https://sputnik-georgia.com/20230929/papuasvili-dezinformaciaze-da-adamianebit-manipulirebaze-282792408.html
დეზინფორმაცია მოქმედებაში: შალვა პაპუაშვილი ადამიანებით მანიპულირებაზე
დეზინფორმაცია მოქმედებაში: შალვა პაპუაშვილი ადამიანებით მანიპულირებაზე
Sputnik საქართველო
დეზინფორმაცია ველური ხანძარივით ვრცელდება სოციალური ქსელების პლატფორმებზე, აღნიშნა პოლიტიკოსმა. 29.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-29T17:18+0400
2023-09-29T17:18+0400
2023-09-29T20:33+0400
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263180184_0:157:1920:1237_1920x0_80_0_0_d1243e51b4931f361925a66e99b43573.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო დროს გახშირდა დეზინფორმაციული კამპანიები, რაც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისა და სიმართლის დამახინჯებისკენ არის მიმართული, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დემოკრატია გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების პრინციპებსა და ადამიანების სურვილებს ემყარება. დეზინფორმაცია ველური ხანძარივით ვრცელდება სოციალური ქსელების პლატფორმებზე, ამიტომ მცდარმა ინფორმაციამ შეიძლება მილიონობით ადამიანამდე მიაღწიოს წამებში, შექმნას იდეალური გარემო მანიპულაციებისთვის, აღნიშნა პოლიტიკოსმა. პაპუაშვილის თქმით, მათი ტაქტიკა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებიდან მცდარი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე გათვლილი მავნე და შეფარული კამპანიების წარმოებამდე მერყეობს. როგორც მან აღნიშნა, ეს საფრთხეები უფრო მწვავე არჩევნების დროს ხდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დემოკრატიას ჩვენს რეგიონში მყიფე ფესვები აქვს და დღეს უპრეცედენტო ორმაგი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირლანდიაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობისთვის სამუშაო ვიზიტით 27 სექტემბერს გაემგზავრა. ეს არის დიდი საპარლამენტო სამიტი, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ტარდება სტრასბურგში და ევროპის საბჭოს წევრი რომელიმე სახელმწიფოს დედაქალაქში მონაცვლეობით. ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილმა რიგი ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან. დუბლინში ასევე გაიმართა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩთან.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263180184_14:142:1531:1280_1920x0_80_0_0_54707227004d7dec2d4884288afd103d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, ევროპა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, ევროპა
დეზინფორმაცია მოქმედებაში: შალვა პაპუაშვილი ადამიანებით მანიპულირებაზე
17:18 29.09.2023 (განახლებულია: 20:33 29.09.2023) დეზინფორმაცია ველური ხანძარივით ვრცელდება სოციალური ქსელების პლატფორმებზე, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო დროს გახშირდა დეზინფორმაციული კამპანიები, რაც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისა და სიმართლის დამახინჯებისკენ არის მიმართული, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დემოკრატია გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების პრინციპებსა და ადამიანების სურვილებს ემყარება.
„ბოლო პერიოდში სახეზეა დეზინფორმაციული კამპანიის მატება, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციას და სიმართლის დამახინჯებას ისახავს მიზნად... მოქალაქეებს ჭარბად მიეწოდება არასწორი ინფორმაცია, რაც ფაქტსა და წარმოსახვას შორის განსხვავებას ართულებს", – განაცხადა პაპუაშვილმა.
დეზინფორმაცია ველური ხანძარივით ვრცელდება სოციალური ქსელების პლატფორმებზე, ამიტომ მცდარმა ინფორმაციამ შეიძლება მილიონობით ადამიანამდე მიაღწიოს წამებში, შექმნას იდეალური გარემო მანიპულაციებისთვის, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„უფრო მეტიც, ფარული საგარეო ინტერვენცია უფრო და უფრო მეტად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის. მტრულად განწყობილი აქტორები ცდილობენ ჩვენი სისუსტის გამოყენებას და ამით დემოკრატიული პროცესების დაზიანებას. მათი მიზანია ინსტიტუტებისადმი ნდობის შერყევა, უთანხმოების გაღვივება, მოქალაქეების დაბნევა და დემოკრატიული საფუძვლების შესუსტება", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილის თქმით, მათი ტაქტიკა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებიდან მცდარი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე გათვლილი მავნე და შეფარული კამპანიების წარმოებამდე მერყეობს.
როგორც მან აღნიშნა, ეს საფრთხეები უფრო მწვავე არჩევნების დროს ხდება.
„დეზინფორმაციის და საგარეო ჩარევის შემთხვევაში იკარგება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეა. მოქალაქეებს ჭარბად მიეწოდება არასწორი ინფორმაცია... საარჩევნო პროცესში ნდობა ნაკლებია, რაც ხელს უწყობს მოქალაქეების ილუზიის ქვეშ ყოფნას და შესუსტებულ დემოკრატიას. საქართველოსთვის ეს გამოწვევა უცხო არ არის", – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დემოკრატიას ჩვენს რეგიონში მყიფე ფესვები აქვს და დღეს უპრეცედენტო ორმაგი გამოწვევის წინაშე ვდგავართ.
„აღნიშნული გამოწვევა, ერთი მხრივ, შედგება საგარეო პოლიტიკური წნეხისგან და ჩარევისგან, ხოლო მეორე მხრივ, შიდა პოლიტიკაში რადიკალიზმისა და პოპულიზმისგან. ეს ტენდენცია უკვე ნათელია", – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირლანდიაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობისთვის სამუშაო ვიზიტით 27 სექტემბერს გაემგზავრა. ეს არის დიდი საპარლამენტო სამიტი, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ტარდება სტრასბურგში და ევროპის საბჭოს წევრი რომელიმე სახელმწიფოს დედაქალაქში მონაცვლეობით.
ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილმა რიგი ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან. დუბლინში ასევე გაიმართა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩთან.