https://sputnik-georgia.com/20231211/brzola-dezinformaciastan-rogorc-saqartvelos-mtavrobis-axali-strategiis-prioriteti-284878792.html
ბრძოლა დეზინფორმაციასთან როგორც საქართველოს მთავრობის ახალი სტრატეგიის პრიორიტეტი
ბრძოლა დეზინფორმაციასთან როგორც საქართველოს მთავრობის ახალი სტრატეგიის პრიორიტეტი
Sputnik საქართველო
კომუნიკაციის სტრატეგია ეფუძნება მთავრობის მიერ 2023 წელს დამტკიცებულ ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტს 11.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-11T19:58+0400
2023-12-11T19:58+0400
2023-12-11T19:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22982/41/229824112_0:62:1201:737_1920x0_80_0_0_641c63830d656657db7ff23b4f224103.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ორშაბათს დამტკიცდა განკარგულების პროექტი - საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის, რომლის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ბრძოლა დეზინფორმაციასთან, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს.სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება და ამავე კუთხით სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების შესაძლებლობების განვითარება.დეზინფორმაცია მოქმედებაში: შალვა პაპუაშვილი ადამიანებით მანიპულირებაზე >>საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიზანია მთავრობასა და საზოგადოებას შორის პროაქტიული, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემის ერთიანი ხედვის შემუშავება, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და, მეორე მხრივ, მორგებული იქნება საქართველოს მთავრობის გრძელვადიან საკომუნიკაციო მიზნებზე.კომუნიკაციის სტრატეგია ეფუძნება მთავრობის მიერ 2023 წელს დამტკიცებულ ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტს - „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია" და სრულ თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ხედვასთან, სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, მიზნებსა და ამოცანებთან.სტრატეგიის მიზნებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის („სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისთვის") ფარგლებში ჩატარდა საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემური კვლევა, რომლის შედეგად გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, ხოლო მეორე მხრივ, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების შესაძლებლობები.კალაძე: „ქართული ოცნების“ წევრები დეზინფორმაციის მსხვერპლი ხდებიან >>დოკუმენტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სტრატეგიული კომუნიკაციების წარმომადგენლებმა.სოციალური თანასწორობა, დემოკრატიის განმტკიცება, ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლება - ესაა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის მთავარი მიზნები.წყარო - საქართველოს მთავრობა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22982/41/229824112_0:0:989:742_1920x0_80_0_0_ffdddb10758d96282e8f788bf38aae61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა
ბრძოლა დეზინფორმაციასთან როგორც საქართველოს მთავრობის ახალი სტრატეგიის პრიორიტეტი
კომუნიკაციის სტრატეგია ეფუძნება მთავრობის მიერ 2023 წელს დამტკიცებულ ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტს
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ორშაბათს დამტკიცდა განკარგულების პროექტი - საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის, რომლის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ბრძოლა დეზინფორმაციასთან, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს.
სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება და ამავე კუთხით სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების შესაძლებლობების განვითარება.
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიზანია მთავრობასა და საზოგადოებას შორის პროაქტიული, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემის ერთიანი ხედვის შემუშავება, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და, მეორე მხრივ, მორგებული იქნება საქართველოს მთავრობის გრძელვადიან საკომუნიკაციო მიზნებზე.
კომუნიკაციის სტრატეგია ეფუძნება მთავრობის მიერ 2023 წელს დამტკიცებულ ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტს - „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია" და სრულ თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ხედვასთან, სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, მიზნებსა და ამოცანებთან.
სტრატეგიის მიზნებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის („სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისთვის") ფარგლებში ჩატარდა საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემური კვლევა, რომლის შედეგად გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, ხოლო მეორე მხრივ, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების შესაძლებლობები.
დოკუმენტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სტრატეგიული კომუნიკაციების წარმომადგენლებმა.
სოციალური თანასწორობა, დემოკრატიის განმტკიცება, ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლება - ესაა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის მთავარი მიზნები.