https://sputnik-georgia.com/20231219/germaniidan-saqartvelos-moqalaqeebis-deportacia-igegmeba-285065143.html
გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია იგეგმება? მინისტრ გომელაურის განმარტება
გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია იგეგმება? მინისტრ გომელაურის განმარტება
Sputnik საქართველო
არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ შეთანხმება გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას არ ნიშნავს, განაცხადა გომელაურმა. 19.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-19T16:41+0400
2023-12-19T16:41+0400
2023-12-19T16:41+0400
საქართველო
გერმანია
პოლიტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546080_0:51:2048:1203_1920x0_80_0_0_d6720ea06efe2eb2ba53a4c81bf5dcd6.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. გერმანიასთან „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების გერმანიიდან გამოძევების შესახებ, სრული სიცრუეა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მინისტრმა გომელაურმა, გერმანელ კოლეგა ნენსი ფეზერთან ერთად ხელი სამშაბათს მოაწერა. ამის შემდეგ მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოითქვა ვარაუდი, რომ აღნიშნული დოკუმენტი გერმანიიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას გულისხმობს.მისი თქმით, დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ მხარეები მოახდენენ უკანონო მიგრაციისა და მისი ხელშეწყობის, ადამიანის ვაჭრობის, ტრეფიკინგის დოკუმენტებისა და ვიზების ბოროტად გამოყენების პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას.„სამუშაო ვიზები, რომელიც პრობლემას წარმოადგენს, დღეიდან შედარებით გამარტივდება", - აღნიშნა მინისტრმა.გომელაურმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომლის სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებების სათანადო დაცვას.თავშესაფარს აღარ მიანიჭებენ: გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა>>>შეხვედრაზე გერმანიის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს რეადმისიის შესახებ ევროკავშირთან ხელმოწერილ შეთანხმებას. გარდა ამისა, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პრობლემების საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები.გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის მნიშვნელოვანი როლი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში და გამოჩენილი მხარდაჭერისათვის გერმანიის ფედერალური კანცლერ ოლაფ შოლცისადმ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა.პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს და გერმანიის მთავრობებს შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის საკითხებს.როგორც მხარეებმა განაცხადეს, აღნიშნული თანამშრომლობა ეფუძნება საერთაშორისო ხელშეკრულებებს, პარტნიორობისა და ურთიერთნდობის პრინციპებს.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546080_0:0:1828:1371_1920x0_80_0_0_e952297c9c77527e5ed7eb1666430bb1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , პოლიტიკა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , პოლიტიკა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია იგეგმება? მინისტრ გომელაურის განმარტება
არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ შეთანხმება გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას არ ნიშნავს, განაცხადა გომელაურმა.
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. გერმანიასთან „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების გერმანიიდან გამოძევების შესახებ, სრული სიცრუეა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მინისტრმა გომელაურმა, გერმანელ კოლეგა ნენსი ფეზერთან ერთად ხელი სამშაბათს მოაწერა. ამის შემდეგ მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოითქვა ვარაუდი, რომ აღნიშნული დოკუმენტი გერმანიიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას გულისხმობს.
„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეიდან, როგორც კი ხელი მოეწერება შეთანხმებას, ჩვენს მოქალაქეებს გერმანიას დაატოვებინებენ და ქვეყნიდან გამოაძევებენ, სრული სიცრუეა. რეადმისია წლების განმავლობაში ხორციელდება და კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ მხარეები მოახდენენ უკანონო მიგრაციისა და მისი ხელშეწყობის, ადამიანის ვაჭრობის, ტრეფიკინგის დოკუმენტებისა და ვიზების ბოროტად გამოყენების პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას.
„სამუშაო ვიზები, რომელიც პრობლემას წარმოადგენს, დღეიდან შედარებით გამარტივდება", - აღნიშნა მინისტრმა.
გომელაურმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომლის სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებების სათანადო დაცვას.
შეხვედრაზე გერმანიის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს რეადმისიის შესახებ ევროკავშირთან ხელმოწერილ შეთანხმებას. გარდა ამისა, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პრობლემების საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის მნიშვნელოვანი როლი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში და გამოჩენილი მხარდაჭერისათვის გერმანიის ფედერალური კანცლერ ოლაფ შოლცისადმ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა.
პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს და გერმანიის მთავრობებს შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის საკითხებს.
როგორც მხარეებმა განაცხადეს, აღნიშნული თანამშრომლობა ეფუძნება საერთაშორისო ხელშეკრულებებს, პარტნიორობისა და ურთიერთნდობის პრინციპებს.