ბედნიერება საკმარისი არაა, კმაყოფილიც უნდა იყო...

გამოწერა
მამაკაცი იქაა, სადაც მიწა მთავრდება... ქალი იქაა, სადაც ზეცა იწყება...

„სიბრძნის სიმფონია“ წარმოგიდგენთ ვიქტორ ჰიუგოს გამონათქვამებს.

ვიქტორ ჰიუგო (Victor-Marie Hugo, 1802–1885) – ფრანგი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, ფრანგული რომანტიზმის ერთ–ერთი მთავარი წარმომადგენელი, ფრანგული აკადემიის წევრი, ადამიანის უფლებათა დამცველი.

ბერნარ ვერბერი - Sputnik საქართველო
შენთან ერთად. შენ წინააღმდეგ. უშენოდ...

მისი ცნობილი რომანებია: „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, „საბრალონი“ („განკიცხულნი“), „კაცი, რომელიც იცინის“, „ოთხმოცდაცამეტი წელი“; პიესები: „ერნანი“, „კრომველი“, „ლუკრეცია ბორჯია“ და სხვა. მისი ნაწარმოებების მიხედვით დაწერილია ოპერები (ვერდის „რიგოლეტო“, „ერნანი“, ბელინის „ერნანი“ და სხვა), გადაღებულია კინოფილმები.

• ჭკუა მდიდრდება იმით, რასაც იღებს; გული – რასაც გასცემს.

• ნამდვილი უთანასწორობა ქორწინებაში – ეს სულთა უთანასწორობაა.

• მდიდრების სამოთხე ღარიბთა ჯოჯოხეთისგან არის შექმნილი.

• ალმასი ტალახში არ დნება.

ქალი ყვავილებში - Sputnik საქართველო
ნუ გექნება ქალის სისულელის იმედი – სიყვარულში ყველა ქალი ჭკვიანია

• შეიძლება სულერთი იყოს მტრის მიერ დანით მოყენებული დარტყმები, მაგრამ მტანჯველია ახლობლის მიერ ქინძისთავით ნაჩხვლეტი…

• ადამიანის ყველა საქციელს ორგვარად შეიძლება შეხედო: რისთვისაც ერთს შანთავენ, მეორე ამისთვის დაფნის გვირგვინს ადგამენ.

• ქალებს საშინლად უყვართ, დაღუპვას გადაარჩინონ ის, ვინც მათ დაღუპავს.

• ის, ვინც ყოველ დილით გეგმავს დღეს და ამ გეგმას მიჰყვება, ხელში უჭირავს ის ძაფი, რომელსაც ის დაძაბული ცხოვრების ლაბირინთებში გაჰყავს.

• ორმოცი – ახალგაზრდობის სიბერეა; ორმოცდაათი – სიბერის ახალგაზრდობა.

• ადამიანი რომ შეცვალო, მისი ბებიისგან უნდა დაიწყო.

• მთის მწვერვალიდან უფსკრულს ვაკვირდებით. უფსკრულში რომ აღმოვჩნდებით, ზეცას ვუჭვრეტთ.

• ხშირად მოფიქრალი ადამიანი ხშირად უმოქმედოა.

საფრანგეთი, ქალაქი ნანტი - Sputnik საქართველო
ბატონობას მიჩვეული უბატონოდ ვეღარ გაძლებს...

• ბედი არასდროს ხსნის ერთ კარს, თუ მანამდე მეორე არ დახურა.

• დუმილი სიბრძნის წესია.

• უნდა იცოდე, რომ ქალს ხშირად დაემორჩილო, რათა ხანდახან მასზე მბრძანებლობის უფლება გქონდეს.

• სიყვარული ხესავითაა; ის თავისთავად იზრდება, ღრმად უშვებს ფესვებს მთელ ჩვენს არსებაში და არცთუ იშვიათად განაგრძობს ყვავილობას, თუნდაც ჩვენი გულის ნანგრევებზე.

• იყო წმინდანი – გამონაკლისია; იყო სამართლიანი – წესია. შეცდით, დაეცით, ჩაიდინეთ ცოდვა, მაგრამ იყავით სამართლიანი. რაც შეიძლება ნაკლებად შესცოდო – აი, კანონი ადამიანისთვის. საერთოდ არ შესცოდო – ეს ანგელოსის ოცნებაა.

• იყო კეთილი, სულ არაა ძნელი. ძნელია, იყო სამართლიანი.

ცხოვრება ზღვის ნაპირზე - Sputnik საქართველო
სიყვარული განშორებასაც უძლებს და სიკვდილსაც, მაგრამ ვერ უძლებს...

• ქალი სუსტია, მაგრამ დედაა ძლიერი.

• ვიბადებით ყვირილით, ვკვდებით კვნესით. ისღა დაგვრჩენია, სიცილით ვიცხოვროთ.

• მამაკაცი ქალის გარეშე იგივე, რაც პისტოლეტი ჩახმახის გარეშე; მხოლოდ ქალს მოჰყავს ის მოქმედებაში.

• მოკვდე – ეს არაფერია; საშინელებაა, არ იცხოვრო.

• მამაკაცს იმონებს არა მხოლოდ ქალის სული, არამედ მისი სხეულიც, და უფრო ხშირად სხეული, ვიდრე სული. სული – შეყვარებულია, სხეული – საყვარელი.

• მაქვს ბედნიერება, დრო დილიდან საღამომდე გავატარო გენიალური ადამიანის საზოგადოებაში, ანუ ჩემს თავთან, და ეს ძალიან სასიამოვნოა.

• მამაკაცი იქაა, სადაც მიწა მთავრდება… ქალი იქაა, სადაც ზეცა იწყება…

• ინსტინქტი ქალებს ბევრად უფრო სწრაფად აერთიანებს, ვიდრე გონება – მამაკაცებს.

ერვე ბაზენი - Sputnik საქართველო
ბედნიერებას არ ეძებენ, მას თავადვე ქმნიან

• არიან ხოლმე ბანდიტური მთავრობები, მაგრამ არ შეიძლება იყოს ბანდიტური ხალხი.

• იყო ცოცხალი ქალის სხეულში და იყო ქალი – ორი სრულიად განსხვავებული რამაა.

• სიყვარული – კანონია. აღვირახსნილობა – ხაფანგი. შეთრობა და ლოთობა ორი სხვადასხვა რამაა. გსურდეს ერთი განსაზღვრული ქალი – შეთრობაა. გინდოდეს ქალი საერთოდ – ლოთობა.

• ღირსებას ფარდა აქვს, ნაკლს – ნიღაბი.

• ერთმანეთთან მარტო დარჩენილი მამაკაცი და ქალი „მამა ჩვენოს“ წაკითხვაზე არ იფიქრებს.

• უსირცხვილობა ხანდახან სირცხვილს მალავს.

• საკმარისი არაა, ბედნიერი იყო… კმაყოფილიც უნდა იყო…


ყველა ახალი ამბავი
0