საქართველოში საკუთარი წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების ტესტირება გაიმართა

© Government of Georgiaუპილოტო საფრენი აპარატი
უპილოტო საფრენი აპარატი - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2023
გამოწერა
საქართველო 2023 წლის აპრილიდან უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივ წარმოებას დაიწყებს.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოში მასობრივ წარმოებაზე გათვლილმა ახალმა საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენმა აპარატებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
ქართულ-პოლონური საწარმო „დელტა-ვებეს“ მიერ შექმნილი WARMATE-ის („კამიკაძე“) და FLYEYE-ს სადაზვერვო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ფრენა მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ სასროლეთზე ჩატარდა.

„ჩვენ საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ვიწყებთ. დღეს ვიხილეთ ორი სახის საფრენი აპარატი. ერთი არის სადაზვერვო – FLYEYE, მეორე – „კამიკაძის“ ტიპის საფრენი აპარატი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მინისტრის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივ წარმოებას ქვეყანა 2023 წლის აპრილიდან დაიწყებს.
„ჩვენ დღეს გამოფენილი გვაქვს ის სადაზვერვო და სხვა საშუალებები, რომლებიც თავდაცვის ძალებმა მიიღო 2022 წლის განმავლობაში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 2022 წლის ბოლოსა და 2023 წლის დასაწყისში ჩვენ დავდეთ შეიარაღების საშუალებების შესყიდვის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.
© Government of Georgiaუპილოტო საფრენი აპარატი
Беспилотный летающий аппарат - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2023
უპილოტო საფრენი აპარატი
ქართულ–პოლონური საწარმოს მიერ ჩატარებული უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ჩვენებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ქვეყნის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.
ყველა აუცილებელი პროცედურა სატესტო ფრენისთვის ქართველმა და პოლონელმა სპეციალისტებმა ერთად მოამზადეს.
უპილოტო საფრენი სისტემა FLYEYE განკუთვნილია მძიმე მეტეოროლოგიური და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში, ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესრულებისთვის. სისტემა ფარული დაკვირვების შესაძლებლობებსა და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს რეალურ დროში, დღისით და ღამით.
© Government of Georgiaუპილოტო საფრენი აპარატების გაშვება
Военные запускают дроны  - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2023
უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება
WARMATE – საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც აქვს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. მას აქვს სხვადასხვა ტიპის ქობინები. ის გამოიყენება პოლონეთის არმიაში, აგრეთვე ნატოს წევრი და არაწევრი სახელმწიფოების მიერ.
ქართულ–პოლონური კომპანია „დელტა–ვებე“, რომელიც პროექტს ახორციელებს, ქართულ საწარმო „დელტა ინტერნეიშენალსა“ და პოლონურ კომპანია WB Electronics-ს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.
აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად მუშაობენ. საწარმო წელიწადში ასობით დრონის გამოშვებას შეძლებს. ამ ეტაპზე კომპანია უზრუნველყოფს WARMATE-ისა და FLYEYE-ს ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საამწყობო ხაზის გამართვის პროცედურებს.
ცენტრ „დელტაში“ გაერთიანებულია ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა. ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.
„დელტას“ ბაზაზე იწარმოება 15 სახის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ქართული საბრძოლო მანქანები „ლაზიკა“, ჯავშანმანქანები „დიდგორი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვ.
სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით კომპანია „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ-ცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0