https://sputnik-georgia.com/20230330/eqimebisa-da-eqtnebis-anazgaureba-eleqtronul-portalze-aisaxeba-276250295.html
ექიმებისა და ექთნების საათობრივი ანაზღაურება ელექტრონულ პორტალზე აისახება
ექიმებისა და ექთნების საათობრივი ანაზღაურება ელექტრონულ პორტალზე აისახება
Sputnik საქართველო
საქართველოში ხელფასის ზრდა დაახლოებით 9 ათას ექიმსა და 8 ათასზე მეტ ექთანს შეეხო. 30.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-30T14:22+0400
2023-03-30T14:22+0400
2023-03-30T19:13+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. შეიქმნა ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ელექტრონული პორტალი, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ელექტრონული პორტალი ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის - „ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების“ ფარგლებში შეიქმნა.უწყების ცნობით, 1 აპრილიდან სამედიცინო დაწესებულებებმა ექიმებისა და ექთნების ნამუშევარი საათები და გაცემული ანაზღაურება ელექტრონულ სისტემაში უნდა ასახონ, ამ მონაცემებს კი შრომის ინსპექციის სამსახური დაამუშავებს.2023 წლის 1 იანვრიდან ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში საშუალოდ 1.260 ლარი), ექთნების კი საათში 4,4 ლარით (თვეში საშუალოდ 792 ლარი) განისაზღვრა.შრომის ინსპექციის სამსახური ექიმებისა და ექთნების ხელფასების საკითხს შეისწავლის>>>ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ახალი რეგულაციით ხელფასის მატება დაახლოებით 9 ათას ექიმს და 8 ათასზე მეტ მედდას შეეხო.საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირებისთვის შრომის მინიმალური ანაზღაურების ზღვრის დაწესება 2022 წლის დასაწყისში დააანონსა.რეფორმის თანახმად, ყველა იმ კლინიკის ხელმძღვანელი, რომელიც საყოველთა ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, ვალდებულია ექიმებისა და მედდების სახელფასო ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილებით, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი მომდევნო წლებში ეტაპობრივად კიდევ გაიზრდება. 2025 წლისთვის ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში 9 ლარი, ექთნის კი 5,6 ლარი გახდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ექიმებისა და ექთნების საათობრივი ანაზღაურება ელექტრონულ პორტალზე აისახება
14:22 30.03.2023 (განახლებულია: 19:13 30.03.2023) საქართველოში ხელფასის ზრდა დაახლოებით 9 ათას ექიმსა და 8 ათასზე მეტ ექთანს შეეხო.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. შეიქმნა ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ელექტრონული პორტალი, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ელექტრონული პორტალი ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის - „ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების“ ფარგლებში შეიქმნა.
უწყების ცნობით, 1 აპრილიდან სამედიცინო დაწესებულებებმა ექიმებისა და ექთნების ნამუშევარი საათები და გაცემული ანაზღაურება ელექტრონულ სისტემაში უნდა ასახონ, ამ მონაცემებს კი შრომის ინსპექციის სამსახური დაამუშავებს.
„ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალი პორტალი სამედიცინო დაწესებულებებს გააცნეს. შრომის ინსპექციის სამსახური აქტიურ რეჟიმში აგრძელებს კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სისტემის გამართული ფუნქციონირება", – ნათქვამია განცხადებაში.
2023 წლის 1 იანვრიდან ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში საშუალოდ 1.260 ლარი), ექთნების კი საათში 4,4 ლარით (თვეში საშუალოდ 792 ლარი) განისაზღვრა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ახალი რეგულაციით ხელფასის მატება დაახლოებით 9 ათას ექიმს და 8 ათასზე მეტ მედდას შეეხო.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირებისთვის შრომის მინიმალური ანაზღაურების ზღვრის დაწესება 2022 წლის დასაწყისში დააანონსა.
რეფორმის თანახმად, ყველა იმ კლინიკის ხელმძღვანელი, რომელიც საყოველთა ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, ვალდებულია ექიმებისა და მედდების სახელფასო ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.
ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილებით, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი მომდევნო წლებში ეტაპობრივად კიდევ გაიზრდება. 2025 წლისთვის ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში 9 ლარი, ექთნის კი 5,6 ლარი გახდება.