https://sputnik-georgia.com/20230912/kalaze-qartuli-ocnebis-wevrebi-dezinformaciis-msxverpli-xdebian-282211797.html
კალაძე: „ქართული ოცნების“ წევრები დეზინფორმაციის მსხვერპლი ხდებიან
კალაძე: „ქართული ოცნების“ წევრები დეზინფორმაციის მსხვერპლი ხდებიან
Sputnik საქართველო
კალაძე დაადანაშაულეს იმაში, რომ მან იცოდა მოსალოდნელი მეწყერის შესახებ, საკუთარი ოჯახი გადაარჩინა, სხვები კი არ გააფრთხილა საშიშროების შესახებ 12.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-12T23:59+0400
2023-09-12T23:59+0400
2023-09-13T02:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახა კალაძე
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
მეწყერი რაჭაში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1b/261542852_0:69:1280:790_1920x0_80_0_0_aadd3eb63f249bca9ba1f3564e797ce8.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრები მიზანმიმართული დეზინფორმაციის სამიზნე ხდებიან, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომლის ოჯახიც ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი გახდა.ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა კალაძე დაადანაშაულა იმაში, რომ მან 3 აგვისტოს შოვის სტიქიის ზონიდან ოჯახის წევრები სახელმწიფო შვეულმფრენით გამოიყვანა და წინასწარ იცოდა მეწყრის ჩამოწოლის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, მაგრამ ამის შესახებ არავინ გაუფრთხილებია.ყველამ, ვინც ამ დეზინფორმაციას ავრცელებდა, დაწყებული ჟურნალისტებით, დამთავრებული პოლიტიკოსებით, ხალხის სათანადო რეაქცია მიიღო, აღნიშნა მან.„თქვენ თვითონ გაებით მახეში, რადგან ნახეთ, ამ სიბინძურეების გამო, თქვენ მიმართ როგორი იყო ხალხის რეაქცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა გაავლო პარალელი თავის ისტორიასა და აჟიოტაჟს შორის, რომელიც პრემიერ-მინისტრის აშშ-ში კერძო ვიზიტის ირგვლივ შეიქმნა.კალაძის შვილებმა კურორტი შოვი დამანგრეველ სტიქიამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე დატოვეს >>ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ სიუჟეტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ოჯახის წევრებთან და სახელმწიფო დაცვასთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე კერძო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ტელეარხის ცნობით, პრემიერი აშშ-ში მიუნხენის გავლით გაემგზავრა, სადაც 19 აგვისტოს სამთავრობო თვითმფრინავით CRJ200 ჩავიდა. თვითმფრინავი მას მიუნხენში ერთი კვირა ელოდა. ღარიბაშვილი ამ თვითმფრინავით საქართველოში 28 აგვისტოს დაბრუნდა.როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, სპეციალური რეისი თბილისი-მიუნხენი-თბილისი, რომლითაც იმგზავრა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 34 ათასი ევრო დაჯდა, ტრანზაქცია კი კერძო პირმა - პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა განახორციელა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1b/261542852_93:0:1232:854_1920x0_80_0_0_c5f014b4811db69e682f66f63141bc8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, მეწყერი რაჭაში
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, მეწყერი რაჭაში
კალაძე: „ქართული ოცნების“ წევრები დეზინფორმაციის მსხვერპლი ხდებიან
23:59 12.09.2023 (განახლებულია: 02:09 13.09.2023) კალაძე დაადანაშაულეს იმაში, რომ მან იცოდა მოსალოდნელი მეწყერის შესახებ, საკუთარი ოჯახი გადაარჩინა, სხვები კი არ გააფრთხილა საშიშროების შესახებ
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრები მიზანმიმართული დეზინფორმაციის სამიზნე ხდებიან, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომლის ოჯახიც ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი გახდა.
ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა კალაძე დაადანაშაულა იმაში, რომ მან 3 აგვისტოს შოვის სტიქიის ზონიდან ოჯახის წევრები სახელმწიფო შვეულმფრენით გამოიყვანა და წინასწარ იცოდა მეწყრის ჩამოწოლის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, მაგრამ ამის შესახებ არავინ გაუფრთხილებია.
„აღნიშნული პროპაგანდის მსხვერპლი რამდენიმე კვირის წინ მე და ჩემი ოჯახი გავხდით. ამ ხნის განმავლობაში თავს მამართლებინებდით, რატომ არ დაიხოცნენ შოვში ჩემი შვილები“, - განაცხადა კალაძემ.
ყველამ, ვინც ამ დეზინფორმაციას ავრცელებდა, დაწყებული ჟურნალისტებით, დამთავრებული პოლიტიკოსებით, ხალხის სათანადო რეაქცია მიიღო, აღნიშნა მან.
„თქვენ თვითონ გაებით მახეში, რადგან ნახეთ, ამ სიბინძურეების გამო, თქვენ მიმართ როგორი იყო ხალხის რეაქცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა გაავლო პარალელი თავის ისტორიასა და აჟიოტაჟს შორის, რომელიც პრემიერ-მინისტრის აშშ-ში კერძო ვიზიტის ირგვლივ შეიქმნა.
ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ სიუჟეტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ოჯახის წევრებთან და სახელმწიფო დაცვასთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე კერძო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ტელეარხის ცნობით, პრემიერი აშშ-ში მიუნხენის გავლით გაემგზავრა, სადაც 19 აგვისტოს სამთავრობო თვითმფრინავით CRJ200 ჩავიდა. თვითმფრინავი მას მიუნხენში ერთი კვირა ელოდა. ღარიბაშვილი ამ თვითმფრინავით საქართველოში 28 აგვისტოს დაბრუნდა.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში ჰქონდათ პროპაგანდა, თითქოს ბიუჯეტის თანხები დაიხარჯა. გქონდათ მცდელობა, შეცდომაში შეგეყვანათ საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც ბევრჯერ მოგვიწია განცხადების გაკეთება, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა აღნიშნულ ფრენაზე.– აღნიშნა კახა კალაძემ.
როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, სპეციალური რეისი თბილისი-მიუნხენი-თბილისი, რომლითაც იმგზავრა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 34 ათასი ევრო დაჯდა, ტრანზაქცია კი კერძო პირმა - პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა განახორციელა.