახორციელებს. Pegasus ფრენებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან წლებია ასრულებს.