https://sputnik-georgia.com/20231206/mavneblebi-mmartvel-partiasi-orbanis-misamartit-opoziciis-kritikas-upasuxes-284758675.html
მავნებლები! - მმართველ პარტიაში ორბანის მისამართით ოპოზიციის კრიტიკას უპასუხეს
მავნებლები! - მმართველ პარტიაში ორბანის მისამართით ოპოზიციის კრიტიკას უპასუხეს
Sputnik საქართველო
უნგრეთი ეწინააღმდეგება დეკემბრის სამიტზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას 06.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-06T22:29+0400
2023-12-06T22:29+0400
2023-12-06T22:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
უნგრეთი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/18/273374930_0:0:3145:1770_1920x0_80_0_0_9a52b96f709815f8c3435636aa35a62d.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და ებრძვიან საქართველოს მხარდამჭერებს, ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ოპოზიციის კრიტიკაზე, რომელიც მოჰყვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით.ქართველმა ოპოზიციონერებმა ორბანს, რომელიც ეწინააღმდეგება დეკემბრის სამიტზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში დაბრკოლება უწოდეს. მათი თქმით, ორბანი არის პრორუსი პოლიტიკოსი, რომელიც აშანტაჟებს ევროკავშირს და არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთადერთი მოკავშირე.კალაძის თქმით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელის შეშლა მოხდეს და ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.„მაგრამ არავის არაფერი გამოუვა. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სტატუსიც მივიღოთ, შემდეგი წლების განმავლობაში ყველა რეფორმა განხორციელდეს და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი დავაჩქაროთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.რას ამბობენ ოპოზიციაშიუნგრეთი ეწინააღმდეგება თანამეგობრობის წევრი-ქვეყნების მეთაურების დეკემბრის სამიტზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა შესაბამისი წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს გაუგზავნა.დეპუტატი: საქართველო არ უნდა გახდეს უკრაინის საკითხის მძევალი >>„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ ადრე განაცხადა, რომ ორბანი აშანტაჟებს ევროკავშირს უკრაინის საკითხზე და მთლიანობაში ევროკავშირის გაფართოების თემაზეც.„ცხადია, რასაც ორბანი ახლა აკეთებს, ეს საფრთხეა არა მხოლოდ უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვასთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც გაფართოების არეალში მოიაზრება.მისი თქმით, ერთადერთი ქვეყანა, ვისაც ხელს აძლევს ორბანის განცხადება, არის რუსეთი.მანამდე ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას ემუქრება ერთადერთი ფაქტორის - ვიქტორ ორბანის პოზიციის გამო, რომელიც ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ღონისძიებათა პაკეტის დაბლოკვით იმუქრება.მანამდე ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტს საერთოდ არ სურს დეკემბრის სამიტის დღის წესრიგში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხის დაყენება, რადგან წინასწარ ცხადია, რომ წევრ ქვეყნებს შორის თანხმობა არ იქნება. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი შეიძლება განიხილებოდეს 5-10 წელიწადში, კიევთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების პირობით.საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისაქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.საქართველოს ევროკავშირის შიგნით უთანხმოებები არ შეეხება - პაპუაშვილი>>>პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა.საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
საქართველო
უნგრეთი
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/18/273374930_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_7a91036cfe79bd4097d6f22167dc2293.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, უნგრეთი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, უნგრეთი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
მავნებლები! - მმართველ პარტიაში ორბანის მისამართით ოპოზიციის კრიტიკას უპასუხეს
უნგრეთი ეწინააღმდეგება დეკემბრის სამიტზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და ებრძვიან საქართველოს მხარდამჭერებს, ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ოპოზიციის კრიტიკაზე, რომელიც მოჰყვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით.
ქართველმა ოპოზიციონერებმა ორბანს, რომელიც ეწინააღმდეგება დეკემბრის სამიტზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში დაბრკოლება უწოდეს. მათი თქმით, ორბანი არის პრორუსი პოლიტიკოსი, რომელიც აშანტაჟებს ევროკავშირს და არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთადერთი მოკავშირე.
„ჩვეულებრივი მავნებლები არიან. რაც შეეხება ორბანს, მან თავისი განცხადებებით არაერთხელ დაგვანახა, რომ უნგრეთი, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერია. ოპოზიციას რასაც ვუყურებ, მაქსიმალურად ებრძვიან მათ, ვინც საქართველოს უჭერს მხარს“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელის შეშლა მოხდეს და ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.
„მაგრამ არავის არაფერი გამოუვა. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სტატუსიც მივიღოთ, შემდეგი წლების განმავლობაში ყველა რეფორმა განხორციელდეს და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი დავაჩქაროთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
უნგრეთი ეწინააღმდეგება თანამეგობრობის წევრი-ქვეყნების მეთაურების დეკემბრის სამიტზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა შესაბამისი წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს გაუგზავნა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ ადრე განაცხადა, რომ ორბანი აშანტაჟებს ევროკავშირს უკრაინის საკითხზე და მთლიანობაში ევროკავშირის გაფართოების თემაზეც.
„ცხადია, რასაც ორბანი ახლა აკეთებს, ეს საფრთხეა არა მხოლოდ უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვასთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც გაფართოების არეალში მოიაზრება.
მისი თქმით, ერთადერთი ქვეყანა, ვისაც ხელს აძლევს ორბანის განცხადება, არის რუსეთი.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, შემთხვევითი არ არის, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი მოკავშირე ჰყავს და ის არის პრორუსულად განწყობილი ორბანი, რომელიც ევროკავშირისთვის არის დიდი თავის ტკივილი“, - განაცხადა წითლიძემ.
მანამდე ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას ემუქრება ერთადერთი ფაქტორის - ვიქტორ ორბანის პოზიციის გამო, რომელიც ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ღონისძიებათა პაკეტის დაბლოკვით იმუქრება.
მანამდე ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტს საერთოდ არ სურს დეკემბრის სამიტის დღის წესრიგში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხის დაყენება, რადგან წინასწარ ცხადია, რომ წევრ ქვეყნებს შორის თანხმობა არ იქნება. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი შეიძლება განიხილებოდეს 5-10 წელიწადში, კიევთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების პირობით.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა.
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.