სიელმე ქალისა, ანუ რატომ ითხოვენ ვაშლისგან, რომ ის ფორთოხალი იყოს

© photo: Ashot Sarkisyanგუსტავ ფლობერი
გუსტავ ფლობერი - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2023
გამოწერა
იყო სულელი, ეგოისტი და გქონდეს კარგი ჯანმრთელობა – აი, სამი პირობა, რაც აუცილებელია, რომ ბედნიერი იყო. მაგრამ თუ პირველი არასაკმარისია, დანარჩენები უსარგებლო ხდება...
ბრძნული გამონათქვამი“ წარმოგიდგენთ გუსტავ ფლობერის მოსაზრებებს.
გუსტავ ფლობერი (ფრანგ. Gustave Flaubert, 1821-1880) ფრანგი რეალისტი მწერალი, მე-19 საუკუნის ერთ-ერთი დიდი ევროპელი რომანისტი. ავტორია ცნობილი რომანებისა: „მადამ ბოვარი“, „შეშლილის მემუარები“, „გრძნობათა აღზრდა“ და სხვა.
იყო მშვიდი - დიდი წყალობაა. ეს თითქმის ბედნიერებაა.
იმაზე მეტი დამცირება არ არსებობს, ვიდრე ხედავდე სულელს, რომელიც წარმატებას აღწევს იქ, სადაც შენ წარუმატებლობა განიცადე.
მომავალი გვაშფოთებს, წარსული გვაკავებს. აი, რატომ გვისხლტება ხელიდან აწმყო.
მონანიება კარგია, მაგრამ არ გააკეთო ბოროტი - უკეთესია.
ვიქტორ ჰიუგო - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2018
ბედნიერება საკმარისი არაა, კმაყოფილიც უნდა იყო...
ყველაფერი ცვდება - უბედურებაც კი.
ყველა ქარიშხალზე უარესი, რაც სიყვარულს ატყდება, ფულის თხოვნა ყველაზე დამანგრეველია.
ყავის გემო შესანიშნავია, მაგრამ გაუგებარი. საჭიროა, ისწავლო მისი გაგება და სიყვარული, მხოლოდ ამ პირობით შეიძლება მისით სრული ტკბობა.
რატომ უნდა შეუტიო ვნებებს? ეს ხომ საუკეთესოა, რაც დედამიწაზე არსებობს, ესაა გმირობის, აღფრთოვანების, პოეზიის, მუსიკის, ხელოვნების, ყველაფრის წყარო.
როდესაც საკუთარ ნიჭს პატივს სცემ, არ დაიწყებ იმ საშუალებების გამოყენებას, რომლითაც ბრბოს იპყრობენ.
თუ ქალს არამზადა უყვარს, ის აუცილებლად აუღიარებელი გენიოსია, რჩეული სული და ა. შ. ასე რომ, სიელმისადმი თავისი ბუნებრივი მიდრეკილების გამო ისინი ვერ ხედავენ ვერც ჭეშმარიტს, როცა მას ხვდებიან, ვერც მშვენიერს იქ, სადაც ის არის. მათი საერთო დაავადებაა ის, რომ ვაშლისგან მოითხოვენ, ფორთოხალი იყავიო.
დიქტატურის „მოკეტე" და დემოკრატიის „ილაქლაქე"...>>
ქალს მუდამ რაღაც სურვილი ამოძრავებს და მუდამ რაღაც პირობა აკავებს.
მარტოობას მოგონებებით ვერ შეავსებ, მხოლოდ დაამძიმებ მას.
პატივი ღირსებას აკარგვინებს, მაღალი წოდება ამცირებს, თანამდებობა ასულელებს.
არიან ადამიანები, რომელთა დანიშნულებაა, სხვებს შუამავლად ემსახურონ; მათ ხიდად იყენებენ და შემდეგ გზას განაგრძობენ.
საგანი რომ საინტერესო გახდეს, საკმარისია, მას დიდხანს უყურო.
იმედგაცრუება სუსტების თვისებაა. არ ენდოთ იმედგაცრუებულებს - ისინი თითქმის ყოველთვის უძლურნი არიან.
ირვინ იალომი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2023
თვითგანადგურებისთვის განწირული სიყვარული...
სიტყვა სხვა არაფერია, თუ არა ფიქრის შორეული და შესუსტებული ექო.
სიყვარულმა ბედნიერება უნდა მოიტანოს, მაგრამ თუ ბედნიერება არ არის, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი შეცდა.
ის, რაც კარგად არის დაწერილი, არასდროს გწყინდება. სტილი - ეს თავად ცხოვრებაა, ესაა აზრის სისხლი.
მწერლის მთელი ტალანტი, საბოლოოდ, მხოლოდ სიტყვების შერჩევით განისაზღვრება.
თემას არ ირჩევენ. ისაა შედევრის საიდუმლო, რომ თემა მწერლის ტემპერამენტის ანარეკლია.
არის ორი სახეობის პატივმოყვარეობა: საზოგადოებრივი პატივმოყვარეობა და კერძო პატივმოყვარეობა, რომელსაც მშვიდ სინდისს, ადამიანურ ღირსებას, საკუთარი თავის პატივისცემას უწოდებენ - იმდენად სამართლიანია ჭეშმარიტება, რომ თითოეულ ჩვენგანში ორი ადამიანი ცხოვრობს - ის, რომელიც მოქმედებს და ის, რომელიც განსჯის.
იყო სულელი, ეგოისტი და გქონდეს კარგი ჯანმრთელობა - აი, სამი პირობა, რაც აუცილებელია, რომ ბედნიერი იყო. მაგრამ თუ პირველი არასაკმარისია, დანარჩენები უსარგებლო ხდება.
სიყვარული – მოგზაურობა რუკისა და კომპასის გარეშე>>
ქალს ის მონური სიყვარულით უყვარდა და ამით მხოლოდ განიზიდავდა მას.
კამათი უფრო ადვილია, ვიდრე გაგება.
მწერლის მთავარი ღირსება იმის ცოდნაა, რომ წერა საჭირო არ არის.
როცა ბერდები, ჩვევები ტირანებად იქცევა ხოლმე.
ბიუჯეტი არასდროს ინარჩუნებს წონასწორობას.
როდესაც გეგმას დიდხანს და გულმოდგინედ ადგენენ, ის შედეგად ქრება.
ქალები, საერთოდ, ძალიან არ ენდობიან მამაკაცებს და კერძოდ, ძალიან ენდობიან მათ.
სინდისი რომ სუფთად შეინახო, ის სხვა ადამიანების სინდისზე მაღლა უნდა აიყვანო.
ბლეზ პასკალის ქანდაკება - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2018
თამაში: არჩევანი თუ არადანი – პასკალის არაფიზიკური კანონები
ბედნიერება მონაგონია, მისი ძებნა ცხოვრებაში ყველა უბედურების მიზეზია.
მთელი პროგრესი, რისი იმედიც შეიძლება გქონდეს, ისაა, რომ ადამიანები ნაკლებად ბოროტი გახდნენ.
თანამიმდევრულობა სტილს ქმნის ისევე, როგორც მუდმივობა - ძალას.
იყო უბრალო - სულაც არაა იოლი საქმე.
მიყვარს მიყვარდეს, მიყვარს - მძულდეს.
სტატისტიკა ყველაზე ზუსტია ყველა არაზუსტ მეცნიერებას შორის.
ნიჭი რომ გქონდეს, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ნიჭიერი ხარ.
უჩვეულო განცდები უდიდეს ქმნილებებს ბადებს.
ყველა ახალი ამბავი
0