„სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ ონორე დე ბალზაკის გამონათქვამებს.
ბალზაკი (Honoré de Balzac, 1799—1850) ფრანგი მწერალი, ევროპულ ლიტერატურაში რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი შემოქმედება პოპულარული იყო ყოველთვის. ჯერ კიდევ სიცოცხლეში მწერალმა დაიმკვიდრა მე-19 საუკუნის უდიდესი პროზაიკოსის სახელი. მისმა ნაწარმოებებმა გავლენა მოახდინა ჩარლზ დიკენსის, ფიოდორ დოსტოევსკის, ემილ ზოლას, უილიამ ფოლკნერისა და სხვათა შემოქმედებაზე.
• ყველაფერი თავის დროზე მოდის მათთვის, ვისაც ლოდინი შეუძლია.
• სიყვარული ბრმაა, სამაგიეროდ ოჯახური ცხოვრება გენიალური ოკულისტია!
• არავინ გახდება ქალის მეგობარი, თუ შესაძლებელია მისი საყვარელი გახდეს.
• ფული საჭიროა იმისთვის, რომ მასზე არ იფიქრო.
• ასე არიან მოწყობილი მამაკაცები — შეუძლიათ გაუძლონ ყველაზე ჭკვიანურ არგუმენტსაც კი, მაგრამ ერთადერთ მზერას — ვერა.
• უფრო ადვილია საყვარელი იყო, ვიდრე ქმარი, რადგან უფრო ძნელია გონებამახვილი იყო ყოველდღე, ვიდრე დროდადრო იხუმრო.
• აბსურდია იფიქრო, რომ მამაკაცს არ შეუძლია ბედნიერი იყოს ერთ ქალთან. ეს იგივეა, ამტკიცო, რომ კარგ მუსიკოსს პიესის დასაკრავად სხვადასხვა ვიოლინო სჭირდება.
• დედის გული ღრმა უფსკრულია, რომლის ფსკერზე ყოველთვის იპოვით მიტევებას.
• ღრმად განიცდიდე, გიყვარდეს და თითქმის ყოველთვის იტანჯებოდე საკუთარი სიყვარულით — ესაა ქალის ბედი, ბედისწერა.
• გამოძერწო საყვარლისგან ქმარი ისევე რთულია, როგორც ქმრისგან — საყვარელი…
• ცოლისგან კარგი საყვარლის გამოძერწვის უუნარობა ქმრის არასრულფასოვნებაზე მიუთითებს. უნდა შეგეძლოს, ერთ ქალში ყველა ქალი მოიპოვო.
• როდესაც საკუთარ სისუსტეს აღიარებს, ადამიანი უფრო ძლიერი ხდება.
• ის, ვინც ეჭვიანობს, სინამდვილეში ეჭვი ეპარება არა საყვარელ ადამიანში, არამედ საკუთარ თავში.
• ქალებს ახასიათებს ამტკიცონ შეუძლებელი შესაძლებლის საფუძველზე და უარყოს ცხადი წინათგრძნობაზე დაყრდნობით.
• სიძუნწე იწყება იქ, სადაც სიღარიბე მთავრდება.
• არავის უყვარს ქალი ახალგაზრდობის ან სიმწიფის, სილამაზის ან სიმახინჯის, სისულელის ან გონიერების გამო. ის უყვართ არა რაიმეს გამო, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ უყვართ.
• ის, ვინც მილიონებს ეძებს, ძალზე იშვიათად პოულობს მას, სამაგიეროდ ის, ვინც არ ეძებს, არც არასდროს პოულობს!
• თავისუფლება წარმოშობს ანარქიას, ანარქიას დესპოტიზმთან მივყავართ, ხოლო დესპოტიზმი გვაბრუნებს თავისუფლებასთან. მილიონობით ადამიანი დაიღუპა ისე, რომ მაინც ვერ მიაღწია ვერც ერთი სისტემის ზეიმს.
• მწუხარება უსაზღვროა, სიხარულს კი საზღვრები აქვს.
• შემთხვევა უდიდესი რომანისტია მსოფლიოში.
• ის, ვინც ყველას მოსწონს, არსებითად, არავის მოსწონს. ყველაზე დიდი ნაკლი უნაკლობაა.
• სიყვარულის ერთი საათი მთელი ცხოვრებაა.
• არ გქონდეს ქალის სისულელის იმედი — სიყვარულში ყველა ქალი ჭკვიანია.
• იყო პატიოსანი, მიუწვდომელი სამყაროსთვის და კურტიზანი ქმრისთვის — ეს გენიალური ქალია!
• არაფერია იმ ადამიანის შიგნით, რომელსაც ყველაფერი გარეთ გამოაქვს.
• გონება ის ბერკეტია, რომლითაც დედამიწის აწევა შეიძლება.
• მას, ვისაც ქალის მართვა შეუძლია, სახელმწიფოსაც მართავს.
• მამაკაცის პირველ სიყვარულს მხოლოდ ქალის უკანასკნელი სიყვარული შეიძლება შეედაროს.
• რასაც აკეთებ, ყველაფერი კარგად უნდა გააკეთო, თუნდაც სიგიჟეს ჩადიოდე.
• სიყვარული ერთადერთი ვნებაა, რომელიც ვერ იტანს ვერც წარსულს და ვერც მომავალს.
• უბედურება საუკეთესო მასწავლებელია. უბედურებაში შეიძლება ბევრი რამის სწავლა, ფულისა და ადამიანების ფასის გაგება.
• მას, ვისაც უყვარს, ეჭვი ან არაფერში ეპარება, ან — ყველაფერში.
• ჩემზე მეტს არაფერს ვიტყვი: ბედნიერი ადამიანი საშინლად მოსაწყენი თემაა.
• მარტოობა შესანიშნავი რამაა, მაგრამ გვერდით ვინმე უნდა გყავდეს, რომ უთხრა, თუ რა მშვენიერი რამაა მარტოობა…
• თუ მუდამ მარტო ილაპარაკებ, მუდამ მართალი იქნები.
• დიდება უსარგებლო საქონელია — ძვირი ღირს და ცუდად ინახება.