ექიმებისა და ექთნებისთვის ნაკლები ანაზღაურების მიცემის გამო 31 კლინიკა დაჯარიმდა

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2023
გამოწერა
2023 წლის 1-ლი იანვრიდან ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, ექთნების კი საათში 4,4 ლარით განისაზღვრა.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. შრომის ინსპექციამ ექიმებისა და ექთნებისთვის დაწესებული მინიმალური საათობრივი ანაზღაურების წესის დარღვევის გამო 10 თვეში 31 სამედიცინო დაწესებულება დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შრომის ინსპექციამ 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე 354 სამედიცინო დაწესებულება შეამოწმა, საიდანაც 47 კლინიკაში მინიმალურ ზღვარზე ნაკლები საათობრივი ანაზღაურების გაცემა გამოვლინდა.
უწყების ცნობით, 31 სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა, ხოლო გაფრთხილება მიეცა 16-ს.
სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის 1-ლი ინვარიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1.260 ლარი), ექთნების კი საათში 4,4 ლარით (თვეში მინიმუმ 792 ლარი) განისაზღვრა. ხელფასის ზრდა დაახლოებით 9 ათას ექიმსა და 8 ათასზე მეტ ექთანს შეეხო.
კლინიკები, რომლებიც მედპერსონალს ხელფასს არ გადაუხდიან, სამმაგად დაჯარიმდებიან>>
მიმდინარე წლის აპრილიდან კი ამოქმედდა ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ელექტრონული პორტალი, სადაც ასახულია ექიმებისა და ექთნების ნამუშევარი საათები და გაცემული ანაზღაურება. აღნიშნულ მონაცემებს შრომის ინსპექციის სამსახური ამუშავებს.
შრომის მინიმალური ანაზღაურების ოდენობის დასადგენად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სხვა ქვეყნების გამოცდილება შეისწავლა, ასევე გაეცნო ქვეყნის რამდენიმე კლინიკაში არსებულ პრაქტიკას, სადაც ექიმის ხელფასი საათში 5,5-დან 6,2 ლარამდე მერყეობს, ხოლო მედდებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის – ექიმის ხელფასის სხვადასხვა პროცენტს შეადგენს.
ექიმებისა და ექთნების საათობრივი ანაზღაურება ელექტრონულ პორტალზე აისახება>>
ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილებით, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი მომდევნო წლებში ეტაპობრივად გაიზრდება. 2025 წლისთვის ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში 9 ლარი, ექთნის კი 5,6 ლარი გახდება.
ყველა ახალი ამბავი
0