„სიბრძნის სიმფონია" გთავაზობთ ფრანგი მწერლის, ესეისტის, პუბლიცისტისა და ფილოსოფოსის ალბერ კამიუს (Albert Camus, 1913-1960) გამონათქვამებს.
ალბერ კამიუ არის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1957). მისი ცნობილი ნაწარმოებებია „სიზიფეს მითი", „უცხო", „კალიგულა", „შავი ჭირი", „მართლები" და სხვა.
• დაქორწინდებიან, ცოტა კიდევ უყვართ ერთმანეთი, შრომობენ, იმდენს შრომობენ, რომ სიყვარული ავიწყდებათ.
• თქვენი გამარჯვება მუდამ დროებითი იქნება.
• სიყვარულის ჭრილობები, ტყვიისგან მიყენებული ჭრილობებისგან განსხვავებით, არავის კლავს, მაგრამ არც არასდროს ხორცდება.
• იყო ბედნიერი — სირცხვილი არ არის.
• ადამიანს ადამიანად ბევრად უფრო აქცევს ის, რაზეც ის დუმს, ვიდრე ის, რასაც ლაპარაკობს.
• ყველა სარგებელი იმასთან მიდის, ვინც ამ სარგებელს ეძებს.
• უმანკოა ის, ვინც არაფრის დამტკიცებისკენ არ ისწრაფვის.
• სწრაფვა იმისკენ, რომ მუდამ მართალი იყო — ვულგარული გონების ნიშანია.
• საკუთარი თავის ბოლომდე შეცნობა სიკვდილს ნიშნავს.
• არ არსებობს არც ერთი, თუნდაც ყველაზე უბედური მოვლენა, რომელშიც თავისი კარგი მხარეები არ იყოს.
• დრო ნელა გადის, როცა მას თვალს ადევნებ. ის გრძნობს თვალთვალს. მაგრამ ის ჩვენი გულმავიწყობით სარგებლობს. შესაძლოა, ორი დროც კი არსებობს: ის, რომელსაც თვალს ვადევნებთ და ის, რომელიც გარდაგვქმნის.
• ცხოვრებისთვის აზრის მინიჭება არ ღირს, რადგან ეს აუცილებლად მიგვიყვანს აზრამდე, რომ ცხოვრება არ ღირს.
• ზოგი სიყვარულისთვის შეიქმნა, ზოგი — ცხოვრებისთვის.
• ადამიანი ყოველთვის არის რაღაცაში ცოტა დამნაშავე.
• ცხოვრება ძალზე სწრაფად გადაიზრდება ხოლმე ჩვევაში.
• გინდა ფული გამოიმუშაო, რომ ბედნიერად იცხოვრო, მაგრამ, საბოლოოდ, მთელი ძალა, ცხოვრების მთელი გემო მის შოვნაში მიდის. ბედნიერება დავიწყებულია, საშუალება მიზნად არის მიღებული.
• რაც არ იცი, მას ყოველთვის აზვიადებ.
• სასოწარკვეთილების ჩვევა უფრო უარესია, ვიდრე თვითონ სასოწარკვეთილება.
• ქალაქის გაცნობის საუკეთესო საშუალებაა – ეცადო გაიგო, როგორ მუშაობენ აქ, როგორ უყვართ და როგორ კვდებიან.
• როგორ უნდა იცხოვრო, თუ სასოწარკვეთილებისთვის რამდენიმე სერიოზული მიზეზი არ გაქვს?!
• ყოველთვის საინტერესოა, რას ლაპარაკობენ შენზე, თუნდაც განსასჯელის სკამზე იჯდე.
• ძალზე დამღლელია სიბრალული, როცა უსარგებლოა…
• ნუ დაელოდები, რომ ბედნიერება მამაკაცთან ერთად მოვა. რამდენი ქალი უშვებს ამ შეცდომას! ბედნიერება თვითონ შენშია, უბრალოდ, უნდა დაელოდო მას.
• ელემენტარულს უწოდებენ ისეთ ჭეშმარიტებებს, რომლებსაც ადამიანი ყველაზე ბოლოს აღმოაჩენს ხოლმე.
