https://sputnik-georgia.com/20231205/saqartvelos-istoria-sikvdiltan-rimilit-semyreli-qartvelebi-284716967.html
სიკვდილთან ღიმილით შემყრელნი: ნამდვილი ამბები საქართველოს ისტორიიდან
სიკვდილთან ღიმილით შემყრელნი: ნამდვილი ამბები საქართველოს ისტორიიდან
Sputnik საქართველო
რომაელი ფილოსოფოსი და იმპერატორი მარკუს ავრელიუსი წერდა: „სიკვდილი ყველას გვიღიმის, მაგრამ მხოლოდ მამაცს შეუძლია გაუღიმოს მას საპასუხოდ“. 05.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-05T15:56+0400
2023-12-05T15:56+0400
2023-12-05T15:56+0400
წასაკითხი ამბები
საქართველოს ისტორიიდან
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280681757_0:300:3072:2028_1920x0_80_0_0_ea17b371aef53978a17420a1ddae229b.jpg
ქართველებს მრავლად გვყოლია ასეთი გმირები. სიკვდილთან ღიმილით შეყრა ლამის ძვალ-რბილში ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს გამჯდარი...***ქისტების რისხვა იყო შატილელი ქურსიკა ჭინჭარაული. მომხდურს მარტო საკუთარ კარ-მიდამოს სიახლოვეს კი არა, სოფლის მისადგომებთანაც არ აჭაჭანებდა.დიდი წყნა ჰქონდათ ქისტებს მის მიმართ, ამიტომ გადაწყვეტეს, მოეკლათ შატილელი ვაჟკაცი.ერთხელაც სათიბში გასული ჭინჭარაული ქვაზე იჯდა და ცელს კვერავდა. ქისტები ზურგიდან მიეპარნენ და თოფი ესროლეს. ტყვია გრდემლს მოხვდა, ასხლტა და მიწაში ჩაერჭო. ქურსიკამ იფიქრა, გაქცევას აზრი არ აქვს, მაინც მომკლავენ, თანაც რომ გავიქცე, იტყვიან, ხევსური შევაშინეთო. ამიტომ ადგილიდან არ განძრეულა, მშვიდად განაგრძო კვერვა.გაოგნდნენ ქისტები. ესოდენი ვაჟკაცობა და უშიშრობა მანამდე, ეტყობა, არც სმენოდათ და არც ენახათ. ჭინჭარაულის უდრეკობამ დიდი პატივისცემა აღძრა მათში, თოფები მხარზე გაიდეს და უხმოდ გაეცალნენ იქაურობას.***ალექსანდრე დიუმამ საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები წვრილად აღწერა წიგნში „კავკასია“.ერთ-ერთ ეპიზოდში მწერალი ასეთ რამეს წერს:„მძიმე ტკივილებით შეწუხებული ყმაწვილი საშინლად კვნესოდა. შეთი შვილს მიუახლოვდა, თოფს დაეყრდნო და შუბლშეკრულმა ჰკითხა:— ვაჟკაცი გამიჩენია ქვეყანაზე თუ დედაკაცი?!— ვაჟკაცი, მამაჩემო, — მიუგო შვილმა.— თუ ვაჟკაცი ხარ, მაშ, რა გაკვნესებს?!დაჭრილი დადუმდა და ისე განუტევა სული, რომ ხმა აღარ ამოუღია“...არ გამოტოვოთ: როცა წინდის ჩხირიც იარაღია, ანუ ამბავი ქართველი ამორძალებისა***სიკვდილის მიმართ უშიშრობით მარტო კაცები კი არა, ქართველი ქალებიც გამოირჩეოდნენ.ძველი ისტორია მოგვითხრობს, რომ აღა მაჰმად-ხანისთვის საჩუქრად მშვენიერი ქართველი ტყვე ქალი მიუგვრიათ, რომელსაც ქმარი გააფთრებულ ბრძოლაში დაღუპვოდა, ძუძუმწოვარა ბავშვი კი მტარვალებს ქვაზე დაენარცხებინათ და ისე მოეკლათ. დედისთვის არაფერი ევნოთ — ძალიან ლამაზი ყოფილა და მბრძანებელს მიართვეს საჩუქრად.მრისხანე საჭურისმა კი ქალი ჯაფარ ბეგს მიჰყიდა. ახალმა პატრონმა მას მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა და ჰარემში გამწესება დაუპირა.გაუბედურებულმა ქალმა ჯაფარ-ბეგს ხელისგული გაუსინჯა და უთხრა: შენი ხელისგული მეუბნება, რომ ამაღამ საკუთარი ხანჯლით გიწერია სიკვდილიო. მერე ხანჯალი მოსთხოვა, შევულოცავ და უვნებელი გახდები, სიკვდილი აღარ მოგეკარებაო.მაჰმადიანებს სწამდათ, რომ ქართველმა ქალებმა იარაღის შელოცვა იცოდნენ. ჯაფარ-ბეგმაც ხანჯალი მოიხსნა და ქალს გადასცა. ქართველმა ტყვემ, ჯერ ვითომ შეულოცა იარაღს, მერე კი ხანჯლის წვერი გულზე მიიდო და ჯაფარ-ბეგს უთხრა, ხანჯლის ტარს დაჰკარი და დარწმუნდები, რომ ვნება არ მომადგება, არ დავიჭრებიო.ჯაფარმაც დაჰკრა და... ტყვე ქალი გულგანგმირული დაეცა მის ფერთხით...
