https://sputnik-georgia.com/20231215/qartul-jars-saqartvelosi-warmoebuli-dronebi-gadaeca-284960982.html
ქართულ ჯარს საქართველოში წარმოებული დრონები გადაეცა
ქართულ ჯარს საქართველოში წარმოებული დრონები გადაეცა
Sputnik საქართველო
რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ-ცენტრი საქართველოში გაიხსნა 15.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-15T09:42+0400
2023-12-15T09:42+0400
2023-12-15T09:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/0e/284959128_0:166:1600:1066_1920x0_80_0_0_c379cb94aee8bbfd5edc5e691d700802.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალებს ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებეში“ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები გადაეცა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.აღნიშნული ტექნიკა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებზე გადანაწილდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებას, აღნიშნავს თავდაცვის სამინისტრო.გარდა ამისა, თავდაცვის ძალებს ამერიკული წარმოების მრავალფუნქციური სარადარო სისტემები გადაეცა.თავდაცვის სამინისტრომ კამიკაძე-დრონების მასობრივი წარმოების დაწყება დააანონსა >>თავდაცვის ძალებისთვის გადაცემამდე ტექნიკამ საჩვენებელი გამოცდა გაიარა.უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისა და აწყობის პროცესზე შპს „დელტა ინტერნეიშენალის“ და პოლონური კომპანია „ვებე ელექტრონიქსს“ მიერ დაარსებული საწარმო შპს „დელტა-ვებე“ მუშაობს.სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით კომპანია „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ-ცენტრის გახსნასაც ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ.აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად მუშაობენ. საწარმო წელიწადში ასობით დრონის გამოშვებას შეძლებს. ამ ეტაპზე კომპანიაში WARMATE-ისა და FLYEYE-ს ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საამწყობო ხაზის გამართვის პროცედურები მიმდინარეობს.საქართველოში საკუთარი წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების ტესტირება გაიმართა >>უპილოტო საფრენი სისტემა FLYEYE განკუთვნილია მძიმე მეტეოროლოგიური და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესრულებისთვის. სისტემა ფარული დაკვირვების შესაძლებლობებსა და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს რეალურ დროში, დღისით და ღამით.WARMATE – საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც ახასიათებს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. მას შეუძლია სხვადასხვა ტიპის ქობინების ტარება. ის გამოიყენება პოლონეთის არმიაში, აგრეთვე ნატოს წევრი და არაწევრი სახელმწიფოების მიერ.როდის გაიხსნება საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების საწარმო: სამინისტროს განმარტება >>ცენტრ „დელტაში“ გაერთიანებულია ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა. ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.„დელტას“ ბაზაზე იწარმოება 15 სახის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ქართული საბრძოლო მანქანები „ლაზიკა“, ჯავშანმანქანები „დიდგორი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/0e/284959128_0:0:1422:1066_1920x0_80_0_0_5eb7e50e2a737290ecc7d1659e53690a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა
ქართულ ჯარს საქართველოში წარმოებული დრონები გადაეცა
რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ-ცენტრი საქართველოში გაიხსნა
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალებს ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებეში“ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები გადაეცა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
აღნიშნული ტექნიკა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებზე გადანაწილდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებას, აღნიშნავს თავდაცვის სამინისტრო.
გარდა ამისა, თავდაცვის ძალებს ამერიკული წარმოების მრავალფუნქციური სარადარო სისტემები გადაეცა.
თავდაცვის ძალებისთვის გადაცემამდე ტექნიკამ საჩვენებელი გამოცდა გაიარა.
უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისა და აწყობის პროცესზე შპს „დელტა ინტერნეიშენალის“ და პოლონური კომპანია „ვებე ელექტრონიქსს“ მიერ დაარსებული საწარმო შპს „დელტა-ვებე“ მუშაობს.
სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით კომპანია „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ-ცენტრის გახსნასაც ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ.
აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად მუშაობენ. საწარმო წელიწადში ასობით დრონის გამოშვებას შეძლებს. ამ ეტაპზე კომპანიაში WARMATE-ისა და FLYEYE-ს ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საამწყობო ხაზის გამართვის პროცედურები მიმდინარეობს.
უპილოტო საფრენი სისტემა FLYEYE განკუთვნილია მძიმე მეტეოროლოგიური და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესრულებისთვის. სისტემა ფარული დაკვირვების შესაძლებლობებსა და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს რეალურ დროში, დღისით და ღამით.
WARMATE – საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც ახასიათებს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. მას შეუძლია სხვადასხვა ტიპის ქობინების ტარება. ის გამოიყენება პოლონეთის არმიაში, აგრეთვე ნატოს წევრი და არაწევრი სახელმწიფოების მიერ.
ცენტრ „დელტაში“ გაერთიანებულია ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა. ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.
„დელტას“ ბაზაზე იწარმოება 15 სახის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ქართული საბრძოლო მანქანები „ლაზიკა“, ჯავშანმანქანები „დიდგორი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვ.