https://sputnik-georgia.com/20230718/--------279666431.html
თავდაცვის სამინისტრომ კამიკაძე-დრონების მასობრივი წარმოების დაწყება დააანონსა
თავდაცვის სამინისტრომ კამიკაძე-დრონების მასობრივი წარმოების დაწყება დააანონსა
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველო უახლოეს თვეებში დაიწყებს უპილოტო საფრენი აპარატების – კამიკაძე-დრონების მასობრივ წარმოებას, განაცხადა თავდაცვის... 18.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-18T13:14+0400
2023-07-18T13:14+0400
2023-07-18T18:14+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1b/274311180_1:0:1279:719_1920x0_80_0_0_45ca7f54b9bda60da08e08299fd0b03c.jpg
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველო უახლოეს თვეებში დაიწყებს უპილოტო საფრენი აპარატების – კამიკაძე-დრონების მასობრივ წარმოებას, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.საქართველოში წარმოებულმა ახალმა საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენმა აპარატებმა პირველი საცდელი ფრენა 2023 წლის იანვრის ბოლოს წარმატებით განახორციელეს.მინისტრის თქმით, დრონების წარმოებისთვის სპეციალურად აშენდა და გარემონტდა ახალი შენობა.ქართულ–პოლონური კომპანია „დელტა–ვებე“, რომელიც პროექტს ახორციელებს, ქართულ საწარმო „დელტა ინტერნეიშენალსა“ და პოლონურ კომპანია WB Electronics-ს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით კომპანია „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ-ცენტრის გახსნასაც ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ.აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად მუშაობენ. საწარმო წელიწადში ასობით დრონის გამოშვებას შეძლებს. ამ ეტაპზე კომპანიაში WARMATE-ისა და FLYEYE-ს ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საამწყობო ხაზის გამართვის პროცედურები მიმდინარეობს.საქართველოში საკუთარი წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების ტესტირება გაიმართა>>>ცენტრ „დელტაში“ გაერთიანებულია ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა. ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.„დელტას“ ბაზაზე იწარმოება 15 სახის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ქართული საბრძოლო მანქანები „ლაზიკა“, ჯავშანმანქანები „დიდგორი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვ.უპილოტო საფრენი სისტემა FLYEYE განკუთვნილია მძიმე მეტეოროლოგიური და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესრულებისთვის. სისტემა ფარული დაკვირვების შესაძლებლობებსა და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს რეალურ დროში, დღისით და ღამით.WARMATE – საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც ახასიათებს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. მას შეუძლია სხვადასხვა ტიპის ქობინების ტარება. ის გამოიყენება პოლონეთის არმიაში, აგრეთვე ნატოს წევრი და არაწევრი სახელმწიფოების მიერ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1b/274311180_160:0:1119:719_1920x0_80_0_0_89c8296229fcdd855851a70d68ac7475.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველო უახლოეს თვეებში დაიწყებს უპილოტო საფრენი აპარატების – კამიკაძე-დრონების მასობრივ წარმოებას, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
საქართველოში წარმოებულმა ახალმა საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენმა აპარატებმა პირველი საცდელი ფრენა 2023 წლის იანვრის ბოლოს წარმატებით განახორციელეს.
„ამ თვეში ჩვენ უკვე გამოვცადეთ აქ აწყობილი ხუთი დრონი. ყველა სატესტო ეტაპი გავიარეთ და უახლოეს დღეებში თუ არა, მაშინ აგვისტო-სექტემბერში დავიწყებთ მასობრივ წარმოებას“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მინისტრის თქმით, დრონების წარმოებისთვის სპეციალურად აშენდა და გარემონტდა ახალი შენობა.
ქართულ–პოლონური კომპანია „დელტა–ვებე“, რომელიც პროექტს ახორციელებს, ქართულ საწარმო „დელტა ინტერნეიშენალსა“ და პოლონურ კომპანია WB Electronics-ს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.
სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით კომპანია „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ-ცენტრის გახსნასაც ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ.
აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად მუშაობენ. საწარმო წელიწადში ასობით დრონის გამოშვებას შეძლებს. ამ ეტაპზე კომპანიაში WARMATE-ისა და FLYEYE-ს ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საამწყობო ხაზის გამართვის პროცედურები მიმდინარეობს.
ცენტრ „დელტაში“ გაერთიანებულია ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა. ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.
„დელტას“ ბაზაზე იწარმოება 15 სახის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ქართული საბრძოლო მანქანები „ლაზიკა“, ჯავშანმანქანები „დიდგორი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვ.
უპილოტო საფრენი სისტემა FLYEYE განკუთვნილია მძიმე მეტეოროლოგიური და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესრულებისთვის. სისტემა ფარული დაკვირვების შესაძლებლობებსა და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს რეალურ დროში, დღისით და ღამით.
WARMATE – საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც ახასიათებს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. მას შეუძლია სხვადასხვა ტიპის ქობინების ტარება. ის გამოიყენება პოლონეთის არმიაში, აგრეთვე ნატოს წევრი და არაწევრი სახელმწიფოების მიერ.