https://sputnik-georgia.com/20221111/rodis-gaixsneba-upiloto-sapreni-aparatebis-warmoebis-qarxana-272111051.html
როდის გაიხსნება საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების საწარმო: სამინისტროს განმარტება
როდის გაიხსნება საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების საწარმო: სამინისტროს განმარტება
Sputnik საქართველო
ქართულ-პოლონური საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. 11.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-11T16:51+0400
2022-11-11T16:51+0400
2022-11-11T20:12+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საზოგადოება
პოლონეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23796/42/237964279_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_44166d5558baae0677f79689cc2b5781.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“ ქართული საწარმო „დელტა ინტერნეიშენალისა“ და პოლონური კომპანია WB Electronics-ს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად იმუშავებენ.ცენტრ „დელტაში“ გაერთიანებულია ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა. ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. „დელტას“ ბაზაზე იწარმოება 15 სახის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ქართული საბრძოლო მანქანები „ლაზიკა“, ჯავშანმანქანები „დიდგორი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვ.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23796/42/237964279_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_3bdb9f7a9797d8b7dc3cf5e36e14768c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, პოლონეთი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, პოლონეთი , ახალი ამბები
როდის გაიხსნება საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების საწარმო: სამინისტროს განმარტება
16:51 11.11.2022 (განახლებულია: 20:12 11.11.2022) ქართულ-პოლონური საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“ ქართული საწარმო „დელტა ინტერნეიშენალისა“ და პოლონური კომპანია WB Electronics-ს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად იმუშავებენ.
სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით კომპანია „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ-ცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ, ნათქვამია განცხადებაში.
ცენტრ „დელტაში“ გაერთიანებულია ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა. ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. „დელტას“ ბაზაზე იწარმოება 15 სახის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ქართული საბრძოლო მანქანები „ლაზიკა“, ჯავშანმანქანები „დიდგორი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვ.