https://sputnik-georgia.com/20230913/saqartvelosistoria-sah-abasi-mazandarasvili-tika-zaqaria-tevdorasvili-282215008.html
მაზანდარაანთ თიკას წიხლი შაჰს და პური სახელად „საქართველო“: მძიმე ამბები ისტორიიდან
მაზანდარაანთ თიკას წიხლი შაჰს და პური სახელად „საქართველო“: მძიმე ამბები ისტორიიდან
Sputnik საქართველო
ქართველთა მეხსიერებას შემოუნახავს ერთი თქმულება თუ ლეგენდა, რომელიც კარალეთელ თიკა მაზანდარაშვილთან არის დაკავშირებული. 13.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-13T14:00+0400
2023-09-13T14:00+0400
2023-09-13T18:40+0400
საქართველოს ისტორიიდან
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/12/279669800_0:1407:2048:2559_1920x0_80_0_0_8b8796b5f5ce62d277788ba12681b087.jpg
ამბავი პირველიქართველთა მეხსიერებას შემოუნახავს ერთი თქმულება თუ ლეგენდა, რომელიც კარალეთელ თიკა მაზანდარაშვილთან არის დაკავშირებული.სილამაზით გამორჩეული ყოფილა გლეხის გოგო თიკა. 13 წლისა გაუტაცნიათ და ტყვედ გაუყიდიათ ირანში — უმალ „ირანის ლომისთვის“ მიუგვრიათ იგი. სეფიანთა ხელმწიფეს მეტად მოსწონებია მაზანდარაანთ თიკა თავისი ჰარამხანისთვის. ოქრომკედით მოქარგულ ატლასში გამოუწყვიათ, ოქროს მაშიები ჩაუცმევიათ, სამკაულები აუსხამთ, მერე ძვირფას ქვეშაგებში ჩაუწვენიათ, მაგრამ... მწუხარედ აღმოხდომია გოგოს, ვაი შენ, ჩემო კარალულო ჩალაო.გაცოფებულა შაჰ-აბასი, მსოფლიოს მბრძანებლის ცოლი ხდები და ჩალას როგორ მისტირიო?!არადა, ის ლოგინად გაშლილი ჩალა იყო 13 წლის თიკას სამშობლო, ის ენატრებოდა ყველაზე მეტად და მარტო ძვირფას ფარჩა-აბრეშუმს კი არა, ყველაფერს ერჩივნა ამქვეყნად.ბავშვური პირდაპირობით მიუხლია თიკას მრისხანე შაჰისთვის, მიმიფურთხებია მსოფლიოსთვის, ჩემი სოფლის ჩალადაც არ მიღირს ირანის დედოფლის გვირგვინიო.ამბობენ, გლეხის გოგომ პირველივე ღამეს ისეთი სიშმაგით ჩაარტყა ფეხი დიდ შაჰს „სამიზეზო ადგილას“, კარგა ხნით დაუკარგაო ქალისკენ გახედვის სურვილი.ჰოდა, უმალ მახვილებზე წამოაგეს მამაცი ქართველი ქალი შაჰის მცველებმა...ამბავი მეორე1614 -1618 წლებში შაჰ-აბასმა კახეთიდან დაახლოებით 350 ათასი ქართველი წაასხა და ირანში გადაასახლა. ასე შეიქმნა ქართული კოლონიები ფერეიდანში, ისპაჰანში, მაზანდერანსა და შირაზში.ირანში იძულებით ჩასახლებული ქართველები უკიდეგანო უდაბნოს გაჰყურებდნენ და მწუხარებით იხსენებდნენ მამა-პაპათა საფლავებს, თავიანთ ბაღ-ვენახებსა თუ მარან-საწნახლებს, საქართველოში დარჩენილ ნათესავ-მეგობრებსა თუ ციხე-ტაძრებს... და ამის გამო სულ უფრო აუტანლად ეჩვენებოდათ იქაური ყოფა.ბოლოს ვეღარ გაძლო გულმა. სამშობლოს მონატრებამ და ტყვეობიდან თავის დაღწევის სურვილმა ყველა სხვა გრძნობა მოაჩლუნგა და 1654 წლის 17 აპრილს 165 ფერეიდნელი ქართველი სამშობლოს გზას დაადგა. მათ შორის იყო ერთი 12 წლის ბიჭიც.გაქცეულები დღისით ტყეებსა და მიუვალ ადგილებს აფარებდნენ თავს, ისვენებდნენ, გზას კი ღამით განაგრძობდნენ, რომ ვინმეს არ შეემჩნია.მაინც შენიშნეს.ყუმის უდაბნოსთან წამოეწივნენ სპარსელები, გზა მოუჭრეს და შეუბრალებლად გაჟუჟეს სამშობლოსკენ გაქცეულები, ამბის წამღებიც არ გაუშვიათ.დახოცილები ნადირ-ფრინველთა საჯიჯგნად მიატოვეს, მერე კი მათი გვამების სანახავად სხვა ქართველები მიჰყავდათ, ეუბნებოდნენ, ასეთი ბედი ელის მწყალობელი შაჰის ყველა ორგულს, ვინც გაქცევას გაბედავს, უარესი დღე დაადგებაო...მაგრამ გადასახლებულ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნება არ შეუწყვეტიათ. უფრო მეტიც, ამის იმედი რომ არ განელებულიყო, ფერეიდნელმა ქართველმა ზაქარია თევდორაშვილმა სახალხო დღესასწაულს დაუდო სათავე — შეჯიბრს, სახელწოდებით „საქართველოსკენ“, რომელიც ყოველი წლის 12 ივნისს იმართებოდა.ამ დღეს საგანგებოდ შერჩეულ ადგილზე საქართველოს სიმბოლოს – სპეციალურად გამომცხვარ, ჯვარგამოსახულ დიდ პურს დებდნენ, მერე კარგ მორბენალ 12 წლის ბიჭებს შეარჩევდნენ, ერთ ხაზზე გაამწკრივებდნენ და ნიშანს მისცემდნენ. და ისინიც თავაწყვეტილები მიქროდნენ „საქართველოსკენ“. ვინც პირველი მივიდოდა პურთან, გამარჯვებულიც ის იყო.ამ რიტუალმა საუკუნეებს გაუძლო. ცნობილია, რომ ის მეოცე საუკუნეშიც იმართებოდა.ასევე დრო-ჟამს გაუძლო ზაქარია თევდორაშვილის იმედითა და სევდით გამსჭვალულმა სიტყვებმაც:
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/12/279669800_153:1441:1641:2557_1920x0_80_0_0_2c0363a7ed7970aba7da0f3709467e73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
ქართველთა მეხსიერებას შემოუნახავს ერთი თქმულება თუ ლეგენდა, რომელიც კარალეთელ თიკა მაზანდარაშვილთან არის დაკავშირებული.
სილამაზით გამორჩეული ყოფილა გლეხის გოგო თიკა. 13 წლისა გაუტაცნიათ და ტყვედ გაუყიდიათ ირანში — უმალ „ირანის ლომისთვის“ მიუგვრიათ იგი.
სეფიანთა ხელმწიფეს მეტად მოსწონებია მაზანდარაანთ თიკა თავისი ჰარამხანისთვის. ოქრომკედით მოქარგულ ატლასში გამოუწყვიათ, ოქროს მაშიები ჩაუცმევიათ, სამკაულები აუსხამთ, მერე ძვირფას ქვეშაგებში ჩაუწვენიათ, მაგრამ... მწუხარედ აღმოხდომია გოგოს, ვაი შენ, ჩემო კარალულო ჩალაო.
გაცოფებულა შაჰ-აბასი, მსოფლიოს მბრძანებლის ცოლი ხდები და ჩალას როგორ მისტირიო?!
არადა, ის ლოგინად გაშლილი ჩალა იყო 13 წლის თიკას სამშობლო, ის ენატრებოდა ყველაზე მეტად და მარტო ძვირფას ფარჩა-აბრეშუმს კი არა, ყველაფერს ერჩივნა ამქვეყნად.
ბავშვური პირდაპირობით მიუხლია თიკას მრისხანე შაჰისთვის, მიმიფურთხებია მსოფლიოსთვის, ჩემი სოფლის ჩალადაც არ მიღირს ირანის დედოფლის გვირგვინიო.
ამბობენ, გლეხის გოგომ პირველივე ღამეს ისეთი სიშმაგით ჩაარტყა ფეხი დიდ შაჰს „სამიზეზო ადგილას“, კარგა ხნით დაუკარგაო ქალისკენ გახედვის სურვილი.
ჰოდა, უმალ მახვილებზე წამოაგეს მამაცი ქართველი ქალი შაჰის მცველებმა...
1614 -1618 წლებში შაჰ-აბასმა კახეთიდან დაახლოებით 350 ათასი ქართველი წაასხა და ირანში გადაასახლა. ასე შეიქმნა ქართული კოლონიები ფერეიდანში, ისპაჰანში, მაზანდერანსა და შირაზში.
ირანში იძულებით ჩასახლებული ქართველები უკიდეგანო უდაბნოს გაჰყურებდნენ და მწუხარებით იხსენებდნენ მამა-პაპათა საფლავებს, თავიანთ ბაღ-ვენახებსა თუ მარან-საწნახლებს, საქართველოში დარჩენილ ნათესავ-მეგობრებსა თუ ციხე-ტაძრებს... და ამის გამო სულ უფრო აუტანლად ეჩვენებოდათ იქაური ყოფა.
ბოლოს ვეღარ გაძლო გულმა. სამშობლოს მონატრებამ და ტყვეობიდან თავის დაღწევის სურვილმა ყველა სხვა გრძნობა მოაჩლუნგა და 1654 წლის 17 აპრილს 165 ფერეიდნელი ქართველი სამშობლოს გზას დაადგა. მათ შორის იყო ერთი 12 წლის ბიჭიც.
გაქცეულები დღისით ტყეებსა და მიუვალ ადგილებს აფარებდნენ თავს, ისვენებდნენ, გზას კი ღამით განაგრძობდნენ, რომ ვინმეს არ შეემჩნია.
ყუმის უდაბნოსთან წამოეწივნენ სპარსელები, გზა მოუჭრეს და შეუბრალებლად გაჟუჟეს სამშობლოსკენ გაქცეულები, ამბის წამღებიც არ გაუშვიათ.
დახოცილები ნადირ-ფრინველთა საჯიჯგნად მიატოვეს, მერე კი მათი გვამების სანახავად სხვა ქართველები მიჰყავდათ, ეუბნებოდნენ, ასეთი ბედი ელის მწყალობელი შაჰის ყველა ორგულს, ვინც გაქცევას გაბედავს, უარესი დღე დაადგებაო...
მაგრამ გადასახლებულ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნება არ შეუწყვეტიათ. უფრო მეტიც, ამის იმედი რომ არ განელებულიყო, ფერეიდნელმა ქართველმა ზაქარია თევდორაშვილმა სახალხო დღესასწაულს დაუდო სათავე — შეჯიბრს, სახელწოდებით „საქართველოსკენ“, რომელიც ყოველი წლის 12 ივნისს იმართებოდა.
ამ დღეს საგანგებოდ შერჩეულ ადგილზე საქართველოს სიმბოლოს – სპეციალურად გამომცხვარ, ჯვარგამოსახულ დიდ პურს დებდნენ, მერე კარგ მორბენალ 12 წლის ბიჭებს შეარჩევდნენ, ერთ ხაზზე გაამწკრივებდნენ და ნიშანს მისცემდნენ. და ისინიც თავაწყვეტილები მიქროდნენ „საქართველოსკენ“. ვინც პირველი მივიდოდა პურთან, გამარჯვებულიც ის იყო.
ამ რიტუალმა საუკუნეებს გაუძლო. ცნობილია, რომ ის მეოცე საუკუნეშიც იმართებოდა.
ასევე დრო-ჟამს გაუძლო ზაქარია თევდორაშვილის იმედითა და სევდით გამსჭვალულმა სიტყვებმაც:
იქნებ კიდევ ერთხელ შემოტრიალდეს წაღმა საქართველოს ბედის ჩარხი და ჩვენც დაგვიხსნან ამ უბედურებისაგანო...