• ჯერ სიყვარული უნდა მოვიდეს და მერე მორალი. პირიქით თუ მოხდა — ტანჯვაა.
• სიყვარული ისეთი ავადმყოფობაა, რომ არც ბრძენს ინდობს და არც იდიოტს.
• გარდაუვალი მხოლოდ ერთია — სიკვდილი, ყველაფერი დანარჩენის თავიდან არიდება შესაძლებელია.
• ის, ვისაც შეუძლია აღფრთოვანდეს ერთდროულად დოსტოევსკითაც და ტოლსტოითაც და ერთსაც და მეორესაც ერთნაირი სიმსუბუქით იგებს, საშიში ნატურაა საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც.
• თავისუფალია ის, ვისაც შეუძლია, ტყუილი არ თქვას.
• ჩემი უბედურება ისაა, რომ ყველაფერი მესმის…
• ბევრს იცნობთ „მოსიყვარულე" მამაკაცს, რომელიც უარს იტყოდა ლამაზ და ადვილად ხელმისაწვდომ ქალზე? და თუ ვინმე უარს იტყვის, ეს ნიშნავს, რომ მას ტემპერამენტი აკლია.
• ნუ ივლი ჩემ წინ — შეიძლება ვერ დაგეწიო. ნუ ივლი ჩემ უკან — შეიძლება სხვაგან გადავუხვიო. უბრალოდ, იარე ჩემ გვერდით და იყავი ჩემი მეგობარი.
• ის, ვინც არაფერს გასცემს, არც არაფერი აქვს. ყველაზე დიდი უბედურება ის კი არ არის, რომ არ უყვარხარ, არამედ ის, რომ შენ თვითონ არ გიყვარს.
• ის, რაც ცხოვრების აზრად მიიჩნევა, შეიძლება სიკვდილის შესანიშნავი საბაბი გახდეს.
• დემოკრატია — ეს უმრავლესობის ძალაუფლება კი არა, არამედ უმცირესობის დაცვაა.
• ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობას სიმართლეზე ვაგებთ, ზოგიერთთან — სიცრუეზე; და ეს უკანასკნელი ნაკლებად მტკიცე არ არის.
• დარწმუნებული ვარ, რომ ცოცხალი ვარ და მოვკვდები. დიახ, ამ რწმენის გარდა არაფერი მაბადია. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამ ჭეშმარიტებას ვერავინ წამართმევს.
• არასდროს ვფიქრობ. ამისთვის ძალიან ჭკვიანი ვარ.
• ასეა მოწყობილი ადამიანი, ეს ორსახოვანი არსება: მას არ შეუძლია არავის სიყვარული, თუ, ამავე დროს, საკუთარი თავი არ ეყვარება.
• თავისუფლება — ეს, პირველ რიგში, პრივილეგიები კი არა, მოვალეობებია.
• სიჭაბუკის წლები ასე დიდხანს იმიტომ ჭიანურდება, რომ ისინი მოვლენებით არის აღსავსე, სიბერის წლები კი ასე იმიტომ მირბის, რომ წინასწარ არის განსაზღვრული.
• მართო — ნიშნავს იქურდო. ეს ყველამ იცის.
• შეყვარებულებს რაღაც საერთო აქვთ ბონაპარტთან: ისინი ყოველთვის ფიქრობენ გამარჯვებას იქ, სადაც ყველა დამარცხდა.
• ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელსაც არ უნდა იყოს ის, ვინც არის.
• რადგან უნდა მოვკვდეთ, აშკარაა, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, როდის და როგორ მოკვდები.
• რატომ სვამენ ადამიანები? იმიტომ რომ დალევის შემდეგ ყველაფერი აზრს იძენს… დასკვნა: ადამიანები სვამენ უმწეობის ან პროტესტის ნიშნად.
• მისთვის, ვინც წერს, ჯობს, უთქმელი რამე დატოვოს, ვიდრე ზედმეტი თქვას.
• სკოლის ნებისმიერი კურსი — ეს გამარტივების კურსია. სკოლა გვამზადებს ცხოვრებისთვის სამყაროში, რომელიც არ არსებობს.