ნამდვილი სიყვარული ისაა, რომელიც მრავალწლიან არა განშორებას, არამედ სიახლოვეს უძლებს

© Courtesy of W-ArtВлюбленная пара перед свадьбой в поселке Степанцминда в Казбеги
Влюбленная пара перед свадьбой в поселке Степанцминда в Казбеги - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა შეიძლება იყოს ერთი და იგივე ქალი მოზარდისთვის, ცოლიანი კაცისთვის და უცოლოსთვის და რა დროს სჭირდება მამაკაცს სამსონის ძალა, იობის მოთმინება და სოლომონის ჭკუა

„სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ ამერიკელი ჟურნალისტისა და მწერლის, ჰელენ როულენდის (Helen Rowland 1875—1950) ენამოსწრებულ და მახვილგონივრულ გამონათქვამებს, რომლებიც, ძირითადად, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებს, მათი ხასიათების ძირითად შტრიხებს ფრიად საინტერესოდ წარმოგვიდგენს.

მკითხველისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ის, რომ როულენდი მნიშვნელოვან და ღრმა მოსაზრებებს მსუბუქად და იუმორნარევი ლაკონური ფრაზებით გადმოსცემს.

CC0 / wikipedia / ჰელენ როულენდი
Элен Роуленд - Sputnik საქართველო
ჰელენ როულენდი

•    რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ მამაკაცს შეუძლია, უყუროს ქალს და ვერ დაინახოს ის, ხოლო ქალს შეუძლია, მამაკაცი გამჭოლად დაინახოს, თუნდაც არ შეხედოს მას.

•    ნამდვილი სიყვარული ის კი არაა, რომელიც მრავალწლიან განშორებას უძლებს, არამედ ის, რომელიც სიახლოვის მრავალ წელს უძლებს.

ცეცხლოვანი სამყარო - Sputnik საქართველო
თუ ადამიანს სულს ვერ ანდობ, არც სხეული ანდო...

•    ქალისთვის საკმარისია ერთი მამაკაცი, რომ ყველა მამაკაცს გაუგოს, მამაკაცმა კი შეიძლება ყველა ქალი იცოდეს, მაგრამ არც ერთის არ ესმოდეს.

•    ულამაზო ქალები არ არსებობენ, არიან მხოლოდ ზარმაცი ქალები.

•    მამაკაცი გოგონას უნარს, წაიკითხოს მისი აზრები, ქორწინებამდე ინტუიციას უწოდებს, ხოლო ამავე უნარს ქორწინების შემდეგ — ეჭვიანობას.

•    ყოველი მამაკაცი ეძებს იდეალურ ქალს, განსაკუთრებით — ქორწინების შემდეგ.

•    შეგიყვარდეს — ნიშნავს გასაქანი მისცე წარმოსახვას და გზა დაუხშო — ჯანსაღ აზრს.

•    როდესაც ზოგიერთი ქალის გათხოვებას უყურებ, ხვდები, როგორ არ უნდათ საკუთარი შრომით საარსებო წყაროს მოპოვება.

Статуя человека в размышлениях - Sputnik საქართველო
ადამიანად ყოფნის საშინელება და ადამიანად ყოფნის სასწაული

•    როდესაც გოგონა თხოვდება, ბევრის ყურადღებას ერთის უყურადღებობაზე ცვლის.

•    უფრო ადვილია, რამდენიმე საყვარელი შეინარჩუნო, რომლებიც შენს გრძნობებში დარწმუნებული არ არიან, ვიდრე ერთი, რომელიც დარწმუნებულია ამ გრძნობებში.

•    ერთი და იგივე ქალი შეიძლება იყოს: მოზარდისთვის — ქალღმერთი, ცოლიანი კაცისთვის — ცდუნება და უცოლოსთვის — მხოლოდ და მხოლოდ — საფრთხე.

•    ყოველი მამაკაცი ოცნებობს ქალზე, რომელი მას კეთილშობილებითა და ამაღლებული გრძნობებით ატყვევებს… ასევე სხვა ქალზე, რომელიც მას ამის დავიწყებაში დაეხმარება.

•    მოტყუების უნარი — ეს ბიჭისთვის ნაკლია, საყვარლისთვის — ხელოვნება, უცოლო მამაკაცისთვის — ღირსება და ცოლიანი მამაკაცისთვის — მეორე ბუნება.

ერვე ბაზენი - Sputnik საქართველო
ბედნიერებას არ ეძებენ, მას თავადვე ქმნიან

•    მამაკაცს ყოველთვის ერევა ერთმანეთში ქალის თავდაუზოგავი ერთგულება სისუსტეში, სანამ არ აღმოაჩენს, რომ მისგან თავის დასაღწევად სჭირდება სამსონის ძალა, იობის მოთმინება და სოლომონის ჭკუა.

•    ქორწინებამდე მამაკაცს შეუძლია მთელი ღამე არ დაიძინოს და იფიქროს იმაზე, რაც ქალმა უთხრა. ქორწინების შემდეგ კი — მანამდე იძინებს, სანამ ქალი ლაპარაკს დაასრულებს.

•    არასდროს ენდო ქმარს, როცა ის ძალზე შორსაა და უცოლოს, როცა ის ძალზე ახლოსაა.

•    მხოლოდ ქორწინებაში შეუძლია ქალს, დატკბეს სხვა ადამიანის საზოგადოებით და ამავდროულად, სრული მარტოობა იგრძნოს.

•    ქალისთვის პირველი კოცნა — დასაწყისის ბოლოა, ხოლო მამაკაცისთვის — ბოლოს დასაწყისი.

ადამიანი ამოუცნობი არსებაა - Sputnik საქართველო
სრულყოფილების ნაკლი, ქალის შენახული საიდუმლო და მეექვსე გრძნობა

•    დედას ოცი წელი სჭირდება, რომ ბიჭისგან მამაკაცი დააყენოს, შემდეგ კი პირველივე შემხვედრი მისგან ოც წუთში სულელს გამოძერწავს.

•    მამაკაცს თვალებით უყვარდება, ქალს — წარმოსახვით, შემდეგ ამაზე ორივე ლაპარაკობს, როგორც „გულის ამბებზე".

•    მამაკაცმა არ იცის, როგორ გაშორდეს, ქალმა — როდის.

•    თაფლობის თვე — სიბრძნის დასაწყისია, ხოლო სიბრძნის დასაწყისი — რომანის დასასრული.

•    ქმარი — ესაა ის, რაც საყვარლისგან ნერვის ამოღების შემდეგ დარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0