https://sputnik-georgia.com/20230913/saqartvelosistoria-sah-abasi-mazandarasvili-tika-zaqaria-tevdorasvili-282215008.html
https://sputnik-georgia.com/20230308/qartveli-meomari-qali-tatasvilis-gora-275576394.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280681757_229:0:2960:2048_1920x0_80_0_0_3a83261bf3c5340c2e34d2a1c7fde538.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
წასაკითხი ამბები, საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
წასაკითხი ამბები, საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
სიკვდილთან ღიმილით შემყრელნი: ნამდვილი ამბები საქართველოს ისტორიიდან
რომაელი ფილოსოფოსი და იმპერატორი მარკუს ავრელიუსი წერდა: „სიკვდილი ყველას გვიღიმის, მაგრამ მხოლოდ მამაცს შეუძლია გაუღიმოს მას საპასუხოდ“.
ქართველებს მრავლად გვყოლია ასეთი გმირები. სიკვდილთან ღიმილით შეყრა ლამის ძვალ-რბილში ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს გამჯდარი...
ქისტების რისხვა იყო შატილელი ქურსიკა ჭინჭარაული. მომხდურს მარტო საკუთარ კარ-მიდამოს სიახლოვეს კი არა, სოფლის მისადგომებთანაც არ აჭაჭანებდა.
დიდი წყნა ჰქონდათ ქისტებს მის მიმართ, ამიტომ გადაწყვეტეს, მოეკლათ შატილელი ვაჟკაცი.
ერთხელაც სათიბში გასული ჭინჭარაული ქვაზე იჯდა და ცელს კვერავდა. ქისტები ზურგიდან მიეპარნენ და თოფი ესროლეს. ტყვია გრდემლს მოხვდა, ასხლტა და მიწაში ჩაერჭო. ქურსიკამ იფიქრა, გაქცევას აზრი არ აქვს, მაინც მომკლავენ, თანაც რომ გავიქცე, იტყვიან, ხევსური შევაშინეთო. ამიტომ ადგილიდან არ განძრეულა, მშვიდად განაგრძო კვერვა.
გაოგნდნენ ქისტები. ესოდენი ვაჟკაცობა და უშიშრობა მანამდე, ეტყობა, არც სმენოდათ და არც ენახათ. ჭინჭარაულის უდრეკობამ დიდი პატივისცემა აღძრა მათში, თოფები მხარზე გაიდეს და უხმოდ გაეცალნენ იქაურობას.
13 სექტემბერი 2023, 14:00
ალექსანდრე დიუმამ საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები წვრილად აღწერა წიგნში „კავკასია“.
ერთ-ერთ ეპიზოდში მწერალი ასეთ რამეს წერს:
„მძიმე ტკივილებით შეწუხებული ყმაწვილი საშინლად კვნესოდა. შეთი შვილს მიუახლოვდა, თოფს დაეყრდნო და შუბლშეკრულმა ჰკითხა:
— ვაჟკაცი გამიჩენია ქვეყანაზე თუ დედაკაცი?!
— ვაჟკაცი, მამაჩემო, — მიუგო შვილმა.
— თუ ვაჟკაცი ხარ, მაშ, რა გაკვნესებს?!
დაჭრილი დადუმდა და ისე განუტევა სული, რომ ხმა აღარ ამოუღია“...
სიკვდილის მიმართ უშიშრობით მარტო კაცები კი არა, ქართველი ქალებიც გამოირჩეოდნენ.
ძველი ისტორია მოგვითხრობს, რომ აღა მაჰმად-ხანისთვის საჩუქრად მშვენიერი ქართველი ტყვე ქალი მიუგვრიათ, რომელსაც ქმარი გააფთრებულ ბრძოლაში დაღუპვოდა, ძუძუმწოვარა ბავშვი კი მტარვალებს ქვაზე დაენარცხებინათ და ისე მოეკლათ. დედისთვის არაფერი ევნოთ — ძალიან ლამაზი ყოფილა და მბრძანებელს მიართვეს საჩუქრად.
მრისხანე საჭურისმა კი ქალი ჯაფარ ბეგს მიჰყიდა. ახალმა პატრონმა მას მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა და ჰარემში გამწესება დაუპირა.
გაუბედურებულმა ქალმა ჯაფარ-ბეგს ხელისგული გაუსინჯა და უთხრა: შენი ხელისგული მეუბნება, რომ ამაღამ საკუთარი ხანჯლით გიწერია სიკვდილიო. მერე ხანჯალი მოსთხოვა, შევულოცავ და უვნებელი გახდები, სიკვდილი აღარ მოგეკარებაო.
მაჰმადიანებს სწამდათ, რომ ქართველმა ქალებმა იარაღის შელოცვა იცოდნენ. ჯაფარ-ბეგმაც ხანჯალი მოიხსნა და ქალს გადასცა. ქართველმა ტყვემ, ჯერ ვითომ შეულოცა იარაღს, მერე კი ხანჯლის წვერი გულზე მიიდო და ჯაფარ-ბეგს უთხრა, ხანჯლის ტარს დაჰკარი და დარწმუნდები, რომ ვნება არ მომადგება, არ დავიჭრებიო.
ჯაფარმაც დაჰკრა და... ტყვე ქალი გულგანგმირული დაეცა მის ფერთხით...